ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
28 აგვისტო, 2010


ცა და ორშაბათი

ქუჩებით დანისლულ გობელენს ქარგავდა
მოხუცი მხატვარი მტვერწაყრილ სადგურში...
შიშველი ზმანებით მოჰგავდა ცრუ ავდარს -
დახლებზე - კაპასი მოვაჭრის ხმაური.

მაშინ - მელნისფერი "ცა და ორშაბათი"
(ახლა გაზაფხული თითქოს სულ ერთია)
მხატვარი ტილოებს ათრობდა შარბათში
როცა... ქარაგმულად ისევ ხურდით სჯიან -

"ხედვით მეოცნებე" უგვირგვინოდ დამშრალს
ქება-ირონიით შრება აკვარელი,
როცა ტკივილებით უფლის - წმინდა გრაალს
უქსოვს ხარაჩოს და სულის ის საბძელი -

უნდა იგლოვოს და უფალს მიუტანოს!
თხემით-ტერფებამდე ლოცვად გაჟღენთილი -
(სული ჩამობარდნილ ზეცას ანაცვალოს...
ენთოს ტილოებთან სულის ის კანდელი)
- - -
თუ ვინმე ჩაივლის - სადგურში ცარიელ
მოხუცის მოლბერტს და...
წამით დადუმდება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები