ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არკუსი
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2011


  ჩამოტვირთვა

სადმე თუ არის?!

მე ახლაც მახსოვს დასეტყვილი ძირძველი ოდა,
ბაღჩა და ვაზი, პაპის ცრემლით ნასათუთარი
დედა სამშობლოს ღვთისმშობელის სახით, რომ სცნობდა
სითბო და ცრემლი ასე ერთად სადმე თუ არის?!

მე მახსენდება დედას პური თონის გულმკერდზე,
ვაზის ცრემლები ნაწვალები დანაოფლები,
მე მახსენდება პაპის ცრემლი დროის უღელზე
და ჩემი მხარე, ნაწილი და ძველი სოფლები.

მე მაგონდება ნაზამთრალი ნახატი ბაღის,
ძველი ბუხარი სილაღე და ბავშვობის წლები,
არც ერთი მხარე სხვა ქვეყანა ოქროდ არა ღირს
და მეც ჩემს სოფლად, ჩემ დანგრეულ ოდაში ვწვები.

ნასახლარ კედლებს მივატირებ საკუთარ განცდას,
აკაფულ ვაზში დავიძინებ ვაზის სულივით,
მერე შევხედავ ანგელოზი თუ როგორ გამცდა
და დავიწვები, რეალობით როგორც უფსკრული.

მერე წამოვალ სამშობლოდან ქალაქის ყოფით,
კვლავ მივატოვებ მამა_პაპის დიდებულ სახლ-კარს,
დრო ჩამოკიდეს სამსჯავროზე თოკს დიდი ყულფით
და უკანასკნელს ჩემი ოდის ჰაერი დამკრავს,

მერე აღვიდგენ ჩამონგრეულ დასეტყვილ ოდას
გამახსენდება ბაღჩა ვაზი ნასათუთარი,
დედა სამშობლოს ღვთისმშობელის სახით, რომ სცნობდა
და მიანც ერთად სითბო ცრემლი სადმე თუ არის?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ემილი1999 ვულოცავთ დაბადების დღეს