გუშინ ბრაზილიური სერიალის 23-ე სერია გადიოდა, თუმცა იგი სულაც არ გავდა სხვა სერიალებს, არ გავდა ... ვერ გადავრთე ... მხოლოდ 23-ე სერიაში აღმოვაჩინე, რომ გოგონა, რომელიც მთავარ გმირს თამაშობდა, მე ვიყავი.... ... გუშინ მანქანა წუილით შემოვარდა "ჩელუსკინელების" ხიდზე, "ჰაუსი" ბოლო ხმაზე გუგუნებდა. სერიალის მთავარი გმირი მანქანიდან გადმოვიდა და მოაჯირს მიუახლოვდა, ეს ხიდი მაშინ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მისთვის, იგი იყო ერთადერთი ხსნა, ხსნა რეალობისგან. გოგონა შიშველი ფეხით შეეხო ცივ მოაჯირს და მის მეორე მხარეს აღმოჩნდა ... გუშინ მტკვარი ისეთი დინჯი იყო, როგორც ყოველთვის, ისევ მშვიდად იტანდა მის ბედს, იგი ახლაც წყნარად ელოდა, ელოდა მორიგი სერიალის მორიგ გმირს... ... გულის ფეთქვა ცოტათი უსწრებდა "ჰაუსის" რიტმებს, გოგონამ ბოლოჯერ შეავლო თვალი განვლილ ცხოვრებას, რომელიც მხოლოდ 23 სერიისაგან შედგებოდა და გაფრინდა... ... ყურებმა წუილი დაიწყო, ჰაერი დაუნდობლად ეხეთქებოდა მის სხეულს, თმებს უწეწავდა და კაბას უფრიალებდა... იგი მიფრინავდა, უკან რჩებოდა წარსული და ყველა ჭუჭყი, "ჰაუსის" გუგუნიც აღარ ისმოდა ... მერე შავი, იდუმალი მასა შემოეკრო, ყინულივით ცივი, სხეულის ყველა ნაწილი ბოლოჯერ შეიგრძნო და მოეშვა, თვალები გაახილა, თუმცა უკვე აღარაფერი ჩანდა... ღმერთო, რა მშვენიერი იყო იგი ამ წუთებში, ისეთი როგორც არასდროს... ... სერიალის გმირს პატარა შვილი ყავდა, 4 წლის "გიო", იგი ამაოდ ელოდებოდა იმ დღეს თავის დედიკოს... მერე ალბათ გაიგებდა, რომ დედა გაფრინდა ... "გიო" ბაღში წავიდოდა მეორე დღეს და თავის მეგობარ "მარიამს" თავის გასაჭირს გაუზიარებდა, კითხავდა, შენ ხომ არ იცი, რატომ გაფრინდა ჩემი დედიკოო, "მარიამი" მას გაუაზრებლად უპასუხებდა ყურში ჩაბეჭდილ სიტყვებს : "იმიტომ რომ მან ჩემი მამიკო წაართვა დედიკოს" ... ... არავინ ეტყოდა პატარა "გიოს", რომ "მარიამის" მამიკო უბრალოდ ყველაზე დიდი ნაგავი იყო იმ დიდ "ბუნკერში", რომელშიც ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ, არავინ ეტყოდა, რომ მამიკომ ვერ აიტანა ბუნკერში უმანკო ყვავილი ზედ რომ არ უყურებდა და მის მყრალ სუნს მორიდებულად გაურბოდა, ვერ აიტანეს ყვავილის სუნი ვერც მის გვერდზე დაყრილმა ნაგვებმა - ყვავილის ყველას შურდა, მას ხომ ყველაფერი ქონდა ბედნიერებისთვის, თუმცა ვერავინ ხვდებოდა, რომ ყვავილი "ბუნკერში" ვერასოდეს იქნებოდა ბედნიერი, "ბუნკერში", რომელიც მას 23-ე სერიამდე მწვანე მინდორი ეგონა ... ... ყვავილი ნაგვად არ იქცა, იგი უბრალოდ ნაადრევად დაჭკნა... ... "გიო" დაიბნა, ვერ გაიგო რა მოხდა, რატომ გაფრინდა დედიკო... ... 23-ე სერია მთავარი გმირის სიტყვებით დასრულდა: ... "გიო" , მაპატიე დე, მაპატიე ... ვერ გავბედე, გუშინ "ჩელუსკინელების" ხიდიდან შენთან ერთად გავფრენილიყავი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
56. ნამდვილად მძიმეა :( ბავშვების სახელები ბრჭყალებში რატომ არის ვერ მივხვდი, მრავალწერტინების სიმრავლეც ცუდად მოხვდა თვალს :) წარმატებები ავტორს! ნამდვილად მძიმეა :( ბავშვების სახელები ბრჭყალებში რატომ არის ვერ მივხვდი, მრავალწერტინების სიმრავლეც ცუდად მოხვდა თვალს :) წარმატებები ავტორს!
55. მძიმე წასაკითხია,აზრი გასაგები,თუმცა ცოტა არეული... მხატვრულ ღირებულებებზე თუ ვიმსჯელებთ ეს პროზას არ გავს,უფრო ავტობიოგრაფიაა და მესმის რომ ავტორისათვის ძვირფასია,მაგრამ მე არ მომწონს და მაპატიე... მძიმე წასაკითხია,აზრი გასაგები,თუმცა ცოტა არეული... მხატვრულ ღირებულებებზე თუ ვიმსჯელებთ ეს პროზას არ გავს,უფრო ავტობიოგრაფიაა და მესმის რომ ავტორისათვის ძვირფასია,მაგრამ მე არ მომწონს და მაპატიე...
54. გიო ...ხოო... გიო ...ხოო...
53. ეს განწყობა აქვს :( ეს განწყობა აქვს :(
52. მომენატრე....სევდიანია მომენატრე....სევდიანია
51. უიუიუიუიუიუ :| არ მომწონს ესეთები :( ხანდახან როგორ ვერ ვიტან კაცებს ! :| >:P უიუიუიუიუიუ :| არ მომწონს ესეთები :( ხანდახან როგორ ვერ ვიტან კაცებს ! :| >:P
50. 5555555555555 :( 5555555555555 :(
49. ძალიან მძიმე წასაკითხია. მომწონს ძალიან მძიმე წასაკითხია. მომწონს
48. 5. უკომენტაროდ 5. უკომენტაროდ
47. ლაკი, გამეცინა შენს კომენტარზე, მაგრამ ,სამწუხაროდ, უნდა დაგეთანხმო :(
არის ზოგიერთი "თამაში", რომელიც არ უნდა ითამაშო :) ლაკი, გამეცინა შენს კომენტარზე, მაგრამ ,სამწუხაროდ, უნდა დაგეთანხმო :(
არის ზოგიერთი "თამაში", რომელიც არ უნდა ითამაშო :)
46. მომწონს............... მომწონს...............
45. ..."მხოლოდ 23-ე სერიაში აღმოვაჩინე, რომ გოგონა, რომელიც მთავარ გმირს თ ა მ ა შ ო ბ დ ა"..... ნუ ითამაშებ ასეთ თამაშს ნურასოდეს... მაპატიე.... :) ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ : სერიალების მოყვარულებს ჩამოართვით ტელევიზორები!!!!
და მაინც უმაღლეს ქულას დაგიწერდი რომ შემეძლოს. ..."მხოლოდ 23-ე სერიაში აღმოვაჩინე, რომ გოგონა, რომელიც მთავარ გმირს თ ა მ ა შ ო ბ დ ა"..... ნუ ითამაშებ ასეთ თამაშს ნურასოდეს... მაპატიე.... :) ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ : სერიალების მოყვარულებს ჩამოართვით ტელევიზორები!!!!
და მაინც უმაღლეს ქულას დაგიწერდი რომ შემეძლოს.
43. აი ეს სულ სხვაა მომეწონააააა+2 აი ეს სულ სხვაა მომეწონააააა+2
41. პროზაააა ააა პროზაააა ააა
40. არ წამიკითხავს, პროზას არ ვკითხულობ... მაგრამ რომ არ მეთქვა არ შემეძლო..რატომ ხარ უსაშველოდ ირონიული? :) რავიცი..თუმცა რატომ გეკითხები.. :):) არ წამიკითხავს, პროზას არ ვკითხულობ... მაგრამ რომ არ მეთქვა არ შემეძლო..რატომ ხარ უსაშველოდ ირონიული? :) რავიცი..თუმცა რატომ გეკითხები.. :):)
39. "ბუნკერში", რომელიც მას 23-ე სერიამდე მწვანე მინდორი ეგონა ...
კარგია... "ბუნკერში", რომელიც მას 23-ე სერიამდე მწვანე მინდორი ეგონა ...
კარგია...
38. შენმა ჩემთან დატოვებულმა თბილმა კომენტარებმა შემომიყვანა, მაგრამ ბევრად დიდი ასაკის მეგონე :) მომეწონა შენი მცირე პროზა, კარგი გოგო ჩანხარ და ვეცდები (როგორც მოვახერხებ) თვალი ვადევნო შენს ნაწერებს :) შენმა ჩემთან დატოვებულმა თბილმა კომენტარებმა შემომიყვანა, მაგრამ ბევრად დიდი ასაკის მეგონე :) მომეწონა შენი მცირე პროზა, კარგი გოგო ჩანხარ და ვეცდები (როგორც მოვახერხებ) თვალი ვადევნო შენს ნაწერებს :)
37. ბრაზილიური საპნის ოპერა! არა და თხრობის მანერა ნამდვილად შესანიშნავია! ბრაზილიური საპნის ოპერა! არა და თხრობის მანერა ნამდვილად შესანიშნავია!
35. საინტერესოა :) მომეწონა საინტერესოა :) მომეწონა
33. არავინ ეტყოდა პატარა "გიოს", რომ "მარიამის" მამიკო უბრალოდ ყველაზე დიდი ნაგავი იყო იმ დიდ "ბუნკერში", რომელშიც ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ, არავინ ეტყოდა, რომ მამიკომ ვერ აიტანა ბუნკერში უმანკო ყვავილი ზედ რომ არ უყურებდა და მის მყრალ სუნს მორიდებულად გაურბოდა" ;(;(;( გაიხარე თათ... არავინ ეტყოდა პატარა "გიოს", რომ "მარიამის" მამიკო უბრალოდ ყველაზე დიდი ნაგავი იყო იმ დიდ "ბუნკერში", რომელშიც ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ, არავინ ეტყოდა, რომ მამიკომ ვერ აიტანა ბუნკერში უმანკო ყვავილი ზედ რომ არ უყურებდა და მის მყრალ სუნს მორიდებულად გაურბოდა" ;(;(;( გაიხარე თათ...
32. ტრაგიკული ფინალი! მაგრამ გაქცევა არის გამოსავალი? - საკითხავი აი, ეს არის. ტრაგიკული ფინალი! მაგრამ გაქცევა არის გამოსავალი? - საკითხავი აი, ეს არის.
31. ყვავილი ზედ რომ არ უყურებდა და მის მყრალ სუნს... ლამაზი სევდა:| ძალიან მომეწონა :)
ყვავილი ზედ რომ არ უყურებდა და მის მყრალ სუნს... ლამაზი სევდა:| ძალიან მომეწონა :)
28. ყვავილი "ბუნკერში" ვერასოდეს იქნებოდა ბედნიერი <== ჩემი მაქსიმუმი შენ :) ყვავილი "ბუნკერში" ვერასოდეს იქნებოდა ბედნიერი <== ჩემი მაქსიმუმი შენ :)
27. ვერ აიტანეს ყვავილის სუნი ვერც მის გვერდზე დაყრილმა ნაგვებმა - ყვავილის ყველას შურდა :) კარგია :) ვერ აიტანეს ყვავილის სუნი ვერც მის გვერდზე დაყრილმა ნაგვებმა - ყვავილის ყველას შურდა :) კარგია :)
26. წარმატებას გისურვებ!!! წარმატებას გისურვებ!!!
23. 55555555555555555 55555555555555555
21. რა ლამაზი ხარ თათ? რა ლამაზი ხარ თათ?
20. აუ როგორ მინდა ადნაკლასნიკების სმაილიკები ბევრ-ბერვ კოცნებს დავკრიდი :) P.S. მპუაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა აუ როგორ მინდა ადნაკლასნიკების სმაილიკები ბევრ-ბერვ კოცნებს დავკრიდი :) P.S. მპუაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
19. მადლობა ყველას :)
მაპატიეთ მძიმე განწყობისთვის, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის, რომ ეს რეალობაა :( მადლობა ყველას :)
მაპატიეთ მძიმე განწყობისთვის, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის, რომ ეს რეალობაა :(
18. შემძრა... :-* შემძრა... :-*
17. ..."გიო",მაპატიე დე, მაპატიე...ვერ გავბედე,გუშინ "ცელუსკინელების" ხიდიდან შებნთან ერთად გავფრენილიყავი... ..."გიო",მაპატიე დე, მაპატიე...ვერ გავბედე,გუშინ "ცელუსკინელების" ხიდიდან შებნთან ერთად გავფრენილიყავი...
16. ძალიან მძიმეა და კარგი:) ძალიან მძიმეა და კარგი:)
15. და შენ იცი, რომ ასეთი რამ ნამდვილად მოხდა? ბორჯომში ქალი გადახტა ხიდიდან მტკვარში, ორ ბავშვთან ერთად. მაგრამ იქ ქალი გადარჩა და ბავშვები კი - მტკვარმა წაართვა და დაახრჩო! ეს ყველაფერი ამ ქალის ქმრის გამო მოხდა, - ღალატი ვერ აპატია ქალმა! თამარ ბუკია |ამაზე მოგწერე თათ :)
და შენ იცი, რომ ასეთი რამ ნამდვილად მოხდა? ბორჯომში ქალი გადახტა ხიდიდან მტკვარში, ორ ბავშვთან ერთად. მაგრამ იქ ქალი გადარჩა და ბავშვები კი - მტკვარმა წაართვა და დაახრჩო! ეს ყველაფერი ამ ქალის ქმრის გამო მოხდა, - ღალატი ვერ აპატია ქალმა! თამარ ბუკია |ამაზე მოგწერე თათ :)
14. ქმრის ღალატის გამო არ გაფრენილა, მას ცილი დასწამეს, რომ მარიამის მამიკო წაართვა მის დედიკოს :(
რა იყო, ბრაზილიურ სერიალებს არ უყურებთ? :) ქმრის ღალატის გამო არ გაფრენილა, მას ცილი დასწამეს, რომ მარიამის მამიკო წაართვა მის დედიკოს :(
რა იყო, ბრაზილიურ სერიალებს არ უყურებთ? :)
13. ნაპერწკალს - "მაგ ქალის" საქციელს გამართლება აქვს და ამას გაქცევა ქვია სახელად.
პ. ს. "გაფრენასთან" დაკავშირებით, ეს უბრალოდ "მაგ ქალის" სურვილი იყო,
რასაც იმ წამებში გრძნობდა და ისე რომ არ გაფრენილა ხო ფაქტია,
მერე ჩანახატს ვინ დაწერდა?! :) ნაპერწკალს - "მაგ ქალის" საქციელს გამართლება აქვს და ამას გაქცევა ქვია სახელად.
პ. ს. "გაფრენასთან" დაკავშირებით, ეს უბრალოდ "მაგ ქალის" სურვილი იყო,
რასაც იმ წამებში გრძნობდა და ისე რომ არ გაფრენილა ხო ფაქტია,
მერე ჩანახატს ვინ დაწერდა?! :)
12. ერთო ხონაშვილი-ეს რა დამიწერია,მე შეჩვენებულს :( ლიკკ, არ გეწყინოს ხო ;;) ? კლავიატურის ბრალია ...ლიკა ოხანაშვილი მყავდა მხედველობაში... ერთო ხონაშვილი-ეს რა დამიწერია,მე შეჩვენებულს :( ლიკკ, არ გეწყინოს ხო ;;) ? კლავიატურის ბრალია ...ლიკა ოხანაშვილი მყავდა მხედველობაში...
11. ოოოო :(( ერთო ხონაშვილი მიწეწავდა სულს მსგავსი პროზით ,თათ შენც :( ბოლო ფრაზაზ სიცივემ დამიარა.... თამარ,და გამართლება აქვს მაგ ქალის საქციელს? :( თვითმკველოებას ყველაზე ადვილ გამოსავლად რატომ თვლიან ვერ ვხვდები ხოლმე ... :(
ოოოო :(( ერთო ხონაშვილი მიწეწავდა სულს მსგავსი პროზით ,თათ შენც :( ბოლო ფრაზაზ სიცივემ დამიარა.... თამარ,და გამართლება აქვს მაგ ქალის საქციელს? :( თვითმკველოებას ყველაზე ადვილ გამოსავლად რატომ თვლიან ვერ ვხვდები ხოლმე ... :(
10. და შენ იცი, რომ ასეთი რამ ნამდვილად მოხდა? ბორჯომში ქალი გადახტა ხიდიდან მტკვარში, ორ ბავშვთან ერთად. მაგრამ იქ ქალი გადარჩა და ბავშვები კი - მტკვარმა წაართვა და დაახრჩო! ეს ყველაფერი ამ ქალის ქმრის გამო მოხდა, - ღალატი ვერ აპატია ქალმა! :( და შენ იცი, რომ ასეთი რამ ნამდვილად მოხდა? ბორჯომში ქალი გადახტა ხიდიდან მტკვარში, ორ ბავშვთან ერთად. მაგრამ იქ ქალი გადარჩა და ბავშვები კი - მტკვარმა წაართვა და დაახრჩო! ეს ყველაფერი ამ ქალის ქმრის გამო მოხდა, - ღალატი ვერ აპატია ქალმა! :(
9. ხო, ეს გუშინ წავიკითხე და არ დამიკომენტარებია....ან რა უნდა ვთქვა?:( ხო, ეს გუშინ წავიკითხე და არ დამიკომენტარებია....ან რა უნდა ვთქვა?:(
8. არავითარი პლაგიატობა თათა თემისი,:) ყველას ხომ თავისი ასაფრენი ბილიკი აქვს:) მპუაააა შენ! არავითარი პლაგიატობა თათა თემისი,:) ყველას ხომ თავისი ასაფრენი ბილიკი აქვს:) მპუაააა შენ!
7. "გიო" , მაპატიე დე, მაპატიე ... ვერ გავბედე, გუშინ "ჩელუსკინელების" ხიდიდან შენთან ერთად გავფრენილიყავი... არ ვიცი,მართლა არ ვიცი რატომ მომეწონა,მაგრამ მომეწონა კი ;) "გიო" , მაპატიე დე, მაპატიე ... ვერ გავბედე, გუშინ "ჩელუსკინელების" ხიდიდან შენთან ერთად გავფრენილიყავი... არ ვიცი,მართლა არ ვიცი რატომ მომეწონა,მაგრამ მომეწონა კი ;)
6. "მამიკო უბრალოდ ყველაზე დიდი ნაგავი იყო დიდ "ბუნკერში"" - უკომენტაროდ :) "მამიკო უბრალოდ ყველაზე დიდი ნაგავი იყო დიდ "ბუნკერში"" - უკომენტაროდ :)
5. მაიმასკო_1. - იმედია "გაფრენას" პლაგიატობაში არ ჩამომართმევ, არადა აშკარად იგრძნობა გავლენა :) რა ვქნა, მეც მომინდა "გაფრენა" :( მპუა შენ! მაიმასკო_1. - იმედია "გაფრენას" პლაგიატობაში არ ჩამომართმევ, არადა აშკარად იგრძნობა გავლენა :) რა ვქნა, მეც მომინდა "გაფრენა" :( მპუა შენ!
4. "გიო" , მაპატიე დე, მაპატიე სევდიანია... "გიო" , მაპატიე დე, მაპატიე სევდიანია...
3. სწორია,ნაგვად ქცევას ნამდვილად დაჭკნობა სჯობს. სწორია,ნაგვად ქცევას ნამდვილად დაჭკნობა სჯობს.
2. ეს ''სერია'' მგონი ასაკი უნდა იყოს...
სევდიანი თხრობაა. ეს ``სერია`` მგონი ასაკი უნდა იყოს...
სევდიანი თხრობაა.
1. შენ მოგიკვდიი მეეე:) შენ მოგიკვდიი მეეე:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|