ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2010


მერე რა თუ ოცნება ხარ ჩემი

მერე რა თუ ოცნება ხარ ჩემი,
მერე რა თუ შენ ხარ ჩემი მუზა,
შენსკენ მოდის ჩემი გრძნობის გემი,
თვალთა ზღვაში რომ ჩაუშვას ღუზა.
ნუ დამადნობ,მე ვარ თოვლის ფიფქი,
ნუ გაყინავ ჩემი სულის ყვავილს,
შენ ხარ ჩემი უსასრულო ფიქრი,
შენ ედემის ყვავილივით ჰყვავი.
განათდება შენთვის ზეცა ლურჯი,
ღამის აკვანს გადაგირწევს მთვარე,
ხან ვიქნები მე ზღვასავით ურჩი,
ხან მზესავით შენთვის მოელვარე,
ხან ქარივით შემოგახვევ თითებს
ლამაზ წელზე,თმებს აგიშლი ქარით,
ხანაც შევთხზავ შენზე ზღაპრებს,მითებს,
რომ შენგვარი ქვეყნად არვინ არის.
მოვალ წვიმად,შენს თვალებზე დაღლილს
ჩემი სულის დავანება მინდა,
არ მიმიღებ?ნისლად წავალ მაღლით,
ეგ თვალები სანამ დაიბინდა.
მე ვიქნები წვეთანკარა წყარო,
რომ ტუჩები დაისველო ჩემით
და ვინ იცის,იქნებ შემიყვარო...
სად მიცურავს ჩემი გრძნობის გემი?
განთიადად ავენთები შენთვის,
ხან ვიქნები ჩამავალ მზის შუქი,
იქ შეგხვდები სად ცა მიწას ერთვის,
რომ სინათლით მე გავფანტო მუქი.
და ვინ იცის ამ ცხოვრებით დაღლილს
სად დაგჭირდეს,სად დაგჭირდეს შველა?!
ცისარტყელად გადმოვდგები მაღლით,
დაგასვენებ დაღლილს საკვირველად.

მერე რა თუ ოცნება ხარ ჩემი...
მერე რა თუ შენ ხარ ჩემი მუზა...
                                    დმ.

                          02.04.2005წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები