ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წერტილი.
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2020


ჩვენი საუკუნის - ისტერიული - 'სიმახინჯის აშლილობა'

სილამაზის აყროლებული - მნიშვნელოვნობა პატარა ბავშვების ისტერიად იქცა,
სადაც მიზნად - სხვებზე გამორჩეულობის იდეით გაგიჟებულ ისტერიკას,
ვერდაკმაყოფილებული კრიტერიუმებით - თვითმკვლელი 'მახინჯების' - გასვენებაა.

ვერდალაიქებული სილამაზე და საკუთარი სხეულის ზიზღში გადასული სასოწარკვეთა - ცხოვრების აზრს კარგავს,
რადგანაც აქ - 'სიმახინჯეს' სიცოცხლის უფლება ჩამოართვეს.

სასწრაფოდ - პლასტიკური ოპერაცია გაუკეთეთ, ეუბნება
პოზიტივში აყროლებული ფსიქოლოგი მშობლებს -
თორემ თავს მოიკლავს !
სურვილები - გამოწვევადია იმ ფორმათა განმეორებით,
რაც მიჩნეულია 'მიმზიდველად'
დაპროგრამებულ გონებას კი ის უნდა - რაც - მის პროგრამაშია ჩაწერილი.

სხეული - არსებობის საშუალებაა ,
მაგრამ აქ - მატერია - ახარხარებულ შიზოფრენიად იქცა -
სულის გამოგლეჯვა - იმიჯში ჩაპატარავებულ - არსად.

შენ ხარ - გამოხატულება -
შენ ხარ - არტ - სტილ - გარდაცვალება
შენ ხარ - ის რადაც ქმნი თავს,
რომ ტაში დაგიკრან
და ყოველი შენი
დალაიქებული - არსებობა
ნეშომპალად გაქცევს.

მოკალი შენი თავი-როგორც პროდუქტი,
მოკალი შენი თავი - როგორც აყროლებული მატერია, რომელსაც დღითი დღე იმის მიხედვით ჯიჯგნი,
როგორც - მოდაშია,
მოკალი შენში - სურვილი - მოგიწონონ, ან მოგიწოვონ,
რადგანაც - ლიბიდოს სურვილებში ჩაყრილ მატერიას,
დაუკმაყოფილებელ სურვილთა სიგიჟე - აუცილებლად - შეგჭამს - სულო.

და სიმახინჯეს - საგალობელს ვუგალობებ,
გადამარჩინე სილამაზისგან -
გადამარჩინე მოწონებისგან
გადამარჩინე - ლაიქებისგან და ფოლოვერებისგან,
გადამარჩინე - გადამარჩინე - მატერიისგან.

ამინ - !

https://youtu.be/Fx8Dii0YsAU და ლოცვასავით მოუსმინე - რომ საკუთარი სხეულის ზიზღს - დაუპირისპირო - სულიერი - გათავისუფლება.

წერტილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები