ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
17 იანვარი, 2020


...(რა თოვლი მოვა...)

რა თოვლი მოვა, მზემ გადაიკრა
ცა ცხელ სხეულზე, როგორც ტყაპუჭი.
თოვლი არ მოვა, მაგრამ კარგი რა?!
ცას რომ ვუყუროთ, მაინც რა უჭირს?!

ზღვა აქ არა გვაქვს, ზღვამდე შორია.
ჩვენ გადავაგდოთ, მაინც კაუჭი.
თევზი არ მოვა, მაგრამ მგონია,
რომც არ მოვიდეს, მაინც რა უჭირს?!

მე აქ არა ვარ და აქ არც შენ ხარ,
გაგვიტეხია ჩვენი ნაჭუჭი,
ქარმა სხვადასხვა ტოტად გაგვტეხა
და ამ სიშორეს, მაინც რა უჭირს?!

მაგრამ მთავარი მაინც ისაა,
ხშირად ფიქრი, რომ ხმას ცრემლს გაუჭრის,
ხოდა რა უჭირს, შენ რომ გიყვარვარ?!
მეც რომ მიყვარხარ ხომ არა უჭირს?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები