ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიიც
ჟანრი: პროზა
5 თებერვალი, 2021


ფაიფურის ჯამბაზი

საახალწლო სამზადისში გართულს თაროდან ფაიფურის ჯამბაზი ჩამომიხტა და დაიმსხვრა, შემობრუნებამდე ვიგრძენი როგორ აკიაფდა ბაბუს თვალებში ცრემლი, მერე გამიღიმა და მთხოვა:- არ გადაყარო ჩემს ოთახში შემომიტანეო.
  გულში გამეღიმა, ეს საუკუნის ჯამბაზი დამტვერილი და სასაცილო რა ცრემლების ღირსიამეთქი, მაგრამ მომერიდა ბაბუს შევპასუხებოდი და ამიტომ ნამსხვრევები მის ოთახში შევიტანე.
რამოდენიმე საათმა ისე განვლო რომ არც ბაბუა გამხსენებია და არც ჯამბაზი………
საღამოს ბაბუს ოთახში შევიხედე, მინდოდა ჩვეულებისამებრ ტკბილი ძისი მესურვებინა მისთვის, ის კი ძველ სკივრზე იჯდა, ხელში ისევ ნამსხვრევები ეჭირა და მის აწყობას ცდილობდა…
-ესე გიყვარდა ბაბუ?ვეცდები ზუსტად ესეთი ვიპოვო და გიყიდო!-ვცადე მისი დამშვიდება, მან გამომხედა, თვალებში ცრემლი კიაფობდა
-ვერც ნივთს შეცვლის ადამიანი და ვერც ადამიანს…... ვერც წარსულს დაიბრუნებს ვერასდროს
- გინდა მიამბო რაიმე?-ვკითხე და მის კალთაში ჩავრგე თავი…
- ცირკი, ძალაინ ახლობელი იყო ჩემთვის!....
-არ მითხრა ეხლა რომ ჯამბაზი იყავი ახალგაზრდობაში, ეს წარმოუდგენელია ბაბუ.
- არა, მე არა ბაბუ მამაჩემი და ბავშვობა სწორედ ჯამბაზებთან, აკრობატებთან, ჟონგლიორებთან და ზოგადად ცირკთან ასოცირდება.
ეს ჯამბაზი რომ მაჩუქეს მაშინ 9 წლის გავხდი, კარგად მახსოვს ის საღამო, სტუმრების გაცილების შემდეგ საჩუქრების გახსნას შეუდექი, სხვადასხვა ფერადი სათამაშოები იყო, უცებ საჩუქრებში ორი ჯამბაზი ვიპოვე, ფერადები და სასაცილოები, მათ ხელი დავავლე და მამასთან გავიქეცი
-ნახე მამი რა მაჩუქეს?
-ეს რა არის?-იყო ღიმილიანი მამის პასუხი.
ჟამბაზები მამი, ნახე ორია ისე როგორც შენ და ჭოლა ბიძია, როგორც თქვენ იცინიც სულ ერთად იქნებიან, ამას ჩიპო დავარქვათ როგორც შენ, მეორეს კი ჭოლა….
მამამ ჭოლა ჯამბაზი გამომართვა,
ტელეფონის ზარმა გაგვაწყვეტია საუბარი, მამამ უპასუხა და ჯამბაზი ხელიდან გაუსხლტა, მუხლებზე დავეცი და ნამსხვრევების შეგროვება დავიწყე, როდესაც ავიხედე მამას თვალებში ცრემლი კიაფობდა. ცირკში მისი მეწყვილე გარდაცვლოდა, სწორედ ის ჭოლა, ჯამბაზი რომელიც ჩემს წინ დაიმსხვრა.
ოდესმე მდგარხარ  ცირკის სცენაზე? ჩაგიხედავს მაყურებლებისთვის თვალებში, გიგრძნია სიხარულის მოლოდინი მათ თვალებში? რაღაც ახლის და კარგის მოლოდინი? Pპატარების ანთებული მზერა, სასაცილო, გაწვრთნილი მაიმუნების ოხუნჯობა, აი ასეთი იყო ჩემი ბავშვობა.
არ ვიცი რატომ მოისურვა მამამ რომ ჭოლას დაკრძალვაზე წავეყვანე, მაგრამ რაც იქ ვნახე ცხოვლად დააჩნდა ჩემს გონებას, ამ ხნის კაცი ვარ და მსგავსი რამ არც მანმადე და არც მერე არ მინახავს და არც შემიგრძნია,
  ეს არ იყო დაკრძალვა, ეს რაღაც სხვა იყო, ყველაზე ნათლად ერთი კადრი ტივტივებს ეხლა ჩემს მეხსიერებაში, ეზოში  ბევრი ხალხი ირევა, ისე როგორც საცირკო წარმოდგენის წინ ხდებოდა ხოლმე, ყველა ცრემლიანია და ხელებს იფარებს  თვალებზე, იმ თვალებზე საიდანაც გამოსჭვივის მოლოდინი, რისი მოლოდინი? ჭოლას ნახვის მოლოდინი, ამიტომაც კიბეებისკენ არის მიმართული ყველას მზერა, მუსიკოსები “სოფელოს” უკრავენ, და მეორდება სცენა რომელიც წლების განმავლობაში უცვლელი იყო და რომელსაც ჩვეული იყო ის...
ის გამოვიდა, წარდგა თაყვანისმცემლების და ახლობლების წინაშე, მაგრამ მის გამოსვლას ტაში და ღიმილი არ მოჰყოლია, უფრო მეტი ცრემლი და ტკივილი მოიტანა, სიჩუმე მოიტანა, მაგრამ მდუმარება არა, მამას გავხედე კუთხეში იდგა და ტიროდა, პირველად დაუკანასკნელად ვნახე მაშინ მტირალი მამა.
ჩუმი პროცესია მიაცილებდა სამუდამო განსასვენებლამდე,მხოლოდ “სოფელოს” მელოდია ისმოდა, მაგრამ ის არ ცეკვავდა, არ ცეკვავდა ისე როგორც ადრე სჩვეოდა, იყო ბევრი ცრემლი და გამოსათხოვარი სიტყვა, იარაღის გასროლა ჩასვენების მომენტში.
როდესაც სახლში დავბრუნდით მამამ სკივრი გადმოიღო, თავისი ყველა საცირკო აქსესუარი იქ ჩააწყო და მე გადმომცა,
- შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ, დღეს ყველაფერი შენი თვალით ნახე და დასკვნების გაკეთებაც შენთვის მომინდია, ეხლა კი ერთ დავალებას მოგცემ და კარგად მომისმინე, შეინახე ეს ნივთები და გაუფრთხილდი მას, იცოდე ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ადამიანები რომლებიც ეპოქას ქმნიან, შემდეგ კი ჩუმად გაიხურავენ კარს და მარადისობაში სახლდებიან, ესეთი იყო ჭოლა და მე უფლება არ მაქვს  და არც შემიძლია მის გარეშე სცენაზე დოგმა, მისი სიკვდილით ჩემში ერთი ნაწილი მოკვდა, საუკეთესო ნაწილი. სცენის და მისი სიყვარული კი სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში,გახსოვდეს ამ სკივრში ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები ინახება.
მამამ მართლაც გულში ჩამარხა ის წლები, შეიცვალა საცხოვრებელი ადგილიც და პროფესიაც, ეხლა ვხვდები ეს იყო მისი პროტესტი ცხოვრებისადმი.
- მე იმდენად სუსტი აღმოვჩნდი რომ დღემდე ვერ გავბედე ამ სკივრის გახსნა, დღემდე ვინახავ როგორც ჩემი ცხოვრების განუყოფელ განძს, ვუფრთხილდები, მაგრამ მასთან შეხვედრას კი გავურბივარ.
- შეიძლება სკივრი გავხსნა?- ვკითხე ბაბუს და თან ცრემლი მოვიწმინდე, ბაბუ წამოდგა და სკივრი წინ გამოსწია,
-დროა შვილო!.... დღეს ცალად შერჩენილი ფაიფურის ჯამბაზიც გატყდა, ხვალ თუ ზეგ მეც დავემშვიდობები სამყაროს და ეს ამბავიც წარსულს ჩაბარდება, ისე რომ იცოდე ბაბუ ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი არ ხდება, სწორედ შემთხვევითობაა ყველაზე დიდი კანონზომიერება. ეხლა კი გახსენი შვილო, გახსენი.
  ეს სკივრი ბაბუას ოთახში იდგა ყოველთვის რაც ჩემი მახოვრობა იწყება, რამდენ რამეს წარმოვიდგენდი ხოლმე იქ, ხან ფულს, ხან იარაღს, ხან წიგნებს, ბაბუას ანდერძსა თუ განძის რუკასაც კი, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ იქ ჯამბაზის ასეთი  ლამაზი ფორმა და აქსესუარები იმალებოდა.
ბაბუამ ფორმა გულში ჩაიკრა და აქვითინდა, წითელი ცხვირები იატაკზე გაიბნა, ჯადოსნური სასტვენი და ფერადი ბურთებიც მიმოიფანტნენ, ყუთში კოვზების მთელი აცმა იდო, ნეტევ ის რას ნიშნავდა? ძალიან მაინტერესებდა მაგრამ ბაბუასთვის ამის კითხვა ვერ გავბედე.
- რა მაგარია!- მხოლოდ ეს აღმომხდა.
- - მაგარი? შენ ჩემი მამა და ჭოლა უნდა გენახა სცენაზე რა მაგარი იყო, მაგრამ ეს დღეს მხოლოდ ჩემს მეხსიერებაშია და ჩემთან ერთად მოკვდება, ან იქნებ კიდევ არის შემორჩენილი ვინმე ცოცხალი ვისაც ისინი სცენაზე უნახავს, იქნებ, მაგრამ ისინი ვერასოდეს წარმოიდგენენ როგორ დაასრულეს ჩიპომ და ჭოლამ თავისი ცხოვრება.
- ბაბუა ფიქრებში ჩაიძირა, ფიქრებში გავერთე მეც, არ ვიცი ვიყიდო თუ არა ცირკის ბილეთები და დავპატიჟო ბაბუ, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი აუცილებლად ვიყიდი ორ ფაიფურის ჯამბაზს და აუცილებლად დავარქმევ ჩიპოს და ჭოლას რათა შემდეგ ჩემს შვილიშვილებს მოუყვე მათი მეგობრობის ამბავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები