ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემო
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2010


სიყვარულო გაღიარებ როგორც შიზოფრენია!

გრძნობისა და ემოციის
უდიდესო გენია,
სიყვარულო გაღიარებ
როგორც შიზოფრენია!
შენ ჩემს გულში დაიკავე
საპატიო ადგილი,
ვატყობ, შენი მასპინძლობა,
არ იქნება ადვილი.
სულში უკვე გამითელე
ეკლიანი საზღვრები,
საკუთარით შემიცვალე
ჩემეული აზრები.
სანამ სულმთლად დამაბრმავებ
ფიქრებს გადავაფასებ,
მერე კვალში ჩავუდგები
შენსკენ მავალ ათასებს...
გრძნობისა და ემოციის
უდიდესო გენია,
სიყვარულო გაღიარებ
როგორც შიზოფრენია!

...........................................................

ისევ ისე დავღიღინებ, უსმენოდ და ურიტმოდ,
ეს ერთი და აწი ბევრი, მოგეძღვნება ურითმო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები