ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალიაჩი
ჟანრი: პოეზია
16 ივნისი, 2010


  ჩამოტვირთვა

. . . პალიაჩი . . .

ამ ღამით ცრემლები შენს თვალებს დანამავს,
ცაზე პალიაჩი შენს სახელს დახატავს,
ვარსკვლავთა ამბოხი, უთუოდ ლამაზი,
გადმოსცემს დიდ სევდას, მტირალა ჯამბაზის . . .

გული ვეღარ იტევს გრძნობათა ქარტიას,
კლოუნის ცხოვრება უშენოდ ფარსია,
პლანეტად ქცეულა ცოდვათა გალია,
აქ ხომ უცაბედი სიკვდილიც ლაღია . . .

ამ ქალაქს ჩემს მიმართ აქვს ზიზღი და შიში,
მე მისი ნამდვილი, წრფელი სახე ვიცი,
სადაც ორპირობა სიყვარულზე მეფობს,
ნაღველის მორევში იქუხოს და სჭექოს . . .

ცას უმზერ? მე გირჩევ ძირს ნუ დაიხედავ,
აქ ხომ რეალობის ცეცხლმა გაიელვა...
სადაც შეყვარებულს ჰქვია მანიაკი,
იქ ღამით გაიგებ, ქვითინს პალიაჩის . . .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები