მზესუმზირები
ნინოს
"ჭეშმარიტება ოცნებაშია" - ბექა აბუთიძე
ვინსენტ, თუ გაფიქრებაც ცოდვაა, მაშინ იგივე გაფიქრება მადლიც ყოფილა და მიხარია, რომ დღეს შემეცოდა კაცი, რომელსაც ავადმყოფი შვილი ჰყავს და მე მხოლოდ გავიფიქრე - დავხმარებოდი. შენ არ იცნობ ამ კაცს. შენ არც იმ კაცს იცნობ, მახვილგონიერ იდალგოს, დონ კიხოტს რომ ჰგავს და შუბლზე ქარის წისქვილები ადგას. ყველას ვეუბნები და არავის სჯერა. არ სჯერათ იმიტომ, რომ სერვანტესი მკვდარია და თუ მოინდომეს არც მისი საფლავის ნახვა გაუჭირდებათ. მე არ მჯერა საფლავების, ვინსენტ. მე განახებ კაცს, რომელიც დონ კიხოტს ჰგავს, რომლის იდეალებიც განუხორციელებელია და მიუხედავად იმისა, რომ ის სასაცილო მდგომარეობაშია, მას შუბლზე ქარის წისქვილები ადგას, წისქვილები ტრიალებენ და ამ წისქვილების მოძრაობის გამოა, რომ კაცობრიობა ვითარდება. მე არც ის მჯერა, ვინსენტ, რომ ამბობენ სიყვარული არ არსებობსო, რადგან ეს რომ სიმართლე იყოს, გალაკტიონის "მესაფლავე" ჩემი საყვარელი ნაწერი იქნებოდა, ახლა კი - პირიქითაა და დედაჩემიც 26-ე წელია მინებზე ტოვებს თვალებს, როცა მთვრალი მამაჩემი აგვიანებს სახლში მოსვლას და დედა ასეთ დროს გვეუბნება ხოლმე, რომ არავის და არაფერს უნდა შევეჩვიოთ, რომ მხოლოდ უნდა გვიყვარდეს ყველა და ყველაფერი. მე დედაჩემის მოუსვენრობა მიყვარს ამ დროს, ვინსენტ, ყველაზე და ყველაფერზე მეტად, რადგან ეს მოუსვენრობა მგონია ღმერთი. ჰო, ვინსენტ, ასე მარტივად არის ყველაფერი, ჩვენ კი, მთელი ცხოვრებაა ვცდილობთ გავრთულდეთ და თუ ეს არ გამოგვდის, მხოლოდ იმიტომ, რომ მე და შენ გენიოსები ვართ. ნუ გეღიმება, ვინსენტ, ეს ლექსი დიდ იაპონელს წავაკითხე წუხელ და პირველი სიტყვები, რაც თქვა, ის იყო, რომ ეს ნაწერი ზედმიწევნით ჰგავს ყურწაჭრილ ჰოლანდიელს, რომელსაც კბილებში გრძელი ჩიბუხი აქვს გაჩრილი და სწორედ ასეთს ხედავდა მას წყვდიადში. საბოლოოდ შენ მინდა გითხრა რაღაც, ვინსენტ, ჩემი არა, წარსულისმეტყველის, სულიერი კარიერისტის, ფორთოხლისგულიანთა რასის უკანასკნელი წარმომადგენლის სიტყვები - ჭეშმარიტება ოცნებაშია!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
101. მართლაც კარგი ლექსია,ცოტა ამბოხებულიც მართლაც კარგი ლექსია,ცოტა ამბოხებულიც
100. კარგია ............ კარგია ............
99. ქრისტე აღსდგა!
მომენატრა ეს ლექსი, ნიკ...და 125 ქულა შევწირე ამ კომენტარს:)
გაკოცე შუბლზე. ქრისტე აღსდგა!
მომენატრა ეს ლექსი, ნიკ...და 125 ქულა შევწირე ამ კომენტარს:)
გაკოცე შუბლზე.
98. როგორ მოვინატრე შენი ლექსეეებიიი...სადა ხარ,ადამიანო,სად არიან შენი ჩვილი ლექსები? რა იყო,განა მარტო შენია შენები? შენი მაშინაა სანამ ფეხს აიდგამენ და მერე ჩვენი, ლექსის ნატერფალები... თუ გაქვთ ახალი,მოგვიტანეთ რა იქნება,ა? თორე,შენლექსებმონატრებული,ამათ შემოვუარე,და ვკითხულობ ისევ დილიდან... :)
"თუ გაფიქრებაც ცოდვაა, მაშინ იგივე გაფიქრება მადლიც ყოფილა"
როგორ მოვინატრე შენი ლექსეეებიიი...სადა ხარ,ადამიანო,სად არიან შენი ჩვილი ლექსები? რა იყო,განა მარტო შენია შენები? შენი მაშინაა სანამ ფეხს აიდგამენ და მერე ჩვენი, ლექსის ნატერფალები... თუ გაქვთ ახალი,მოგვიტანეთ რა იქნება,ა? თორე,შენლექსებმონატრებული,ამათ შემოვუარე,და ვკითხულობ ისევ დილიდან... :)
"თუ გაფიქრებაც ცოდვაა, მაშინ იგივე გაფიქრება მადლიც ყოფილა"
97. როგორ მოვინატრე შენი ლექსეეებიიი...სადა ხარ,ადამიანო,სად არიან შენი ჩვილი ლექსები? რა იყო,განა მარტო შენია შენები? შენი მაშინაა სანამ ფეხს აიდგამენ და მერე ჩვენი, ლექსის ნატერფალები... თუ გაქვთ ახალი,მოგვიტანეთ რა იქნება,ა? თორე,შენლექსებმონატრებული,ამათ შემოვუარე,და ვკითხულობ ისევ დილიდან... :)
"თუ გაფიქრებაც ცოდვაა, მაშინ იგივე გაფიქრება მადლიც ყოფილა"
როგორ მოვინატრე შენი ლექსეეებიიი...სადა ხარ,ადამიანო,სად არიან შენი ჩვილი ლექსები? რა იყო,განა მარტო შენია შენები? შენი მაშინაა სანამ ფეხს აიდგამენ და მერე ჩვენი, ლექსის ნატერფალები... თუ გაქვთ ახალი,მოგვიტანეთ რა იქნება,ა? თორე,შენლექსებმონატრებული,ამათ შემოვუარე,და ვკითხულობ ისევ დილიდან... :)
"თუ გაფიქრებაც ცოდვაა, მაშინ იგივე გაფიქრება მადლიც ყოფილა"
96. როგორ მოვინატრე შენი ლექსეეებიიი...სადა ხარ,ადამიანო,სად არიან შენი ჩვილი ლექსები? რა იყო,განა მარტო შენია შენები? შენი მაშინაა სანამ ფეხს აიდგამენ და მერე ჩვენი, ლექსის ნატერფალები... თუ გაქვთ ახალი,მოგვიტანეთ რა იქნება,ა? თორე,შენლექსებმონატრებული,ამათ შემოვუარე,და ვკითხულობ ისევ დილიდან... :)
"თუ გაფიქრებაც ცოდვაა, მაშინ იგივე გაფიქრება მადლიც ყოფილა"
როგორ მოვინატრე შენი ლექსეეებიიი...სადა ხარ,ადამიანო,სად არიან შენი ჩვილი ლექსები? რა იყო,განა მარტო შენია შენები? შენი მაშინაა სანამ ფეხს აიდგამენ და მერე ჩვენი, ლექსის ნატერფალები... თუ გაქვთ ახალი,მოგვიტანეთ რა იქნება,ა? თორე,შენლექსებმონატრებული,ამათ შემოვუარე,და ვკითხულობ ისევ დილიდან... :)
"თუ გაფიქრებაც ცოდვაა, მაშინ იგივე გაფიქრება მადლიც ყოფილა"
95. ძალიან მოეწონა არტემიდას5++++++++++++++++ ძალიან მოეწონა არტემიდას5++++++++++++++++
94. რაღაც საოცრად განსხვავებული გამწყობა ჩამიყტოვა ახლა ამ ლექსმა, რომელიც კარგა ხანს გამყვება, როგორც ინპრესიონისტების ნახატი:) რაღაც საოცრად განსხვავებული გამწყობა ჩამიყტოვა ახლა ამ ლექსმა, რომელიც კარგა ხანს გამყვება, როგორც ინპრესიონისტების ნახატი:)
93. შესაშური თავისუფლების მატარებელი გახლდათ ,,ყურწაჭრილი,,... მგონი კარგად მემის თქვენი:) შესაშური თავისუფლების მატარებელი გახლდათ ,,ყურწაჭრილი,,... მგონი კარგად მემის თქვენი:)
92. ძლიერი ლექსი
ძლიერი ლექსი
90. არაჩვეულებრივი მიძღვნაა. არაჩვეულებრივი მიძღვნაა.
89. მაგარი კაცი ხარ შენ დამბურძგლა სულ მაგარი კაცი ხარ შენ დამბურძგლა სულ
88. ჭეშმარიტება ოცნებაშია! ჭეშმარიტება ოცნებაშია!
87. ისევ თავიდან გადავხედე კომენტარებს...ვერლიბრი არ ვიცი რა არის, მაგრამ... ალბათ ამიტომაა რომ ვერ აღვიქვი = ) ) ) მე მაპატიეთ = ) ისევ თავიდან გადავხედე კომენტარებს...ვერლიბრი არ ვიცი რა არის, მაგრამ... ალბათ ამიტომაა რომ ვერ აღვიქვი = ) ) ) მე მაპატიეთ = )
86. ეხლა ვნახე წინა კომენტარი.... დიახ... გეთანხმებით.... მეტი მელოდიურობა და მუსიკალურობა რომ ყოფილიყო უფრო ლამაზად წაიკითხებოდა = ) ეხლა ვნახე წინა კომენტარი.... დიახ... გეთანხმებით.... მეტი მელოდიურობა და მუსიკალურობა რომ ყოფილიყო უფრო ლამაზად წაიკითხებოდა = )
85. ძალიან კარგი იყო... მართლა მომეწონა... ოღონდ რატომღაც ლექსად ვერ აღვიქვი... რითმები ვერ ვნახე : ( ( მაგრამ ეგ არაფერი... თავიდან ბოლომდე...ყოველი ფრაზა და სიტყვა იმდენად ღირებული იყო რომ ღირდა კიდევ ერთხელ და 4ჯერ წაკითხვად = ) ) ) ) ) ძალიან კარგი იყო... მართლა მომეწონა... ოღონდ რატომღაც ლექსად ვერ აღვიქვი... რითმები ვერ ვნახე : ( ( მაგრამ ეგ არაფერი... თავიდან ბოლომდე...ყოველი ფრაზა და სიტყვა იმდენად ღირებული იყო რომ ღირდა კიდევ ერთხელ და 4ჯერ წაკითხვად = ) ) ) ) )
84. აზრი და იდეა კარგია, ადგილ ადგილ ფრაზებიც ლამაზია, მაგრამ...
მაგრამ როგორც ლექსი ვერ აღვიქვი! აზრი და იდეა კარგია, ადგილ ადგილ ფრაზებიც ლამაზია, მაგრამ...
მაგრამ როგორც ლექსი ვერ აღვიქვი!
83. მე არც ის მჯერა, ვინსენტ, რომ ამბობენ სიყვარული არ არსებობსო, რადგან ეს რომ სიმართლე იყოს, გალაკტიონის "მესაფლავე" ჩემი საყვარელი ნაწერი იქნებოდა, ახლა კი - პირიქითაა, მეც ვარსებობ და დედაჩემიც 26-ე წელია მინებზე ტოვებს თვალებს, როცა ლოთი მამაჩემი აგვიანებს სახლში მოსვლას და დედა ასეთ დროს გვეუბნება ხოლმე, რომ არავის და არაფერს უნდა შევეჩვიოთ, რომ მხოლოდ უნდა გვიყვარდეს ყველა და ყველაფერი. მე დედაჩემის მოუსვენრობა მიყვარს ამ დროს, ვინსენტ, ყველაზე და ყველაფერზე მეტად, რადგან ეს მოუსვენრობა მგონია ღმერთი.
ბრავო!!!! რავიცი რაღა ვთვა... უძლიერესია... +2 მე არც ის მჯერა, ვინსენტ, რომ ამბობენ სიყვარული არ არსებობსო, რადგან ეს რომ სიმართლე იყოს, გალაკტიონის "მესაფლავე" ჩემი საყვარელი ნაწერი იქნებოდა, ახლა კი - პირიქითაა, მეც ვარსებობ და დედაჩემიც 26-ე წელია მინებზე ტოვებს თვალებს, როცა ლოთი მამაჩემი აგვიანებს სახლში მოსვლას და დედა ასეთ დროს გვეუბნება ხოლმე, რომ არავის და არაფერს უნდა შევეჩვიოთ, რომ მხოლოდ უნდა გვიყვარდეს ყველა და ყველაფერი. მე დედაჩემის მოუსვენრობა მიყვარს ამ დროს, ვინსენტ, ყველაზე და ყველაფერზე მეტად, რადგან ეს მოუსვენრობა მგონია ღმერთი.
ბრავო!!!! რავიცი რაღა ვთვა... უძლიერესია... +2
82. ეს თეთრი ლექსია ვერლიბრი არაა ეს თეთრი ლექსია ვერლიბრი არაა
81. ვგიჟდები ფორთოხლისფერზე, ჰოლანდიაზე, ვან გოგზე და მის ფერებზე...
და მე თამამად ვიტყვი, რომ ეს ლექსი ყველაზე ნამდვილი დადასტურებაა იმისა, როგორ უნდა იწერებოდეს მიმართვითი ლექსები ზოდგადად! რომ შესაძლებელია ავტორი იყოს უაღრესად გულახდილი ასეთი ლექსის წერისას და შიშვლდებოდეს ისევე თავისუფლად, როგორც ახალშობილი...
ბოლო პერიოდი სულ მიწევს თქმა, რომ გაცვითეს ამ შეკერილ პერსონაჟებით სიტყვები და გამოგონილი არ-არსებული სახელებით გააუფერულეს ნამდვილი სახე.
შეიძლება ძალიან ვყვირი, მაგრამ ჩემთვის ეს იყო ხელოვნება ხელოვნებაში ვგიჟდები ფორთოხლისფერზე, ჰოლანდიაზე, ვან გოგზე და მის ფერებზე...
და მე თამამად ვიტყვი, რომ ეს ლექსი ყველაზე ნამდვილი დადასტურებაა იმისა, როგორ უნდა იწერებოდეს მიმართვითი ლექსები ზოდგადად! რომ შესაძლებელია ავტორი იყოს უაღრესად გულახდილი ასეთი ლექსის წერისას და შიშვლდებოდეს ისევე თავისუფლად, როგორც ახალშობილი...
ბოლო პერიოდი სულ მიწევს თქმა, რომ გაცვითეს ამ შეკერილ პერსონაჟებით სიტყვები და გამოგონილი არ-არსებული სახელებით გააუფერულეს ნამდვილი სახე.
შეიძლება ძალიან ვყვირი, მაგრამ ჩემთვის ეს იყო ხელოვნება ხელოვნებაში
80. 23. იცით რა მინტერესებს რას უზამდნენ ამ ლექსს,სრულიად უცხო ნიკით რომ დაედო ავტორს? ცენ-ზორი. 2010-06-02 21:30:52
კარგი და შინაარსიანი იყოს ლექსი, კონვენციური თუ ვერლიბრი და... თუ გინდა "ჭყპყ" ნიკით დადეთ-ხოლმე... და ნიკები, იცოცხლე, ბლომად გაქვთ ყველას!
:)))))))))
"გამოსავალს ვერ ვხედავ!... რა ვქნათ, “კონვენცისტებო”? რატომ ვიბრძვით “უაზროდ”, მხოლოდ რითმით შიშველით? მო-ვი-ფი-ქრეეეეეეეე! ე ვ რ ი კ ა !!!! არის სოკოს წამალიც! ამდენ “ანტიბიოტიკს” ნ ი ს ტ ა ტ ი ნ ი გვიშველის!"
აი, ეს ნისტატინი მოგაწოდათ ახლა ნიკამ... "მცირე დოზით, - სასარგებლოაო" და... რა ვიცი, აბა? 23. იცით რა მინტერესებს რას უზამდნენ ამ ლექსს,სრულიად უცხო ნიკით რომ დაედო ავტორს? ცენ-ზორი. 2010-06-02 21:30:52
კარგი და შინაარსიანი იყოს ლექსი, კონვენციური თუ ვერლიბრი და... თუ გინდა "ჭყპყ" ნიკით დადეთ-ხოლმე... და ნიკები, იცოცხლე, ბლომად გაქვთ ყველას!
:)))))))))
"გამოსავალს ვერ ვხედავ!... რა ვქნათ, “კონვენცისტებო”? რატომ ვიბრძვით “უაზროდ”, მხოლოდ რითმით შიშველით? მო-ვი-ფი-ქრეეეეეეეე! ე ვ რ ი კ ა !!!! არის სოკოს წამალიც! ამდენ “ანტიბიოტიკს” ნ ი ს ტ ა ტ ი ნ ი გვიშველის!"
აი, ეს ნისტატინი მოგაწოდათ ახლა ნიკამ... "მცირე დოზით, - სასარგებლოაო" და... რა ვიცი, აბა?
79. და დედა ასეთ დროს გვეუბნება ხოლმე, რომ არავის და არაფერს უნდა შევეჩვიოთ, რომ მხოლოდ უნდა გვიყვარდეს ყველა და ყველაფერი. მე დედაჩემის მოუსვენრობა მიყვარს ამ დროს, ვინსენტ, ყველაზე და ყველაფერზე მეტად, რადგან ეს მოუსვენრობა მგონია ღმერთი.
გაიხარე, ნიკა! კარგია ძალიან! 5 და დედა ასეთ დროს გვეუბნება ხოლმე, რომ არავის და არაფერს უნდა შევეჩვიოთ, რომ მხოლოდ უნდა გვიყვარდეს ყველა და ყველაფერი. მე დედაჩემის მოუსვენრობა მიყვარს ამ დროს, ვინსენტ, ყველაზე და ყველაფერზე მეტად, რადგან ეს მოუსვენრობა მგონია ღმერთი.
გაიხარე, ნიკა! კარგია ძალიან! 5
78. ნიკა...... :) ჭეშმარიტება კი........ ჭეშმარიტება იქაა და ისაა, სადაც და რაცაა ჩვენი გული.................. მთავარია, ეს გული ვინმეს მარცხნივ რომ სისხლიანი პარკუჭი გვიცემს, მარტო ის არ ეგონოს...... საოცრად დახვეწილი ლექსია..... ;) ნიკა...... :) ჭეშმარიტება კი........ ჭეშმარიტება იქაა და ისაა, სადაც და რაცაა ჩვენი გული.................. მთავარია, ეს გული ვინმეს მარცხნივ რომ სისხლიანი პარკუჭი გვიცემს, მარტო ის არ ეგონოს...... საოცრად დახვეწილი ლექსია..... ;)
77. არა-ჩვეულებრივი! არა-ჩვეულებრივი!
76. რომ არავის და არაფერს უნდა შევეჩვიოთ, რომ მხოლოდ უნდა გვიყვარდეს ყველა და ყველაფერი. არვიცი რა ვთქვა უბრალოდ მაგარია +2 რომ არავის და არაფერს უნდა შევეჩვიოთ, რომ მხოლოდ უნდა გვიყვარდეს ყველა და ყველაფერი. არვიცი რა ვთქვა უბრალოდ მაგარია +2
75. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა დავწერო, მაგრამ რომ უნდა დავწერო, ეს ზუსტად ვიცი,რადგან სისულელეა ახლა განცდილი გულში დავიტოვო და არ ვთქვა. ყველაფერი წავიკითხე, ლექსიც და ყველა კომეტნარიც. ჯერ ლექსზე გეტყვით: იმდენად იმოქმედა, ცრემლიანი თვალებით დავამთავრე კითხვა და აი, ამ სიტყვებმა: მე დედაჩემის მოუსვენრობა მიყვარს ამ დროს... ერთი იაპონური ტანკა გამახსენა: "ერთხელ ხუმრობით დედაჩემი მხრებზე შევისვი, იგი ისეთი მსუბუქი იყო, რომ ცრემლები მომერია და... ვერ ვზიდე". ვიღაცამ შეიძლება თქვას, ეს რა ლექსია, რითმა და მრაცვლები არააო, მაგრამ განა პოეზიას სჭირდება საზღვრები და ჩარჩოები? კი, ლექსს უნდა ჰქონდეს რითმაც და რიტმიც, მაგრამ ხომ ბევრია ისეთი ლექსი, ერთიც რომ აქვს და მეორეც და მაინც ლექსი არაა, იმ ლამაზ ქალს ჰგავს, გარეგნულად რომ მოხიბლავს ადამიანს და ცარიელი რომაა შიგნიდან. აი, თქვენი ლექსი კი სავსეა, ბოლომდე სავსე და რომ კითხულობ, შენც ივსები, შენც გჯერა, რომ "ჭეშმარიტება ოცნებაშია!" გჯერა და გიხარია, რადგან... აუ, მთელი ცხოვრება ვოცნებობდი და სულ მიშლიდნენ ოცნებას, და თურმე... ჭეშმარიტება ოცნებაში ყოფილა. კარგია, ლამაზია, მართალია და გმადლობთ:)
სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა დავწერო, მაგრამ რომ უნდა დავწერო, ეს ზუსტად ვიცი,რადგან სისულელეა ახლა განცდილი გულში დავიტოვო და არ ვთქვა. ყველაფერი წავიკითხე, ლექსიც და ყველა კომეტნარიც. ჯერ ლექსზე გეტყვით: იმდენად იმოქმედა, ცრემლიანი თვალებით დავამთავრე კითხვა და აი, ამ სიტყვებმა: მე დედაჩემის მოუსვენრობა მიყვარს ამ დროს... ერთი იაპონური ტანკა გამახსენა: "ერთხელ ხუმრობით დედაჩემი მხრებზე შევისვი, იგი ისეთი მსუბუქი იყო, რომ ცრემლები მომერია და... ვერ ვზიდე". ვიღაცამ შეიძლება თქვას, ეს რა ლექსია, რითმა და მრაცვლები არააო, მაგრამ განა პოეზიას სჭირდება საზღვრები და ჩარჩოები? კი, ლექსს უნდა ჰქონდეს რითმაც და რიტმიც, მაგრამ ხომ ბევრია ისეთი ლექსი, ერთიც რომ აქვს და მეორეც და მაინც ლექსი არაა, იმ ლამაზ ქალს ჰგავს, გარეგნულად რომ მოხიბლავს ადამიანს და ცარიელი რომაა შიგნიდან. აი, თქვენი ლექსი კი სავსეა, ბოლომდე სავსე და რომ კითხულობ, შენც ივსები, შენც გჯერა, რომ "ჭეშმარიტება ოცნებაშია!" გჯერა და გიხარია, რადგან... აუ, მთელი ცხოვრება ვოცნებობდი და სულ მიშლიდნენ ოცნებას, და თურმე... ჭეშმარიტება ოცნებაში ყოფილა. კარგია, ლამაზია, მართალია და გმადლობთ:)
74. ძალიან კარგია ჩერქეზიშვილო!!! გაიხარე შენა!!! ძალიან კარგია ჩერქეზიშვილო!!! გაიხარე შენა!!!
73. აი,ახლა ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე და ჩემებს დავუძახე,ჩქარა მოდით–მეთქი...მოკლედ ჩემზე ძალიან მოქმედებს,ნიკა,შენი პოეზია,ესეც ერთ–ერთი მათგანია,რომელსაც კიდევ ბევრჯერ მოვუბრუნდები...სამწუხაროდ რენუარის შემოქმედებას არ ვიცნობ და გამოვასწორებ აუცილებლად..:) და აბუთიძეს რაც შეეხება,სულ მგონია,რომ თქვენ ან ზუსტად ერთნაირები ხართ,ან ავსებ ერთმანეთს...არ ვიცი როგორ ვთქვა,მაგრამ ასეა..იმ დღეს ვეკითხებოდი ბავშვებს ბავშვობის მეგობრები არიან–მეთქი?მართლა არსად შევხვედრივარ ამხელა ძმობას..:)ძალიან მიყვარხართ.:) აი,ახლა ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე და ჩემებს დავუძახე,ჩქარა მოდით–მეთქი...მოკლედ ჩემზე ძალიან მოქმედებს,ნიკა,შენი პოეზია,ესეც ერთ–ერთი მათგანია,რომელსაც კიდევ ბევრჯერ მოვუბრუნდები...სამწუხაროდ რენუარის შემოქმედებას არ ვიცნობ და გამოვასწორებ აუცილებლად..:) და აბუთიძეს რაც შეეხება,სულ მგონია,რომ თქვენ ან ზუსტად ერთნაირები ხართ,ან ავსებ ერთმანეთს...არ ვიცი როგორ ვთქვა,მაგრამ ასეა..იმ დღეს ვეკითხებოდი ბავშვებს ბავშვობის მეგობრები არიან–მეთქი?მართლა არსად შევხვედრივარ ამხელა ძმობას..:)ძალიან მიყვარხართ.:)
72. პირიქით, ეს პოეზიააა.
პირიქით, ეს პოეზიააა.
71. რომ დღეს შემეცოდა კაცი, რომელსაც ავადმყოფი შვილი ჰყავს და მე მხოლოდ გავიფიქრე - დავხმარებოდი.
ჭემარიტება ოცნებაშია!!!
მომეწონა მეც!
+2 რომ დღეს შემეცოდა კაცი, რომელსაც ავადმყოფი შვილი ჰყავს და მე მხოლოდ გავიფიქრე - დავხმარებოდი.
ჭემარიტება ოცნებაშია!!!
მომეწონა მეც!
+2
70. ყველას ვეუბნები და არავის სჯერა. არ სჯერათ იმიტომ, რომ სერვანტესი მკვდარია და როგორც ამბობენ - მისი საფლავის ნახვაც კი არის შესაძლებელი.
კიდევ ვამბობ, ეს კაცი წერს, ისე რომ შეგიძლია სხვაგან გახვიდე, განზომილება შეიცვალო. ყველას ვეუბნები და არავის სჯერა. არ სჯერათ იმიტომ, რომ სერვანტესი მკვდარია და როგორც ამბობენ - მისი საფლავის ნახვაც კი არის შესაძლებელი.
კიდევ ვამბობ, ეს კაცი წერს, ისე რომ შეგიძლია სხვაგან გახვიდე, განზომილება შეიცვალო.
69. ..
ვიცი.. რომ.. დავიღუპები.. მაგრამ.. რამაც მე შემქმნა.. შექმნის მეორე "მეს".. ..
ვიცი.. რომ.. დავიღუპები.. მაგრამ.. რამაც მე შემქმნა.. შექმნის მეორე "მეს"..
68. ნამდვილად უ-ბრალო ლექსია, ნიკ! ბრალს ვერ უპოვი! ნამდვილად უ-ბრალო ლექსია, ნიკ! ბრალს ვერ უპოვი!
67. არ მომწონს-0 არ მომწონს-0
66. ეს პოეზია არაა,უფრო პროზაა, ერთი უბრალო წერილი... არის აქ რაღაცრაღაცეები საინტერესო:) ეს პოეზია არაა,უფრო პროზაა, ერთი უბრალო წერილი... არის აქ რაღაცრაღაცეები საინტერესო:)
65. ჭეშმარიტება ოცნებაშია! ...და არა მხოლოდ :))))))) ჭეშმარიტება ოცნებაშია! ...და არა მხოლოდ :)))))))
64. ჩემი ორი სმაილი გადაუყლაპია :)
:) ჩემი ორი სმაილი გადაუყლაპია :)
:)
63. თეთრი კი არა სპეტაკია ბატონო სალვადორ რენუარი. 2010-06-02 18:50:29 :)
:) თეთრი კი არა სპეტაკია ბატონო სალვადორ რენუარი. 2010-06-02 18:50:29 :)
:)
62. სოსო. 2010-06-04 05:01:43
ძალიან კარგად ვიცი რაც ქვია და კიდე,მეტი საქმე არა მაქ,ვინმეს წინაშე თავი ვიმართლო.
ნახვამდის. სოსო. 2010-06-04 05:01:43
ძალიან კარგად ვიცი რაც ქვია და კიდე,მეტი საქმე არა მაქ,ვინმეს წინაშე თავი ვიმართლო.
ნახვამდის.
61. yvelaperi dzalian kargia magram salvadors vetanxmebi
yvelaperi dzalian kargia magram salvadors vetanxmebi
60. ჰო, ვინსენტ, ასე მარტივად არის ყველაფერი, ჩვენ კი, მთელი ცხოვრებაა ვცდილობთ გავრთულდეთ და თუ ეს არ გამოგვდის, მხოლოდ იმიტომ, რომ მე და შენ გენიოსები ვართ. ნუ გეღიმება, ვინსენტ,
Teas veTanxmebi da kidev.... sityvebi ar myofnis.. ჰო, ვინსენტ, ასე მარტივად არის ყველაფერი, ჩვენ კი, მთელი ცხოვრებაა ვცდილობთ გავრთულდეთ და თუ ეს არ გამოგვდის, მხოლოდ იმიტომ, რომ მე და შენ გენიოსები ვართ. ნუ გეღიმება, ვინსენტ,
Teas veTanxmebi da kidev.... sityvebi ar myofnis..
59. მე განახებ კაცს, რომელიც დონ კიხოტს ჰგავს, რომლის იდეალებიც განუხორციელებელია და მიუხედავად იმისა, რომ ის სასაცილო მდგომარეობაშია, მას შუბლზე ქარის წისქვილები ადგას და ამ წისქვილების მოძრაობის გამოა, რომ კაცობრიობა ვითარდება. მე განახებ კაცს, რომელიც დონ კიხოტს ჰგავს, რომლის იდეალებიც განუხორციელებელია და მიუხედავად იმისა, რომ ის სასაცილო მდგომარეობაშია, მას შუბლზე ქარის წისქვილები ადგას და ამ წისქვილების მოძრაობის გამოა, რომ კაცობრიობა ვითარდება.
58. ნილს ბორი მაგარი ვინმე იყო ძალიან და ასეთი რამეც თქვა მაგ კაცმა: "მტკიცება დიდი ჭეშმარიტებაა, მაგრამ მისი საპირისპიროც შეიძლება უდიდესი ჭეშმარიტება აღმოჩნდეს" და კიდე: "რა შესანიშნავია, რომ პარადოქსს შევხვდით. ახლა შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ წინ წავიწევთ!" ... :) :) :) ნილს ბორი მაგარი ვინმე იყო ძალიან და ასეთი რამეც თქვა მაგ კაცმა: "მტკიცება დიდი ჭეშმარიტებაა, მაგრამ მისი საპირისპიროც შეიძლება უდიდესი ჭეშმარიტება აღმოჩნდეს" და კიდე: "რა შესანიშნავია, რომ პარადოქსს შევხვდით. ახლა შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ წინ წავიწევთ!" ... :) :) :)
57. ნიკუშ, შენ ამბობ თუ გსმენიათ რამე ნილს ბორის შესახებო... რა თქმა უნდა მსმენია... ნობელის პრემიის ლაურეატი იყო ბოლოს და ბოლოს...
პ.ს. ნილს ბორი ფეხბურთელიც იყო თავის დროზე... ;) ;) ;) ნიკუშ, შენ ამბობ თუ გსმენიათ რამე ნილს ბორის შესახებო... რა თქმა უნდა მსმენია... ნობელის პრემიის ლაურეატი იყო ბოლოს და ბოლოს...
პ.ს. ნილს ბორი ფეხბურთელიც იყო თავის დროზე... ;) ;) ;)
56. ..
უცნაურია და.. ლიტერატურაზე არანაკლებ მიყვარს ფიზიკა.. გსმენიათ რამე ნილს ბორის შესახებ?.. ყველაზე დიდი ფიზიკოსი მგონია ეგ კაცი მე.. რატომ?.. იმიტომ.. რომ.. ამბობს: "ჩემი ნათქვამი ყოველი წინადადება უნდა მიიღოთ - არა როგორც მტკიცება, არამედ როგორც შეკითხვა-ო"..
დანარჩენი: 39-ე კომენტარი .. ..
უცნაურია და.. ლიტერატურაზე არანაკლებ მიყვარს ფიზიკა.. გსმენიათ რამე ნილს ბორის შესახებ?.. ყველაზე დიდი ფიზიკოსი მგონია ეგ კაცი მე.. რატომ?.. იმიტომ.. რომ.. ამბობს: "ჩემი ნათქვამი ყოველი წინადადება უნდა მიიღოთ - არა როგორც მტკიცება, არამედ როგორც შეკითხვა-ო"..
დანარჩენი: 39-ე კომენტარი ..
55. ბექა ახალაია, შენ იცი იმას რა ჰქვია ანტიბიოტიკამდე რომ ვერლიბრს წერდი და ანტიბიოტიკის მერეც რომ წერ? არ იცი ძმაო და ნუ იმართლებ თავს.
400 კაცი თუ შენ ბევრი გგონია ძალიან ცდები რაოდენობრივად და რომც არ ცდებოდი მაინც ცდები იმიტომ რომ დიდი დიდი 10-ს მოწონებოდა თქვენი ლექსები, ბერეთელი იყო ლიდერი მაგ დღეს და მისი ლექსების გარდა სახალხო პოეზია არავის ჰქონია.
ჩახედულობას კი რაც შეეხება, ყველაზე მეტად ეგ - იმ ორგანოს უკავშირდება მკერდის არეში მარცხენა მხარეს რომ გვიცემს ;) ბექა ახალაია, შენ იცი იმას რა ჰქვია ანტიბიოტიკამდე რომ ვერლიბრს წერდი და ანტიბიოტიკის მერეც რომ წერ? არ იცი ძმაო და ნუ იმართლებ თავს.
400 კაცი თუ შენ ბევრი გგონია ძალიან ცდები რაოდენობრივად და რომც არ ცდებოდი მაინც ცდები იმიტომ რომ დიდი დიდი 10-ს მოწონებოდა თქვენი ლექსები, ბერეთელი იყო ლიდერი მაგ დღეს და მისი ლექსების გარდა სახალხო პოეზია არავის ჰქონია.
ჩახედულობას კი რაც შეეხება, ყველაზე მეტად ეგ - იმ ორგანოს უკავშირდება მკერდის არეში მარცხენა მხარეს რომ გვიცემს ;)
54. ანუ კონვენციის უპირატესობა მილიარდჯერ მეტია თქო....
ანუ კონვენციის უპირატესობა მილიარდჯერ მეტია თქო....
53. მიუხედავად იმისა,რომ ეს ნაწერი ვერლიბრია ( ნიკოლოზის პოეზია ძალიან მაგრად მევასება დალშე) სად კონვენცია და სად ვერლიბრი მაიცა რა.....
მიუხედავად იმისა,რომ ეს ნაწერი ვერლიბრია ( ნიკოლოზის პოეზია ძალიან მაგრად მევასება დალშე) სად კონვენცია და სად ვერლიბრი მაიცა რა.....
52. 29. ეს ბიჭები არ იყვნენ ვერლიბრის წინააღმდეგ ანტიბიოტიკები რომ დაწერეს? სწორედ ამას ეხება ის ფეხების ვერ მოჭამაც რაც მაგ მიმდინარეობასთან უაზრო კამათში მოგივიდათ. ეს ხომ სიმართლეა, სუფთა და წყალგაუმტარი......... სოსო. 2010-06-02 21:47:54
,,ანტიბიოტიკამდეც" ვწერდი ვერლიბრს და მაგის მერეც ვწერ და ვერლიბრიც მხიბლავს,უბრალოდ რითმაში წერა მირჩევნია,ეს კი თავისთავად ნათელს ხდის მიხვედრილი კაცისთვის,თუ რომელს ვანიჭებ უპირატესობას!
ვერლიბრისთვის ,,ფეხების მოჭმას" რაც შეეხება,მსგავსი არაფერი დაგვიპირებია,უბრალოდ გვინდოდა დაგვემტკიცებინა,რომ დღეს საქართველოში რითმიან ლექსს არანაკლები(მეტი თუ არა) მოყვარული ყავს,ვიდრე ვერლიბრს,ხოდა ეს დავამტკიცეთ კიდეც,პოეზიის საღამოზე 300-400 კაცს რო მოიყვან,ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი..ასე რომ,როცა რაღაცას ვამტკიცებთ,იმ საქმეში ჩახედული უნდა ვიყოთ,როგორც მინიმუმ!
კეთილი სურვილებით. 29. ეს ბიჭები არ იყვნენ ვერლიბრის წინააღმდეგ ანტიბიოტიკები რომ დაწერეს? სწორედ ამას ეხება ის ფეხების ვერ მოჭამაც რაც მაგ მიმდინარეობასთან უაზრო კამათში მოგივიდათ. ეს ხომ სიმართლეა, სუფთა და წყალგაუმტარი......... სოსო. 2010-06-02 21:47:54
,,ანტიბიოტიკამდეც" ვწერდი ვერლიბრს და მაგის მერეც ვწერ და ვერლიბრიც მხიბლავს,უბრალოდ რითმაში წერა მირჩევნია,ეს კი თავისთავად ნათელს ხდის მიხვედრილი კაცისთვის,თუ რომელს ვანიჭებ უპირატესობას!
ვერლიბრისთვის ,,ფეხების მოჭმას" რაც შეეხება,მსგავსი არაფერი დაგვიპირებია,უბრალოდ გვინდოდა დაგვემტკიცებინა,რომ დღეს საქართველოში რითმიან ლექსს არანაკლები(მეტი თუ არა) მოყვარული ყავს,ვიდრე ვერლიბრს,ხოდა ეს დავამტკიცეთ კიდეც,პოეზიის საღამოზე 300-400 კაცს რო მოიყვან,ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი..ასე რომ,როცა რაღაცას ვამტკიცებთ,იმ საქმეში ჩახედული უნდა ვიყოთ,როგორც მინიმუმ!
კეთილი სურვილებით.
51. "ჰო, ვინსენტ, ასე მარტივად არის ყველაფერი, ჩვენ კი, მთელი ცხოვრებაა ვცდილობთ გავრთულდეთ და თუ ეს არ გამოგვდის, მხოლოდ იმიტომ, რომ მე და შენ გენიოსები ვართ."
ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ლექსია... ვერლიბრია, თავისუფალი ლექსი, კონვენციური , თუ ტაშტი, დიდი ლექსია და მორჩა! "ჰო, ვინსენტ, ასე მარტივად არის ყველაფერი, ჩვენ კი, მთელი ცხოვრებაა ვცდილობთ გავრთულდეთ და თუ ეს არ გამოგვდის, მხოლოდ იმიტომ, რომ მე და შენ გენიოსები ვართ."
ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ლექსია... ვერლიბრია, თავისუფალი ლექსი, კონვენციური , თუ ტაშტი, დიდი ლექსია და მორჩა!
50. საღოლ ნიკოლოზ!
გავროში საღოლ ნიკოლოზ!
გავროში
49. წარსულისმეტყველის, სულიერი კარიერისტის, ფორთოხლისგულიანთა რასის უკანასკნელი წარმომადგენლის სიტყვები - ჭეშმარიტება ოცნებაშია
წარსულისმეტყველის, სულიერი კარიერისტის, ფორთოხლისგულიანთა რასის უკანასკნელი წარმომადგენლის სიტყვები - ჭეშმარიტება ოცნებაშია
48. 5 ნიკა. მაგარი ხარ 5 ნიკა. მაგარი ხარ
47. ძალიან მაგარია, ძალიან!!! +(555) ბრავო ნიკა!!! ძალიან მაგარია, ძალიან!!! +(555) ბრავო ნიკა!!!
46. და შუბლზე ქარის წისქვილები ადგას.
შენში სხვა ქარი ქრის.. შეგიძლია დედამიწას გადააბიჯო.. და შუბლზე ქარის წისქვილები ადგას.
შენში სხვა ქარი ქრის.. შეგიძლია დედამიწას გადააბიჯო..
45. შემოგევლე/////რაც უფრო ღრმად შევდივარ შენს პოეზიაში, მით უფრო მჭირდება მაშველი რგოლი/////გენიალური ხარ! შემოგევლე/////რაც უფრო ღრმად შევდივარ შენს პოეზიაში, მით უფრო მჭირდება მაშველი რგოლი/////გენიალური ხარ!
42. რა გაუგებრად მიწერია კომენტარში..."მესაფლავე" მართლა არ მიყვარს. მინდოდა მეთქვა საიდან იცი მეთქი და სხვაგვარად გამომივიდა:) რა გაუგებრად მიწერია კომენტარში..."მესაფლავე" მართლა არ მიყვარს. მინდოდა მეთქვა საიდან იცი მეთქი და სხვაგვარად გამომივიდა:)
41. დღეს კეთილი ვარ ! + დღეს კეთილი ვარ ! +
40. და დედაჩემიც 26-ე წელია მინებზე ტოვებს თვალებს, როცა ლოთი მამაჩემი აგვიანებს სახლში მოსვლას და დედა ასეთ დროს გვეუბნება ხოლმე, რომ არავის და არაფერს უნდა შევეჩვიოთ, რომ მხოლოდ უნდა გვიყვარდეს ყველა და ყველაფერი. მე დედაჩემის მოუსვენრობა მიყვარს ამ დროს, ვინსენტ, ყველაზე და ყველაფერზე მეტად, რადგან ეს მოუსვენრობა მგონია ღმერთი.
რომ ეს ნაწერი ზედმიწევნით ჰგავს ყურწაჭრილ ჰოლანდიელს, რომელსაც კბილებში გრძელი ჩიბუხი აქვს გაჩრილი და სწორედ ასეთს ხედავდა მას წყვდიადში. საბოლოოდ შენ მინდა გითხრა რაღაც, ვინსენტ, ჩემი არა, წარსულისმეტყველის, სულიერი კარიერისტის, ფორთოხლისგულიანთა რასის უკანასკნელი წარმომადგენლის სიტყვები - ჭეშმარიტება ოცნებაშია!
ჰო...ძალიან გავხართ ერთმანეთს ავტორი და ადრესატი! ჩემი მეოცნებეები...ფერადები...თბილები...
მე კი ფორმითაც მომეწონა ეს ლექსი :) და ასე ვფიქრობ, რაც უფრო მრავალფეროვანია ავტორი მით მეტად გენიოსია!!! ბრავო ნიკ! :-* და დედაჩემიც 26-ე წელია მინებზე ტოვებს თვალებს, როცა ლოთი მამაჩემი აგვიანებს სახლში მოსვლას და დედა ასეთ დროს გვეუბნება ხოლმე, რომ არავის და არაფერს უნდა შევეჩვიოთ, რომ მხოლოდ უნდა გვიყვარდეს ყველა და ყველაფერი. მე დედაჩემის მოუსვენრობა მიყვარს ამ დროს, ვინსენტ, ყველაზე და ყველაფერზე მეტად, რადგან ეს მოუსვენრობა მგონია ღმერთი.
რომ ეს ნაწერი ზედმიწევნით ჰგავს ყურწაჭრილ ჰოლანდიელს, რომელსაც კბილებში გრძელი ჩიბუხი აქვს გაჩრილი და სწორედ ასეთს ხედავდა მას წყვდიადში. საბოლოოდ შენ მინდა გითხრა რაღაც, ვინსენტ, ჩემი არა, წარსულისმეტყველის, სულიერი კარიერისტის, ფორთოხლისგულიანთა რასის უკანასკნელი წარმომადგენლის სიტყვები - ჭეშმარიტება ოცნებაშია!
ჰო...ძალიან გავხართ ერთმანეთს ავტორი და ადრესატი! ჩემი მეოცნებეები...ფერადები...თბილები...
მე კი ფორმითაც მომეწონა ეს ლექსი :) და ასე ვფიქრობ, რაც უფრო მრავალფეროვანია ავტორი მით მეტად გენიოსია!!! ბრავო ნიკ! :-*
39. რატომღაც ახლა ზღაპრები მოვუყვე ვინმეს..კარგად ბრძანდებოდეთ. რატომღაც ახლა ზღაპრები მოვუყვე ვინმეს..კარგად ბრძანდებოდეთ.
38. და ვინ თქვა რომ ახლაც იგივეს არ ვფიქრობ? ზუსტად იგივეს ვფიქრობ ახლაც,და გავიმეორებ რასაც ვამბობდი მაშინ, კონვენცია ჩემთვის არის მთავარი არტერია...ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ხელიდან ვერლიბრი არ შეიძლება გამოვიდეს....
კარგი ახლა, ამ ზღაპრებით არავინ მოტყუვდება.
იარეთ თქვენი გზით, მე როგორც მკითხველს სიტყვაც სიტყვად მაინტერესებს და ლექსიც ლექსად. მე ვიცოდი რომ თქვენ ყველანი ფეხს აქ წამოიკრავდით და სწორედ თქვენი წინამძღოლის მეთაურობით.
მე გავედი ამ გვერდიდან. და ვინ თქვა რომ ახლაც იგივეს არ ვფიქრობ? ზუსტად იგივეს ვფიქრობ ახლაც,და გავიმეორებ რასაც ვამბობდი მაშინ, კონვენცია ჩემთვის არის მთავარი არტერია...ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ხელიდან ვერლიბრი არ შეიძლება გამოვიდეს....
კარგი ახლა, ამ ზღაპრებით არავინ მოტყუვდება.
იარეთ თქვენი გზით, მე როგორც მკითხველს სიტყვაც სიტყვად მაინტერესებს და ლექსიც ლექსად. მე ვიცოდი რომ თქვენ ყველანი ფეხს აქ წამოიკრავდით და სწორედ თქვენი წინამძღოლის მეთაურობით.
მე გავედი ამ გვერდიდან.
37. 29. ეს ბიჭები არ იყვნენ ვერლიბრის წინააღმდეგ ანტიბიოტიკები რომ დაწერეს? სწორედ ამას ეხება ის ფეხების ვერ მოჭამაც რაც მაგ მიმდინარეობასთან უაზრო კამათში მოგივიდათ. ეს ხომ სიმართლეა, სუფთა და წყალგაუმტარი......... სოსო. 2010-06-02 21:47:54
და ვინ თქვა რომ ახლაც იგივეს არ ვფიქრობ? ზუსტად იგივეს ვფიქრობ ახლაც,და გავიმეორებ რასაც ვამბობდი მაშინ, კონვენცია ჩემთვის არის მთავარი არტერია...ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ხელიდან ვერლიბრი არ შეიძლება გამოვიდეს....
29. ეს ბიჭები არ იყვნენ ვერლიბრის წინააღმდეგ ანტიბიოტიკები რომ დაწერეს? სწორედ ამას ეხება ის ფეხების ვერ მოჭამაც რაც მაგ მიმდინარეობასთან უაზრო კამათში მოგივიდათ. ეს ხომ სიმართლეა, სუფთა და წყალგაუმტარი......... სოსო. 2010-06-02 21:47:54
და ვინ თქვა რომ ახლაც იგივეს არ ვფიქრობ? ზუსტად იგივეს ვფიქრობ ახლაც,და გავიმეორებ რასაც ვამბობდი მაშინ, კონვენცია ჩემთვის არის მთავარი არტერია...ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ხელიდან ვერლიბრი არ შეიძლება გამოვიდეს....
36. ჭეშმარიტება ოცნებაშია....
ხელახლა, თავიდან დამანახე ჩემი ეს სიტყვები...უფრო ახლოდან, უფრო კარგად, უფრო გამჭირვალედ.....
ჭეშმარიტება ოცნებაშია. ნეტარ არიან მეოცნებენი! ჭეშმარიტება ოცნებაშია....
ხელახლა, თავიდან დამანახე ჩემი ეს სიტყვები...უფრო ახლოდან, უფრო კარგად, უფრო გამჭირვალედ.....
ჭეშმარიტება ოცნებაშია. ნეტარ არიან მეოცნებენი!
35. ძალიან მაგარიაა....აი სიტყვები არ მყოფნის და არც მეყოფა არასდროს ამაზე სალაპარაკოდ! ძალიან მაგარიაა....აი სიტყვები არ მყოფნის და არც მეყოფა არასდროს ამაზე სალაპარაკოდ!
33. ნიკასთვის განსხვავებული ნაწერია. თუმცა, არა იმდენად სათქმელით, როგორც ფორმით:)
ნიკასთვის განსხვავებული ნაწერია. თუმცა, არა იმდენად სათქმელით, როგორც ფორმით:)
32. არ ვიცი... :)
ჰო, წერილია ეს ჩემთვის და არა ლექსი
ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ნიკა წერილებს ლექსებს უწოდებდა :)
ერთადერთი განსხვავებული აზრი ჩემია მგონი მთელ ამ კომენტარებში
ნუ დაემსგავსები სხვას :) მოკითხვა არ ვიცი... :)
ჰო, წერილია ეს ჩემთვის და არა ლექსი
ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ნიკა წერილებს ლექსებს უწოდებდა :)
ერთადერთი განსხვავებული აზრი ჩემია მგონი მთელ ამ კომენტარებში
ნუ დაემსგავსები სხვას :) მოკითხვა
31. მე განახებ კაცს, რომელიც დონ კიხოტს ჰგავს, რომლის იდეალებიც განუხორციელებელია და მიუხედავად იმისა, რომ ის სასაცილო მდგომარეობაშია, მას შუბლზე ქარის წისქვილები ადგას და ამ წისქვილების მოძრაობის გამოა, რომ კაცობრიობა ვითარდება. მე არც ის მჯერა, ვინსენტ, რომ ამბობენ სიყვარული არ არსებობსო, რადგან ეს რომ სიმართლე იყოს, გალაკტიონის "მესაფლავე" ჩემი საყვარელი ნაწერი იქნებოდა, ახლა კი - პირიქითაა,
ნიკ! უზუსტესია. მგონი არც მითქვამს არასდროს შენთან, რომ "მესაფლავე" არ მიყვარს.
ეს– ძალიან კარგი ლექსია და იცით უფრო რატომ მომწონს? მიძღვნაც რომ წაშალო, დამოუკიდებელი სათქმელია, ზოგადად ყველას გასაგონი. ასე იყო მარიკუზას "დები", ბორიოს რამოდენიმე ლექსი. დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ასეთი დამოკიდებულებისათვის. მე განახებ კაცს, რომელიც დონ კიხოტს ჰგავს, რომლის იდეალებიც განუხორციელებელია და მიუხედავად იმისა, რომ ის სასაცილო მდგომარეობაშია, მას შუბლზე ქარის წისქვილები ადგას და ამ წისქვილების მოძრაობის გამოა, რომ კაცობრიობა ვითარდება. მე არც ის მჯერა, ვინსენტ, რომ ამბობენ სიყვარული არ არსებობსო, რადგან ეს რომ სიმართლე იყოს, გალაკტიონის "მესაფლავე" ჩემი საყვარელი ნაწერი იქნებოდა, ახლა კი - პირიქითაა,
ნიკ! უზუსტესია. მგონი არც მითქვამს არასდროს შენთან, რომ "მესაფლავე" არ მიყვარს.
ეს– ძალიან კარგი ლექსია და იცით უფრო რატომ მომწონს? მიძღვნაც რომ წაშალო, დამოუკიდებელი სათქმელია, ზოგადად ყველას გასაგონი. ასე იყო მარიკუზას "დები", ბორიოს რამოდენიმე ლექსი. დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ასეთი დამოკიდებულებისათვის.
30. რომ არავის და არაფერს უნდა შევეჩვიოთ, რომ მხოლოდ უნდა გვიყვარდეს ყველა და ყველაფერი
რადგან ეს მოუსვენრობა მგონია ღმერთი
ჭეშმარიტება ოცნებაშია!
რომ არავის და არაფერს უნდა შევეჩვიოთ, რომ მხოლოდ უნდა გვიყვარდეს ყველა და ყველაფერი
რადგან ეს მოუსვენრობა მგონია ღმერთი
ჭეშმარიტება ოცნებაშია!
29. ეს ბიჭები არ იყვნენ ვერლიბრის წინააღმდეგ ანტიბიოტიკები რომ დაწერეს? სწორედ ამას ეხება ის ფეხების ვერ მოჭამაც რაც მაგ მიმდინარეობასთან უაზრო კამათში მოგივიდათ. ეს ხომ სიმართლეა, სუფთა და წყალგაუმტარი......... ეს ბიჭები არ იყვნენ ვერლიბრის წინააღმდეგ ანტიბიოტიკები რომ დაწერეს? სწორედ ამას ეხება ის ფეხების ვერ მოჭამაც რაც მაგ მიმდინარეობასთან უაზრო კამათში მოგივიდათ. ეს ხომ სიმართლეა, სუფთა და წყალგაუმტარი.........
28. რას უზამდნენ არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის იმავე ემოციებს მოიტანდა. ჰოდა, ისევ მოვბრუნდებოდი, როგორც ახლა :)
რას უზამდნენ არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის იმავე ემოციებს მოიტანდა. ჰოდა, ისევ მოვბრუნდებოდი, როგორც ახლა :)
27. Ase uyvart aq xashi? me ki vici rasac uzamdnen da tqvenc kargad icit! Ase uyvart aq xashi? me ki vici rasac uzamdnen da tqvenc kargad icit!
26. ფეხებს არა გიო ...... ფეხებს არა გიო ......
25. 23. იცით რა მინტერესებს რას უზამდნენ ამ ლექსს,სრულიად უცხო ნიკით რომ დაედო ავტორს? ცენ-ზორი. 2010-06-02 21:30:52
ცოტა თავხედურად რომ გიპასუხოთ: ფეხებს მოჭამდნენ! 23. იცით რა მინტერესებს რას უზამდნენ ამ ლექსს,სრულიად უცხო ნიკით რომ დაედო ავტორს? ცენ-ზორი. 2010-06-02 21:30:52
ცოტა თავხედურად რომ გიპასუხოთ: ფეხებს მოჭამდნენ!
24. მთელი ცხოვრებაა ვცდილობთ გავრთულდეთ და თუ ეს არ გამოგვდის, მხოლოდ იმიტომ, რომ მე და შენ გენიოსები ვართ.
++ მთელი ცხოვრებაა ვცდილობთ გავრთულდეთ და თუ ეს არ გამოგვდის, მხოლოდ იმიტომ, რომ მე და შენ გენიოსები ვართ.
++
23. იცით რა მინტერესებს რას უზამდნენ ამ ლექსს,სრულიად უცხო ნიკით რომ დაედო ავტორს? იცით რა მინტერესებს რას უზამდნენ ამ ლექსს,სრულიად უცხო ნიკით რომ დაედო ავტორს?
22. ასეთი ნიკაც როგორ მომეწონა... :) ადრესატიც მიყვარს თან ძალიან :) მოკლედ ავაფახულე თვალები, გავიღიმე და დავტოვე სითბო აქ... :) ასეთი ნიკაც როგორ მომეწონა... :) ადრესატიც მიყვარს თან ძალიან :) მოკლედ ავაფახულე თვალები, გავიღიმე და დავტოვე სითბო აქ... :)
21. შემოვედი ძალიან ინერტული, დაღლილი და... ავფორიაქდი... ემოციებით გავივსე... გავთბი... გამეღიმა... დავიმუხტე... შემოვედი ძალიან ინერტული, დაღლილი და... ავფორიაქდი... ემოციებით გავივსე... გავთბი... გამეღიმა... დავიმუხტე...
20. ვინსენტ, თუ გაფიქრებაც ცოდვაა, მაშინ იგივე გაფიქრება მადლიც ყოფილა და მიხარია, რომ დღეს შემეცოდა კაცი, რომელსაც ავადმყოფი შვილი ჰყავს და მე მხოლოდ გავიფიქრე - დავხმარებოდი.
აი ასეთი ნიკუშა...
ძაან ბევრი მინდა ვილაპარაკო ახლა აქ,მაგრამ სისულელე არ მინდა გამომივიდეს და რაც საერთო ჯამში უნდა ვთქვა,ესაა:
მაღალი კლასის პოეტია ნიკა! ვინსენტ, თუ გაფიქრებაც ცოდვაა, მაშინ იგივე გაფიქრება მადლიც ყოფილა და მიხარია, რომ დღეს შემეცოდა კაცი, რომელსაც ავადმყოფი შვილი ჰყავს და მე მხოლოდ გავიფიქრე - დავხმარებოდი.
აი ასეთი ნიკუშა...
ძაან ბევრი მინდა ვილაპარაკო ახლა აქ,მაგრამ სისულელე არ მინდა გამომივიდეს და რაც საერთო ჯამში უნდა ვთქვა,ესაა:
მაღალი კლასის პოეტია ნიკა!
19. მე დედაჩემის მოუსვენრობა მიყვარს ამ დროს, ვინსენტ, ყველაზე და ყველაფერზე მეტად, რადგან ეს მოუსვენრობა მგონია ღმერთი.
:) ემოციური და გენიალური.. (!)
მე დედაჩემის მოუსვენრობა მიყვარს ამ დროს, ვინსენტ, ყველაზე და ყველაფერზე მეტად, რადგან ეს მოუსვენრობა მგონია ღმერთი.
:) ემოციური და გენიალური.. (!)
18. გენიოსები .. დიახ, დიახ (!)
შენთან არის ყოველთვის ის რაც მე მიყვარს.. აი ლექსს, რომ ჩაიკითხავ ბოლომდე ერთი ამოსუნთქვით, მერე თვალებს მოაცილებ მონიტორს.. და მაინც ხედავ ლექსს .. (არ ვიცი ზუსტად გადმოვეცი თუ არა..)
შენ და რენუარი.. ხართ მაგრები ვიცი ეს მე ! გენიოსები .. დიახ, დიახ (!)
შენთან არის ყოველთვის ის რაც მე მიყვარს.. აი ლექსს, რომ ჩაიკითხავ ბოლომდე ერთი ამოსუნთქვით, მერე თვალებს მოაცილებ მონიტორს.. და მაინც ხედავ ლექსს .. (არ ვიცი ზუსტად გადმოვეცი თუ არა..)
შენ და რენუარი.. ხართ მაგრები ვიცი ეს მე !
16. მე დედაჩემის მოუსვენრობა მიყვარს ამ დროს მე დედაჩემის მოუსვენრობა მიყვარს ამ დროს
15. ამ ნაწერსაც ექნება თავისი სარკე, თავისი ტყუპისცალი, აუცილებლად, ჩვენ ერთი ჰაერით ვსუნთქავთ...ჩვენ ვართ ამ ნაწერსაც ექნება თავისი სარკე, თავისი ტყუპისცალი, აუცილებლად, ჩვენ ერთი ჰაერით ვსუნთქავთ...ჩვენ ვართ
14. და დედაჩემიც 26-ე წელია მინებზე ტოვებს თვალებს, როცა ლოთი მამაჩემი აგვიანებს სახლში მოსვლას და დედა ასეთ დროს გვეუბნება ხოლმე, რომ არავის და არაფერს უნდა შევეჩვიოთ,
ზუსტად....:-*
მე დედაჩემის მოუსვენრობა მიყვარს ამ დროს, ვინსენტ, ყველაზე და ყველაფერზე მეტად, რადგან ეს მოუსვენრობა მგონია ღმერთი. ჰო, ვინსენტ, ასე მარტივად არის ყველაფერი, უზუსტესი ხედვაა...:-*
ჭეშმარიტება ოცნებაშია! გაკოცე მესამედ...:-*ძალიან ჩემი ხარ!!!!!!!! და დედაჩემიც 26-ე წელია მინებზე ტოვებს თვალებს, როცა ლოთი მამაჩემი აგვიანებს სახლში მოსვლას და დედა ასეთ დროს გვეუბნება ხოლმე, რომ არავის და არაფერს უნდა შევეჩვიოთ,
ზუსტად....:-*
მე დედაჩემის მოუსვენრობა მიყვარს ამ დროს, ვინსენტ, ყველაზე და ყველაფერზე მეტად, რადგან ეს მოუსვენრობა მგონია ღმერთი. ჰო, ვინსენტ, ასე მარტივად არის ყველაფერი, უზუსტესი ხედვაა...:-*
ჭეშმარიტება ოცნებაშია! გაკოცე მესამედ...:-*ძალიან ჩემი ხარ!!!!!!!!
13. მეც ვარსებობ და დედაჩემიც 26-ე წელია მინებზე ტოვებს თვალებს, როცა ლოთი მამაჩემი აგვიანებს სახლში მოსვლას და დედა ასეთ დროს გვეუბნება ხოლმე, რომ არავის და არაფერს უნდა შევეჩვიოთ, რომ მხოლოდ უნდა გვიყვარდეს ყველა და ყველაფერი.
სასწაულია... ერთერთი ყველაზე დიდი სასწაული შენი სასწაულებიდან... მეც ვარსებობ და დედაჩემიც 26-ე წელია მინებზე ტოვებს თვალებს, როცა ლოთი მამაჩემი აგვიანებს სახლში მოსვლას და დედა ასეთ დროს გვეუბნება ხოლმე, რომ არავის და არაფერს უნდა შევეჩვიოთ, რომ მხოლოდ უნდა გვიყვარდეს ყველა და ყველაფერი.
სასწაულია... ერთერთი ყველაზე დიდი სასწაული შენი სასწაულებიდან...
12. ეს ნიკაა ჩერქეზიშვილი. და აქ არც ვერლიბრი და არც კონვენცია არაფერ შუაშია,საერთოდ.
ვინსენტ, თუ გაფიქრებაც ცოდვაა, მაშინ იგივე გაფიქრება მადლიც ყოფილა და მიხარია, რომ დღეს შემეცოდა კაცი, რომელსაც ავადმყოფი შვილი ჰყავს და მე მხოლოდ გავიფიქრე - დავხმარებოდი. შენ არ იცნობ ამ კაცს. შენ არც იმ კაცს იცნობ, მახვილგონიერ იდალგოს - დონ კიხოტს რომ ჰგავს და შუბლზე ქარის წისქვილები ადგას. ყველას ვეუბნები და არავის სჯერა. არ სჯერათ იმიტომ, რომ სერვანტესი მკვდარია და როგორც ამბობენ - მისი საფლავის ნახვაც კი არის შესაძლებელი. მე არ მჯერა. მე განახებ კაცს, რომელიც დონ კიხოტს ჰგავს, რომლის იდეალებიც განუხორციელებელია და მიუხედავად იმისა,
ეს იგივე ნაივია, ზუსტად იგივე, როგორც ნიკას კონვენციური ლექსები...არავითარი ზედმეტი...ეს ლექსი თვალგახელილმა დაწერა ნიკამ, თქვენ შეგიძლიათ იოცნებოთ თვალგახელილმა? მხოლოდ იოცნებოთ?
მთელი ცხოვრებაა ვცდილობთ გავრთულდეთ და თუ ეს არ გამოგვდის, მხოლოდ იმიტომ, რომ მე და შენ გენიოსები ვართ. ნუ გეღიმება, ვინსენტ, ეს ლექსი დიდ იაპონელს წავაკითხე წუხელ და პირველი სიტყვები, რაც თქვა, ის იყო, რომ ეს ნაწერი ზედმიწევნით ჰგავს ყურწაჭრილ ჰოლანდიელს, რომელსაც კბილებში გრძელი ჩიბუხი აქვს გაჩრილი და სწორედ ასეთს ხედავდა მას წყვდიადში. საბოლოოდ შენ მინდა გითხრა რაღაც,
ეს ნაწერი ზუსტად იგივე სუნთქვაა შენი...და ეს ნაწერი უბრალოდ იმისთვისაც, რომ ყველგან შეგვიძლია ვიყოთ....ჰო მე ვთვლი, რომ კონვენცია ორგაზმამდეა, ვერლიბრი ორგაზმის მერე....მაგრამ ხელისგულს იქით გასული პოეზია სისულელეა, ბეწვის ხიდზე ლონჟით სიარულია...მე ვიცი, რომ ხელისგულებში შენ-ც ხმაური გაქვს, მე ვიცი...მესმის.... და ბოლოს
ვინსენტ, ჩემი არა, წარსულისმეტყველის, სულიერი კარიერისტის, ფორთოხლისგულიანთა რასის უკანასკნელი წარმომადგენლის სიტყვები - ჭეშმარიტება ოცნებაშია!
ჭეშმარიტება ოცნებაშია... ნეტარ არიან მეოცნებენი....
ფორთოხლისგულიანი
ეს ნიკაა ჩერქეზიშვილი. და აქ არც ვერლიბრი და არც კონვენცია არაფერ შუაშია,საერთოდ.

11. მე არ ვიცი რა ფერია ეს ნაწერი, მაგრამ ძალიან მომეწონა და ვგრძნობ რომ კარგი უნდა იყოს. 5. მე არ ვიცი რა ფერია ეს ნაწერი, მაგრამ ძალიან მომეწონა და ვგრძნობ რომ კარგი უნდა იყოს. 5.
10. ეს ლექსი დიდ იაპონელს წავაკითხე წუხელ და პირველი სიტყვები, რაც თქვა, ის იყო, რომ ეს ნაწერი ზედმიწევნით ჰგავს ყურწაჭრილ ჰოლანდიელს, რომელსაც კბილებში გრძელი ჩიბუხი აქვს გაჩრილი და სწორედ ასეთს ხედავდა მას წყვდიადში....
საინტერესოა :)
ფორთოხლისგულიანთა რასის უკანასკნელი წარმომადგენლის სიტყვები - ჭეშმარიტება ოცნებაშია!
აქ ძალიან,ძალიან თბილად გამეღიმა :) ეს ლექსი დიდ იაპონელს წავაკითხე წუხელ და პირველი სიტყვები, რაც თქვა, ის იყო, რომ ეს ნაწერი ზედმიწევნით ჰგავს ყურწაჭრილ ჰოლანდიელს, რომელსაც კბილებში გრძელი ჩიბუხი აქვს გაჩრილი და სწორედ ასეთს ხედავდა მას წყვდიადში....
საინტერესოა :)
ფორთოხლისგულიანთა რასის უკანასკნელი წარმომადგენლის სიტყვები - ჭეშმარიტება ოცნებაშია!
აქ ძალიან,ძალიან თბილად გამეღიმა :)
9. მე დედაჩემის მოუსვენრობა მიყვარს ამ დროს, ვინსენტ, ყველაზე და ყველაფერზე მეტად, რადგან ეს მოუსვენრობა მგონია ღმერთი.:) რა სიმართლეა, იმიტომ რომ ღმერთი სიყვარულია. მე დედაჩემის მოუსვენრობა მიყვარს ამ დროს, ვინსენტ, ყველაზე და ყველაფერზე მეტად, რადგან ეს მოუსვენრობა მგონია ღმერთი.:) რა სიმართლეა, იმიტომ რომ ღმერთი სიყვარულია.
8. თეთრი კი არა სპეტაკია:) ბატონო სალვადორ:) თეთრი კი არა სპეტაკია:) ბატონო სალვადორ:)
7. ეს ვერლიბრი არაა ძმაო, ეს თეთრი ლექსია :) ეს ვერლიბრი არაა ძმაო, ეს თეთრი ლექსია :)
6. აუ ნიკა ვერ წარმოვიდგენდი ვერლიბრს თუ დაწერდი....
მომეწონა
მეც ვარსებობ და დედაჩემიც 26-ე წელია მინებზე ტოვებს თვალებს, როცა ლოთი მამაჩემი აგვიანებს სახლში მოსვლას და დედა ასეთ დროს გვეუბნება ხოლმე, რომ არავის და არაფერს უნდა შევეჩვიოთ, რომ მხოლოდ უნდა გვიყვარდეს ყველა და ყველაფერი.
ნუ კონვენცია უპირველეს ყოვლისა აუ ნიკა ვერ წარმოვიდგენდი ვერლიბრს თუ დაწერდი....
მომეწონა
მეც ვარსებობ და დედაჩემიც 26-ე წელია მინებზე ტოვებს თვალებს, როცა ლოთი მამაჩემი აგვიანებს სახლში მოსვლას და დედა ასეთ დროს გვეუბნება ხოლმე, რომ არავის და არაფერს უნდა შევეჩვიოთ, რომ მხოლოდ უნდა გვიყვარდეს ყველა და ყველაფერი.
ნუ კონვენცია უპირველეს ყოვლისა
5. ნიკ! ეს ლექსი ჯერ იქეთ ვნახე და მაშინვე მივხვდი:)
დღეს ეგაა რაც ყველაზე მეტად მიხარია. ხვალაც ეგ იქნება, ზეგაც.... ნიკ! ეს ლექსი ჯერ იქეთ ვნახე და მაშინვე მივხვდი:)
დღეს ეგაა რაც ყველაზე მეტად მიხარია. ხვალაც ეგ იქნება, ზეგაც....
3. საღოლ... ძალიან მაგარია :) საღოლ... ძალიან მაგარია :)
2. ესეც ვერლიბრი. ესეც ვერლიბრი.
1. ..
მიყვარხარ.. ვინსენტ.. :) ..
მიყვარხარ.. ვინსენტ.. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|