ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2014


ნიცური ტრიოლეტი

მე ვარ შუაგულ ნიცაში და ივლისური ხვატი კანს
მირუჯავს, ელამუნება, კამასუტრაა ერთგვარი...
ზღვას თეთრი კვამლი აუდის, უბენედიქტო ვატიკანს,
მე ვარ შუაგულ ნიცაში და ივლისური ხვატი კანს
მირუჯავს, სასმელს ვუხამებ რივიერაზე "კალინკას",
ვერ დამირჩება ფხიზელი ვერცერთი გოგო, ვერც მთვარე;
მე ვარ შუაგულ ნიცაში და ივლისური ხვატი კანს
მირუჯავს, ელამუნება, კამასუტრაა ერთგვარი...
ასეთ დროს ჰქვია მისწრება კანაფს, გვიანი ენკენის,
ოდნავ წებოვანს, რომელიც რჩება გაცვარულ ნუნებთან;
მთვარემ პერანგად მოირგო ეს ბოთლი heineken-ის,
ასეთ დროს ჰქვია მისწრება კანაფს, გვიანი ენკენის,
მე მწვანე ბოთლში ვიხილე მთვარის უცნობი რენტგენი,
ყელში გაჩრილი რევერსი, ბოთლი, მთვარე და მონეტა...
ასეთ დროს ჰქვია მისწრება კანაფს, გვიანი ენკენის,
ოდნავ წებოვანს, რომელიც რჩება გაცვარულ ნუნებთან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები