ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუიზიანი
ჟანრი: პროზა
2 დეკემბერი, 2010


ითხოვე და მოგეცემა...

მივუყვებოდი ქუჩას ნელი ნაბიჯით.თან გაოგნებული ვათვალიერებდი ირგვლივ ყოველივეს, რომლებიც ჩემთვის თითქოს ნაცნობი,მაგრამ ამავე დროს უცნობიც იყო.მივაბიჯებდი, თუმცა ქუჩას დასასრული არ უჩანდა. ვგრძნობდი, რომ ის უსასრულობამდე გრძელდებოდა. შემეშინდა, ერთხანს შევჩერდი კიდეც,თვალები მაგრად დავხუჭე და ტირილი დავიწყე ზუსტად ისე, როგორც ბავშვობაში, როცა ქუჩაში დედას ჩამოვრჩებოდი ხოლმე. მაგრამ მალევე მოვეგე გონს და განვაგრძე გზა. მაშინღა შევამჩნიე, რომ ქუჩა მაღაზიებით გადატვირთულიყო. შევჩერდი ერთერთ მაღაზიასთან, სადაც ჩემთვის ყველაზე სასურველი, ძვირფასი და საოცნებო ნივთი შევნიშნე. გული დამწყდა, რადგან ვიცოდი ის ნივთი იმდენად ძვირად ფასობდა, რომ ოცნებაშიც არ შემეძლო მისი შეძენა. რაღაცამ თუ ვიღაცამ მიბიძგა შევსულიყავი მაღაზიაში და ამ ნივთის ფასი მეკითხა. ასეც მოვიქეცი, შევედი და გამყიდველს მისი ფასი ვკითხე., თან გულში ვინატრე, ნეტავ ახლა ფასი სულაც არ მითხრას,მოხდეს სასწაული და ისე მაჩუქებდეს მეთქი. გამყიდველმა გამიღიმა და მიპასუხა: ეს ნივთი ღირს 273 ლოცვა...მე დავიბენი, ისიც კი ვიფიქრე, რომ ამ უკანასკნელმა ვერ გაიგო ჩემი კითხვა, ამიტომ ხმამაღლა გავუმეორე კვლავ. და ჰოი საოცრებავ! მან გადაჭრით კვლავ იგივე მიპასუხა.
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სიზმარიაო შეიძლება თქვათ, მაგრამ დამიჯერეთ, ამ სიზმრის შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. გათენებისთანავე სწრაფად წამოვდექი საწოლიდან და წიგნების კარადას მივაშურე. კარი გამოვაღე და ათრთოლებული ხელებით გადმოვიღე ყველაზე ძვირფასი წიგნი “ბიბლია”, რომელსაც ცხოვრებაში მეორედ ვეხებოდი.ერთხელ ყიდვის დღეს და მეორედ ახლა. შემრცხვა პირველად უფლის წინაშე, თავს მორწმუნედ ვთვლიდი, მაგრამ ერთხელაც არ მქონდა იგი გადაშლილი. სამაგიეროდ, ხომ მედო გამოსაჩენ ადგილას, ყოველი ვინც ჩემს სახლს სტუმრობდა ხომ ხედავდა მას. დავიჩოქე მუხლებზე და უფალს ვთხოვე განემარტა ჩემთვის, რაც იმ ღამეს მესიზმრა. ავიღე ხელში მისი სიტყვა და აი რაც პირველად წავიკითხე:
“რომელიმე თქვენგანს რომ მეგობარი ჰყავდეს და შუაღამისას მიადგეს და უთხრას: მეგობარო მასესხე 3 პურიო და მან შიგნიდან გამოსძახოს: ნუ მაწუხებ, კარი დაკეტილია, ბავშვებიც ლოგინში მიწვანან, არ შემიძლია წამოდგომა და პურის მოცემა. გეუბნებით თქვენ თუ არ ადგება და არ მისცემს პურს მეგობრობის გამო, მომაბეზრებელი თხოვნის გამო მაინც ადგება და მისცემს იმდენ პურს რამდენიც სჭირდება. და მეც გეუბნებით თქვენ! ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით, დააკაკუნეთ და გაგეღებათ. ვინაიდან ყველა ვინც ითხოვს მიეცემა, ვინც ეძებს ის პოულობს და ვინც აკაკუნებს გაეღება. ოღონდ რწმენით და ეჭვის გარეშე სთხოვოს, რადგან ეჭვიანი ჰგავს ძღვის ტალღას, ქარის მიერ აღძრულსა და მიმოტაცებულს.”
ვკითხულობდი და თვალებს არ ვუჯერებდი, რადგან სწორედ ეს სიტყვები იყო ჩემი სიზმრის უტყუარი პასუხი. არ არსებობს ქვეყნიერებაზე ისეთი რამ, რაც შეიძლება უფლისთვის შეუძლებელი იყოს. სასოწარკვეთილს ბევრჯერ მითხოვია მისთვის დახმარება, რომელიც ჩემთვის შეუძლებელი იყო. ვთხოვდი, მაგრამ გუში ეჭვი ყოველთვის მქონია და გამიფიქრებია: - ეჰ, კი ვთხოვ, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია.. ჩვენ ლოცვაზე, საჭიროებაზე პასუხი მაშინვე გვინდა, მაგრამ ასე არ ხდება. ზუსტად მაშინ ვყრით ფარხმალს, ვწყვეტთ ლოცვას და ვკარგავთ რწმენას იმისას, რასაც უფალს ვთხოვთ, როცა უკვე კარზეა მომდგარი ღვთის ანგელოზი ჩვენი სურვილებით და ახდენილი ოცნებებით. ამ დროს კი ღმერთს ვადანაშაულებთ, თითქოსდა ის არ გვისმენს, თუმცა ის ხომ ჩვენს შორისაა და მოუთმენლად გველოდება როდის დავუძახებთ მას.
ვკითხულობდი გაუჩერებლად, ფურცლები კი სველდებოდა, სველდებოდა ჩემი ცრემლებით. სინანულის, სიხარულის და სინდისის ცრემლებით. ვკითხულობდი და თვლაწინ მესახებოდა იესოს ჯვარზე გაკვრის, მისი ტანჯვის და უმოწყალო ცემის სურათი. მან ხომ მისი წმინდა სისხლი სწორედ ჩვენთვის დაღვარა. მადლით ვართ გადარჩენილნი,ერთადერთი რაც მოგვეთხოვება მისი რწმენა და მისი სიტყვის მოსმენაა, მაგრამ ჩვენ ესეც კი არ გვინდა.
  და ბოლოს რაც წავიკითხე, იყო ასეთი ფრაზა: “თუ შენი ბაგით აღიარებ რომ იესო უფალია და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები.
წამიერად თვალწინ წარმომიდგა მთელი ჩემი ცხოვრება და გულში საშინელი ტკივილი ვიგრძენი.მე მქონდა ყველაფერი,მაგრამ სულიერი სიმშვიდე ხომ არასდროს მქონია.ვინანე,რომ ამ ხნის მანძილზე მას არ ვიცნობდი.მაგრამ ის ხომ კეთილი ღმერთია,ვიცი მაპატიებს ყველაფერს და  ჩემი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი გახდება.
              ცოტა უხეშ შედარებას მოვიყვან, მაგრამ მჯერა რომ გამიგებთ რისი თქმაც მინდა ახლა. როცა გინდა რაღაც ძალიან კარგად გამოგივიდეს, თუნდაც ლექსი, შეიძლება ერთხელ დაწერო და არ  მოგეწონოს, დაკუჭავ მას და მოისვრი  ნაგვის ურნაში, ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ლექსი არ გამოგივათ ისეთი, როგორიც თქვენ გინდათ, ანუ ძალიან კარგი. ამიტომ როცა რაღაც გვინდა ძალიან კარგი, ღირებული და ჩვენთვის ძვირფასი, საჭიროა ბევრი ლოცვა, დიდი შრომა და მტკიცე დარწმუნება იმაში, რომ ადრე თუ გვიან, შეიძლება წლების შემდეგაც ის აუცილებლად ჩვენი იქნება,
რასაც ითხოვ, დაიჯერე რომ ის უკვე შენია და მადლობა შესწირე უფალს ამისთვის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები