ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
15 სექტემბერი, 2019


მოსვლა

ვერ მენატრები! ჰოდა მიკვირს ვერ მენატრები!
რადგან დავკარგე შენთან ყოფნის ყველა უნარი.
ახლა მე ვცხოვრობ, იმ ქალაქში, სადაც სანთლები
იწვიან მშრალად, უღმერთობით გაუგონარით.

ახლა მე გზა მაქვს, სადაც ბევრი შემომეცალა.
დაე მზად იყვნენ, ეყოლებათ ცრუ მეგობრები.
ადრე დრო იყო, როცა შენთვის მე არ მეცალა,
ახლა კი მარტის ფიფქებივით შენს თმას ვენდობი.

მე აღარ მიყვარს, რაც მიყვარდა არადა კარგი,
იყო მათ შორის უმეტესი და მოვიძულე.
ჩემთან მზე ჩადის დღეში სამჯერ, მზე სამჯერ ჩადის,
შენთან მოვედი მოჩვენებად, ვგრძნობ ვერ მიყურებ.

ეს ცა არ მინდა, ასე ლურჯი, ასე კრიალა.
უფრო ქუხილი მოუხდება ახლა ჩემს ყოფას.
ახლა მე ისე გაწყენინე, რომ მე კი არა,
შენ კაცთა მოდგმის ბოდიშიც კი ვეღარ გეყოფა.

რა სათქმელია, მით უმეტეს, ლექსში მარტივად,
რომ მივუყვები ქუჩას სადაც ღამემ მაგზავნა,
თუ მიიღებდი უჩემობას ასეთ პატივად,
ანდა ცხოვრების ბილიკებზე სამყოფ საგზალად,

ჩამოგეცლები! ვიტყუები ახლა ამ სიტყვებს.
ჩამოგეცლები, თუმცა არსად წამსვლელი არ ვარ.
ნუ განიხილავ იმ წარსულის ალტერნატივებს,
სადაც სარკეში, შენი სულის სარკეში მგავხარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები