 | ავტორი: ჯინა ჟანრი: პროზა 16 სექტემბერი, 2010 |
„მახსოვს ვმგზავრობდი მატარებლით უცებ, სადგურზე მშობლიური და საყვარელი მეცა ზაფხულის ბალახის სუნი“. ისიკავა ტაკუბოკუ
მატარებელი დილით გადის. კომფორტაბელურ ვაგონში ზაფხულის ხვატი (დილიდანვე რომ აუტანელია) არ იგრძნობა. მეუღლეს ღამით მგზავრობა ერჩია, მაგრამ ახლა ბილეთები ჭირს. რამდენიმე დღით ლოდინს ასე ვარჩიეთ - დღის მატარებლით მივემგზავრებით... სულაც არ ვარ უკმაყოფილო. შემიძლია ფანჯრიდან ვიყურო და ჩემს ფიქრებს გასაქანი მივცე... მუდამ მიყვარდა მატარებლით მგზავრობა, დღემდე რომანტიკულად მივიჩნევ - რაღაც აუხსნელსა და საიამოვნოს ველოდები, მოუსვენრობა მიპყრობს ხოლმე... ყოველთვის ასეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დასავლეთისკენ, მშობლიურ სოფელში მივდივარ... კუპეში კედელს ვეყრდნობი, ერთხანს ისიკავა ტაკუბოკუს ვკითხულობ, მერე თვალებს ვხუჭავ, მოგონებები თავისთავად იღვიძებენ...
ერთი კვირაა, სწავლა დაიწყო. მე-6 კლასელი ვარ. დღეს მხოლოდ ხუთი გაკვეთილი მქონდა, სახლში ადრე წამოვედი. ჩემმა ძმამ მაინც გამომასწრო - სანამ მე მასწავლებლის დავალებით კლასში მორიგეობის სია დავწერე (კარგი კალიგრაფია მქონდა) და საორგანიზაციო კუთხეში გამოვაკარი, ყველა სასკოლო ნივთი ყურადღებით ჩავალაგე ჩანთაში, მერე იატაკზე დაყრილი ცარცის ნატეხები დაფის ჩარჩოზე დავაწყვე და ხელსაწმენდი ტილოც თავის ადგილას ჩამოვკიდე, ის, როგორც ჩანს, კისრისტეხით გავარდა - მასაც ხუთი გაკვეთილი ჰქონდა დღეს. იჩქარებდა, რა თქმა უნდა... ჯერ ხომ სექტემბერია, თბილა, გარეთ სირბილი ისევ შეიძლება, გაკვეთილების სწავლით თავს დიდად არ იწუხებს. ჰოდა, მივა სახლში, ცოტას წაილუკმავს (სკოლის ბუფეტში დღეს მადიანად გეახლათ) და, ჰაიდა, მეზობლის ბავშვებთან ერთად თამაშში გართული, სახლში დაბნელებამდე არ შემოვა - ხან მინდორში ირბენენ ბურთით, ხან ღელეზე ჩავლენ თევზისა და კიბორჩხალების დასაჭერად (ჯერ კიდევ საკმაოდაა ერთიცა და მეორეც ჩვენი სოფლის ღელეში, თუმცა ტელევიზორში ხშირად მინახავს, რომ ამბობდნენ - ჩვენს მდინარეებში თევზი ილევაო...). მთავარია, მე არ მივუსწრო და სადილობისთანავე, მენტორის ტონით, გაკვეთილების მოსამზადებლად არ დავსვა. ამჯერად სკოლიდან გამასწრო... სოფლის მთავარი გზიდან ჩვენს შუკაში გადავუხვიე. ხელმარცხნივ, პირველ სახლში სოფლის ბიბლიოთეკარი ნათელა (ჩემთვის ნათელა ბიცოლა) ცხოვრობს. ეზოში არავინაა. ნათელა კიდევ ორ-სამ საათს ვერ წამოვა ბიბლიოთეკიდან, მისი ვაჟიშვილი ამჟამად სავალდებულო სამხედრო სამსახურშია. მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს. კარგი კაცი იყო ცხონებული. რაიონში, სანაყინეში მუშაობდა და ზაფხულობით, ყოველი მორიგეობის შემდეგ, იმდენი ნაყინი მოჰქონდა, რომ მეზობლები, არა მარტო ბავშვები, მოზრდილებიც კი, ვეღარ ახერხებდნენ (თუმცაღა მცდელობას არ აკლებდნენ) იმ უგემრიელესი „პლომბირის“ ბოლომდე „ათვისებას“. ის კი იჯდა და კმაყოფილი, ოდნავ მოღიმარი სახით, შესცქეროდა ნაყინის მოყვარულ, მსუნაგ საზოგადოებას, რომელიც მთელი მონდომებით ცდილობდა ამ გემრიელი დესერტის მაქსიმალური რაოდენობით დაგემოვნებას - მე შენ გეტყვი და, სწორედ მაშინ ჩაგელეოდა პირში, როცა მადა იღვიძებდა... იმ ნაყინის გემო დღესაც მახსოვს... გზას ვაგრძელებ და შუკის მეორე მხარეს (მარჯვნივ) ეზოში ნაზიკო ბიცოლას ვხედავ. დამინახა თუ არა (შუკაში, დაღმართზე ჩამომსვლელი მისი ეზოდან კარგად ჩანს), ხელი დამიქნია: - მეიცა, ერ წუთას! - რა იყო, ნაზიკო ბიცოლა? სანდომიანი, ჩასუქებული ნაზიკო აღნაგობისათვის საკმაოდ უჩვეულო, ენერგიული ნაბიჯით მოდის და ხელში პატარა ზომის ქვაბი უჭირავს... - ა, ნენა, წეიღე აი, უჩაიასაც აჭამე. დუუძახე წახანაი, რომ გეიარა, მარა არც მუუხედია... - არ მინდა, ნაზიკო ბიცოლა! - უხერხულად ვიხევ უკან, - გუშინ ბებიამ გააკეთა სადილი, მაცივარშია... - ჰოდა, სანამ შენ იმას გამეიღებ, გააცხელებ, მაი როის იქნება, იი ბაღანაიც მშიერია, ჰე, არ მცალია ახლა მე ამდენი, მოკიდე ამ ტილოით ხელი, ცხელია აი, არ დეიწვა და არ უნდა ამდენი ლაი-ლაი!... უარი არ გამდის. ჩანთა მარცხენა ხელში გადამაქვს და ორმაგტილოშემოხვეულ ქვაბს ფრთხილად ვიჭერ. ჭიშკართან რომ მივალ, ჩანთას ძირს დავდებ და ისე გავაღებ, მარცხენათი... სახლამდე კიდევ ერთ ეზოს უნდა ჩავუარო - მოხუცი ქალები ცხოვრობენ (რძალი სამოცდაათს მიტანებული და დედამთილი ოთხმოცდაათს გადაცილებული) - ნათესავები და მოგვარენი. ამ ოჯახიდან მამაკაცები კარგა ხანია წავიდნენ - ერთის შვილი (მან სამი შვილი დაკარგა ომში) და მეორის - ქმარი. ოჯახის ერთადერთი ქალიშვილი, მამაჩემის გარე ბიძაშვილი, თბილისში, რესპექტაბელურ ოჯახშია გათხოვილი, პროფესორის რძალია და ზაფხულის ხანმოკლე სტუმრობის შემდეგ უკვე წასულია. მისი გოგონები, საერთოდ, იშვიათად ისვენებენ აქ, დედის ულამაზეს სოფელში, რომელსაც ბევრ კურორტზე უკეთესი ჰავა და მდებარეობა აქვს, იმიტომ, რომ სოფელია... მათი ოჯახი, ჯერ კიდევ მაშინ ახერხებდა დასვენებას „სოციალისტური ბანაკის ქვეყნების“ ისეთ ცნობილ კურორტებზე, როგორიც, თუნდაც, ოქროს ქვიშები ან კარლოვი ვარია. მათთვის არც კაპიტალისტურ ქვეყნებში მოგზაურობა იყო უცხო ხილი, სხვებისგან განსხვავებით... მოკლედ, ფაცია ბებიამ თვალი მკიდა და მეძახის. ვპასუხობ, რომ ორივე ხელი დაკავებული მაქვს, მივალ შინ, დავდებ ამ ყველაფერს და მოვირბენ უკან (მგონია, რამეში დახმარება სჭირდება), ნაბიჯს ვუჩქარებ, მის სიტყვებს ზუსტად ვეღარ ვარჩევ. ეზოში შესულს სახლის წინა ფასადზე ფართოდ გადაჭიმულ შავ ნაჭერზე მიმაგრებული, გადიდებული ფოტოსურათიდან დედა ზუსტად ისეთივე ღიმილით მხვდება, როგორც რამდენიმე თვის წინ (წინა სასწავლო წელს) სკოლიდან დაბრუნებულს მეგებებოდა... თვალს ვარიდებ სურათს, ყელში ბურთივით გაჩრილ ცრემლსა და ტკივილს ერთად ვყლაპავ (წელს პირველად წავედით სკოლაში ისე, რომ დედას არ მივუცილებივართ) და სახლში შევდივარ. ჩემს უმცროს ძმას ჩანთა წინა ოთახის ერთ კუთხეში - სავარძელზე მიუგდია... ვეძახი... მისი ხმა ეზოს უკანა მხრიდან მწვდება, ლეღვის ხეზე ამძვრალა. სადილი მაინც გეჭამა-მეთქი, უკმაყოფილო ხმით ვეუბნები, თუმცა, აზრი არ აქვს ბუზღუნს - არაფერი ესმის...დაიცადოს, მოვა ბებია!.. - ცავ, არ გეყურება?! - ისმის ვიღაცის ხმა, უფრო სწორედ, ფაცია ბებიასი. კარს მაშინვე ვაღებ და შემოდის. - დაყრუვდით, ბაღნებო, ორივე თუ რა გჭირთ? - თითქოს უკმაყოფილო ხმით მეუბნება, მაგრამ მე ხომ ვიცი, როგორ ვუყვარვართ, - არცერთმა არ გეიგონეთ, რომ გიძახოდით და აი დაფეხვილი ქალი აქამდე მომიყვანეთ, თქვენ ვერ წამეიღებდით ამას? – ამბობს და მაგიდაზე ტილოგადაფარებულ, ხისგან დამზადებულ პურის (ხაჭაპურის) დასაჭრელ „დოსკას“ დებს. სურნელმა მიმახვედრა, რომ ტილოს ქვეშ ახალგამომცხვარი ხაჭაპურია. ეს „დოსკა“ კი ემალის, საშუალო ზომის თასს ადევს ზემოდან, თასზე კი ყველი აწყვია. თავს ვიმართლებ... არადა, არაა საჭირო... - რომ გაცლი ამას, მომიტანე მერე, ან არა, კაი, იყოს. საღამოს რო გადმუალ, მაშინ წევიღებ მე თვითონ, - მეუბნება მოხუცი, - ბებიაშენს ვუთხარი ამ დილას, სამსახურიდან რომ მუა, საღამოს თხილის რჩევაში მოგეხმარები-მეთქი. გაფუშტება იი თხილი, დაყრილი... და ფაცია ბებია უკან მიდის. მორიდებით ვადევნებ მადლობის სიტყვებს. ბებია სოფელში რაიონის ერთ-ერთი დიდი კავშირგაბმულობის განყოფილების გამგეა - ცხრიდან ხუთამდე მუშაობს. საღამოთი ჩვენი სახლის ფართო „პლოშადზე“ მე, ჩემი ძმა, ბებია და მეზობლები ვსხედვართ და თხილს ვარჩევთ. დედა ივლისში გარდაიცვალა, ოცდათოთხმეტი წლისა, ლეიკემიით... მერე ორმოცი... და ვეღარ მოვახერხეთ მეზობლების მიერ ჩამობერტყილი და შეგროვებული თხილის გარჩევა ისევ მათი დახმარების გარეშე. ჩვენ ბავშვები ვართ. ბებია და მამა მუშაობენ და სახლში საღამოს ბრუნდებიან. მეზობლებს მოხარშული სიმინდითა და კვახით ვუმასპინძლდები. თვითონ მოვხარშე, დიდ ქვაბში ჯერ სიმინდი ჩავაწყვე, მერე წყალი იქამდე ჩავასხი, რომ სიმინდს არ ეტივტივა, ზემოდან გოგრის ფოთლები რამდენიმე ფენად დავალაგე და მერე კვახის ნაჭრები დავაწყვე, ორთქლში რომ მოიხარშოს. ასე ძალიან გემრიელია. მშვიდი საღამოა... მთავარი გზიდან მანქანამ გადმოუხვია - ვცნობ, მამაჩემისაა.
რამდენიმე წლის შემდეგ... ჩემს დედინაცვალს ბიძაშვილები ესტუმრნენ, გზად გამოიარეს, „ნივა“ ციტრუსით აქვთ დატვირთული - ერევანში მიაქვთ. მე სოხუმში მივდივარ, სტუდენტი ვარ. - გეიყოლიეთ აი ციცაც! - ეუბნება ბიძაშვილებს ჩემი დედინაცვალი. მეც და ისინიც გულიანად ვიცინით. ქალს უკვირს. - ვაი, რა უკლასური ხარ! - ამბობს მამაჩემი და ისიც იღიმის. ჩემი პატარა დაც, ჩვენი შემხედვარე, გულიანად კისკისებს.
ორი წლის შემდეგ სვანეთის უღელტეხილით სოხუმიდან სახლში ვბრუნდები. ოჯახი დარდით აღარ იყო - ვერაფრით გადამათქმევინეს, რომ საბუთები სხვა ქალაქში გადმომეტანა, თბილისში ან, თუნდაც, ბათუმში. ომის გამო ერთი წელი ისედაც გამიცდა. უარს არსად მეუბნებოდნენ... ზუსტად 14 სექტემბერს მამაჩემმა სამტრედიაში, ცხენისწყალზე გადამაცილა. იმავე საღამოს სოხუმში ვიყავი. 16-ში კი მცირე ხნით დასადგურებული მოჩვენებითი სიმშვიდე ისევ დაირღვა. გამოსვლა ვერაფრით მოვახერხე. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თავის გადასარჩენად ჭუბერისკენ მიმავალ გზას დაადგა, მეც მათ შორის... და განცდებით შეძრწუნებული, რამდენიმედღიანი შიმშილითა და სიარულით მისავათებული მაინც მშვიდობიანად ვბრუნდები შინ, მათგან განსხვავებით, ვინც მშობლიური კუთხიდან ასე სასტიკად გამოდევნეს. ჩვენთან, სასტუმრო ოთახში, ტევა აღარაა - მეზობლები და ახლობლები ჩემს მშვიდობით დაბრუნებას გვილოცავენ, სუფრაც იშლება. ჩემი პატარა და არ მცილდება. მე კი ომის მიერ უგზოუკვლოდ გაფანტულ და გადაკარგულ ახლობლებზე ვდარდობ და ვცდილობ, როგორმე ხმა მივაწვდინო მათ.
- ჰე, წევიდეთ ახლა, ბილეთი კი გაქ, მარა მატარებელი არ მოგისთის, შენ უნდა მუუცადო! - მეუბნება ჩემი ძმა და ბარგით დატვირთული მანქანა ეზოდან გადაჰყავს. - წაი შენ, ფეხით ამევიართ ჩვენ, - ეუბნება ბებია და მთელი ოჯახი მაცილებს მთავარ გზამდე, სადაც ჩემი ძმის ათუხთუხებული მანქანა იცდის. განგებ არ თიშავს, რომ ამაჩქაროს როგორმე. - გოვ, მეიცა და ერთ წამა, დიმიცადე და!.. - მომდევს ჩვენი ახალი მეზობელი (1989 წელს აჭარის მაღალმთიან რეგიონში, კერძოდ, სოფელ წაბლანაში ჩამოწოლილი მეწყერის შემდეგ ჩვენთან და მეზობელ სოფლებში ბლომად ჩამოსახლდნენ დაზარალებულები). ერთ-ერთი ოჯახი სწორედ იმ სახლში დამკვიდრდა, სადაც ადრე მოხუცი რძალ-დედამთილი ცხოვრობდა. ოჯახის პატრონმა, რომელიც თბილისში ცხოვრობს, მოხუცების გარდაცვალების შემდეგ გამოკეტილი სახლ-კარი, რომელსაც მეზობლები ადევნებდნენ თვალ-ყურს, დროებით აჭარიდან ჩამოსულ ერთ-ერთ წვრილშვილიან ოჯახს დაუთმო (მოგვიანებით მათ ეს სახლ-კარი შეისყიდეს). - რა იყო, თინა? - ვეკითხები. - რაცხა და გაგატანო უნდა, არ გააჩერა მანქანა იმ ბიჭმა, ვერ დიმინახა, ალბათ. აჰა, შენ გამომართვი - და არცთუ პატარა ჩანთას მაწვდის. ვგრძნობ, რომ თბილისში ჩასული ბაქნიდან კი მივატანინებ მუშას „მარშუტკამდე“ ამ ჩემს ტვირთს, მაგრამ ამ ყველაფრის მიზიდვა ბოლოს და ბოლოს (თუ ეზოში დილაადრიან არავინ იქნება) ჩვენი გაჩერებიდან ლიფტამდე მე მომიწევს, რაც ადვილი არ იქნება. უარიც როგორ ვუთხრა?.. ეწყინება ნამდვილად!.. კოცნით ვემშვიდობები. გზად, თავის ჭიშკართან, ნაზიკო მხვდება. - ა, ნენა, ახლა მეტი აფერი არ მაქ, მარა გიყვარს შენ ჩემი გაკეთებული ტყემალი. აგი აწყვია აქანაი და პაწა მწვანილია. - ყოველ ჩამოსვლაზე უხერხულობაში მაგდებ, ნაზიკო ბიცოლა, - ვეუბნები გულკეთილ ქალს. - არ თქვა, ნენა, მაი, - მეპასუხება, - მე რა დამავიწყებს, შენ პაწაი იყავი, არ გემახსოვრება, რობიკოი (ქმარია მისი) რომ იყო წასული რუსეთში სამუშაოდ და გვიჭირდა, სანამ ფულს გამოგვიგზავნიდა, დედაშენმა იმ წელიწადს, ღორი რომ დაკლეს თქვენთან, ნახევარი ჩემ ბაღნებს გადმუუტანა... ასეც რომ არ იყოს, აი რა სალაპარიკოა?!. ე, გაკოცებ ახლა, გიცთის იი ბიჭი, არ დარჩე მატარებელზე... ასეა ყოველ ჩამოსვლაზე - სოფლის თბილი გული და ბარაქა მიმყვება ქალაქში „ობოლ ბაღანას“.
რამდენიმე წლის შემდეგ მშობლიური სოფლიდან, გასვენებიდან ვბრუნდები. მეუღლემ ამჯერად გამოყოლა ვერ მოახერხა, სამსახურიდან თავი ვერ დაიხსნა, ჰოდა, მარტო ვარ. მატარებლის კუპეში ვალერიან შიუკაშვილი მემგზავრება. სხვა დროს მას აუცილებლად ვთხოვდი ავტოგრაფს, ჩანთაში ყოველთვის მიდევს ბლოკნოტი ან წიგნი. ამჯერად ამის თავი არა მაქვს... მატარებელი ერთ-ერთ სადგურზე შედარებით დიდი ხნით ჩერდება. - რამე ხომ არ მოგიტანოთ, არაფერი გჭირდებათ? - თავაზიანად მეკითხება თანამგზავრი, რომელიც ამჩნევს, რომ შავ კაბაში ჩაცმულ ახალგაზრდა ქალს თვალებზე ცრემლები ადგას. დღეს ნაზიკო ბიცოლა დავკრძალეთ.
სადგურიდან სოფელში ტაქსით მივდივართ. ამ გზაზე ხშირად ფეხითაც მივლია. ჩვენს სოფელში ყველა ჭიშკარსა და ეზოს ვათვალიერებ, ყველა შემხვედრის სახეს ხარბად შევცქერი. უფროსთაგან ბევრი ძალზედ მოტეხილი მეჩვენება, ბავშვებისა და ახალგაზრდების უმეტესობას კი ვეღარც ვცნობ. სახლში მისვლამდე სასაფლაოსკენ ვუხვევ. ტაქსის მძღოლი გველოდება. ყვავილებს დავაწყობ და სანთელს ავანთებ-მეთქი, თუმცა, ეს არც ისე სწრაფად გამომივა, რამდენიმე საფლავთან მაინც უნდა მივიდე... ბლომად არიან... სულ უფრო მეტნი ყოველ ჩამოსვლაზე... ჩემი ძმაც, რომელიც თითქმის ორი წელია აღარ გვხვდება მატარებლის ბაქანზე ქალაქიდან ჩამოსულებს და ვერც ფაცი-ფუცით გვაცილებს. სასაფლაოს წინ თანაკლასელი ცხოვრობს. ტაქსი არ გამოპარვია, ეტყობა, თვალი ჰკიდა გადმოსულებს, წინსაფარი მოუხსნია, უსიტყვოდ მადგება თავზე, მოთმინებით მიცდის, შემდეგ კი უსიტყვოდ მკოცნის.
სასაფლაოდან ფეხით მივდივარ. ტაქსი გავუშვი, უფრო სწორედ, მეუღლე გაჰყვა (ჩანთები მძიმე იყო), მე კი ფეხით მინდა გავიარო ჩემი სოფლის შარაგზაზე. აქ თითქოს არაფერი შეცვლილა, მაგრამ ეს ერთი შეხედვით. დროში მოგზაურობასავით უკან დავბრუნდი, მაგრამ ამაოდ ვეძებ იმას, რაც იქ დავტოვე, ჩემს ბავშვობაში. შუკაში ვუხვევ, ნათელა ბიბლიოთეკარის ეზოში მის შვილიშვილებს ვუქნევ ხელს, მანქანას უკირკიტებენ. უფროსი ცოლ-შვილიანია, მეორეც მალე აპირებს დაქორწინებას - ჩემმა დამ მითხრა ამას წინათ, ტელეფონზე საუბრისას, მესამე კი ჯერ პატარაა... - ვაი, აი ვინაა?! გამეიარე, ცა! - მეძახის და თან ჩქარი ნაბიჯით მოდის ჭიშკრისკენ ნაზიკოს რძალი. ვჩერდები. ოჯახისა და ბავშვების ამბავს ვეკითხები. მის მეტი არავინ ჩანს ეზოში... ბიჭი ვარჯიშზეა წასული, ოზურგეთში (მოჭიდავეა), გოგო მამიდამისთან გადევიდა გუშინო (მეზობელ სოფელში), ქმარი მეზობლებშია, სვამს, ალბათ, საცხა ამ სიცხეში, მაი მოსასპობიო, - დაამატა. იმ ტაქსით ვინ იყო ნეტა? - კითხულობს. ვუხსნი. - გამეიარე, გამიხარდება, - გულით მეპატიჟება, - ნამეტარი უყვარდი შენ ჩემ დედამთილს, ვიცი მაი მე. შემოი, ცა, არც მე ვჭამ სირცხვილს!.. - მერე, მერე! - ვპირდები. თინას ეზოში ჩვილი ბავშვის პერანგებია გაფენილი. თვითონ სახლის აივანზე ზის, წინ დიდი თასით ვაშლი და მსხალი უწყვია და მოზრდილ ქვაბში პატარა ზომის ნაჭრებად ყრის, „პავიდლოს“ ხარშავს ნამდვილად. შავი აცვია. მისი ქმარი, სრულიად ახალგაზრდა კაცი, რამდენიმე წლის წინ მდინარეში დაიხრჩო, ხულოში დაკრძალეს. - არ გიგვიმართლა, გოვ, - მახსოვს გვითხრა თინამ დაკრძალვიდან დაბრუნებულებს, - რამდენი ხანია შუამთობაზე გვინდოდა თქვენი წაყვანა, ჩვენებური მოლხენა ვაჩვენოთო, ჩიოდა ოთარაი, მარა არ გამევდა მასე... (ჩვენც გვითხრა რამდენჯერ, მაგრამ რატომღაც ვერ მოვახერხეთ). თვალცრემლიანმა ვერაფერი ვუპასუხე. ვეხუტები ახლა და სახლისკენ მივდივარ. ეზოში ხმაური და ხალისიანი ლაპარაკი ისმის, ჩემი პატარა დისშვილები ჟრიამულით გამორბიან ჭიშკრისკენ - იცოდა ჩემმა დამ, რომ ჩამოვდიოდით, აქ დაგვხვდა. ძმისშვილების ხმებსაც ვარჩევ... „კვლავ მივაბიჯებ სოფლის გზაზე მშობლიურ კუთხის, უნებურად დამიმჩატდა ფეხი, დამიმძიმდა გული.“ - ასე წერს ტაკუბოკუ, ოცდაშვიდი წლის იაპონელი პოეტი. მე ამდენი ვილაპარაკე... რამე ვთქვი უკეთესად?.. არა მგონია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
72. თბილი და სიყვარულიანი მოთხრობაა. გაიხარეთ ავტორო+++++ თბილი და სიყვარულიანი მოთხრობაა. გაიხარეთ ავტორო+++++
71. ეს მოთხრობა literatura.lit.ge -ზეც მაქვს წაკითხული იქაც დავტოვე კომენტარი და აქაც ვტოვებ :) საოცრად ახლობელი განცდებია, ემოციებით სავსე ნაწერი, რომელიც გულგრილს ვერ დაგტოვებს.
ძალიან მიყვარს ტაკუბოკუ :) ეს მოთხრობა literatura.lit.ge -ზეც მაქვს წაკითხული იქაც დავტოვე კომენტარი და აქაც ვტოვებ :) საოცრად ახლობელი განცდებია, ემოციებით სავსე ნაწერი, რომელიც გულგრილს ვერ დაგტოვებს.
ძალიან მიყვარს ტაკუბოკუ :)
70. ლამაზი ქართული... თბილი, სიყვარულითა და ცხოვრების წარმავლობითა დასევდიანებული განცდა... ჰო, იქნებ ბევრჯერ თქმული და მაინც ახალი, თქვენეული, გულწრფელი ტკივილი... სწორედ ამით გვიზიდავს და ამიტომ იკითხება სიამოვნებითა და ინტერესით... წარმატებებს გისურვებთ ჯინა. ლამაზი ქართული... თბილი, სიყვარულითა და ცხოვრების წარმავლობითა დასევდიანებული განცდა... ჰო, იქნებ ბევრჯერ თქმული და მაინც ახალი, თქვენეული, გულწრფელი ტკივილი... სწორედ ამით გვიზიდავს და ამიტომ იკითხება სიამოვნებითა და ინტერესით... წარმატებებს გისურვებთ ჯინა.
69. რა მოხდა თუ მოგვიანებით ვკითხულობ...აქ იმდენი უთქვიათ..მე მხოლოდ ესღა...-სიამოვნებით წავიკითხე.+++++ რა მოხდა თუ მოგვიანებით ვკითხულობ...აქ იმდენი უთქვიათ..მე მხოლოდ ესღა...-სიამოვნებით წავიკითხე.+++++
68. ძალიან კარგი იყო +5 ძალიან კარგი იყო +5
67. რა თბილი და ლამაზი მოთხრობაა. მარი გოგოლაძეს დავესესხები ფრაზას: ''გულში დამრჩა''. რა თბილი და ლამაზი მოთხრობაა. მარი გოგოლაძეს დავესესხები ფრაზას: ``გულში დამრჩა``.
66. აუუუ.....:) აუუუ.....:)
65. "დროში მოგზაურობასავით უკან დავბრუნდი, მაგრამ ამაოდ ვეძებ იმას, რაც იქ დავტოვე, ჩემს ბავშვობაში." ჯერ ყელში ბურთი გამეჩხირა, მერე მოგონებებად დავლაგდი და შენტან ერთად ვიმოგზაურე ჩემს ბავშვობაში... აი, ესაა კარგი ნაწარმოები, როცა შენი, შენზე და შენთვის დაწერილი გგონია...
გმადლობ, ჯინა...
"დროში მოგზაურობასავით უკან დავბრუნდი, მაგრამ ამაოდ ვეძებ იმას, რაც იქ დავტოვე, ჩემს ბავშვობაში." ჯერ ყელში ბურთი გამეჩხირა, მერე მოგონებებად დავლაგდი და შენტან ერთად ვიმოგზაურე ჩემს ბავშვობაში... აი, ესაა კარგი ნაწარმოები, როცა შენი, შენზე და შენთვის დაწერილი გგონია...
გმადლობ, ჯინა...
64. მე ამდენი ვილაპარაკე... რამე ვთქვი უკეთესად?.. არა მგონია...
მე ამდენი ვილაპარაკე... რამე ვთქვი უკეთესად?.. არა მგონია...
63. გულთან მოვიდა და გულში დარჩა!!!++ გულთან მოვიდა და გულში დარჩა!!!++
61. სად ხარ ჯინა, მენატრება შენი ლამაზი ნაწერები სად ხარ ჯინა, მენატრება შენი ლამაზი ნაწერები
60. საკმარისად თქვი:) კაია:) საკმარისად თქვი:) კაია:)
59. სათაური, შესაძლოა, ბევრ აოციაციას ბადებდეს – უიტმენის "ბალახის ფოთლებსაც" შესაძლოა...მაგრამ საერთო არა მგონია, ჰქონდეს რამე... ყველას გმადლობთ ყურადღებისათვის!.. :). სათაური, შესაძლოა, ბევრ აოციაციას ბადებდეს – უიტმენის "ბალახის ფოთლებსაც" შესაძლოა...მაგრამ საერთო არა მგონია, ჰქონდეს რამე... ყველას გმადლობთ ყურადღებისათვის!.. :).
58. სათაურმა ტრუმენ კეპოტეს „ ბალახის ჩანგი“ გამახსენა, ბალახზე წამოკოტრიალება და წაკითხვა მომინდა... კარგი ნაწერია, სუფთა და თბილი :)
სათაურმა ტრუმენ კეპოტეს „ ბალახის ჩანგი“ გამახსენა, ბალახზე წამოკოტრიალება და წაკითხვა მომინდა... კარგი ნაწერია, სუფთა და თბილი :)
57. ისევ წავიკითხე და ვისიამოვნე.საოცრად დახვეწილი და ტევადი ნაწერია.ეს, გურული დიალექტიც, როგორ უხდება!:-* ისევ წავიკითხე და ვისიამოვნე.საოცრად დახვეწილი და ტევადი ნაწერია.ეს, გურული დიალექტიც, როგორ უხდება!:-*
56. ლიტ.ჯეზე დევს ისევ ჯინას ნიკით! ლიტ.ჯეზე დევს ისევ ჯინას ნიკით!
55. ეს ნაწარმოები საიდანღაც მახსოვს.
ეს ნაწარმოები საიდანღაც მახსოვს.
54. ჯინა, გულისგულში გაიარა, გულისგულში.... :) ჯინა, გულისგულში გაიარა, გულისგულში.... :)
53. ჩემი სოფელი და ბებო გამახსენდა.... ეჰ... რა თბილია ეს მოგონება.. თუმც სევდიანი ელფერით.... მადლობა ავტორს... ჩემი სოფელი და ბებო გამახსენდა.... ეჰ... რა თბილია ეს მოგონება.. თუმც სევდიანი ელფერით.... მადლობა ავტორს...
52. როგორ მესევდიანა, მაგრამ მესიამვნა ახლა ეს ნაწერი.
გურიაში მატარებლით წასვლა მეც ძალიან მიყვარს...
555 როგორ მესევდიანა, მაგრამ მესიამვნა ახლა ეს ნაწერი.
გურიაში მატარებლით წასვლა მეც ძალიან მიყვარს...
555
51. საინტერესო ნაწერია. მომეწონა საინტერესო ნაწერია. მომეწონა
48. საინტერესოა, ეს ორჯერ მაქვს წაკითხული და არც ერთხელ კომენტარი არ დამიტოვებია. მე მგონი ბილობილი მჭირს. :) :) :) :)
ძალიან კარგია.მიყვარს, როცა ავტორი ასე თბილად წერს. ძალიან მომეწონა. პატივისცემით : ტენდი საინტერესოა, ეს ორჯერ მაქვს წაკითხული და არც ერთხელ კომენტარი არ დამიტოვებია. მე მგონი ბილობილი მჭირს. :) :) :) :)
ძალიან კარგია.მიყვარს, როცა ავტორი ასე თბილად წერს. ძალიან მომეწონა. პატივისცემით : ტენდი
47. ჯინა!მომწონს შენი ნაწარმოები, სად ხარ რატო არ წერ, ველოდები, გილოცავ გაზაფხულს და გისურვებ წერო! ჯინა!მომწონს შენი ნაწარმოები, სად ხარ რატო არ წერ, ველოდები, გილოცავ გაზაფხულს და გისურვებ წერო!
46. ისიკავა ტაკუბოკუ არ ვიცი მარა ბალახის სუნი ჰოო :) 5. ისიკავა ტაკუბოკუ არ ვიცი მარა ბალახის სუნი ჰოო :) 5.
45. ვერ ვასწრებ წაკითხვას :( სხვა დროს იყოს 5 ვერ ვასწრებ წაკითხვას :( სხვა დროს იყოს 5
44. მომეწონა +2 თბილია გამათბო მომეწონა +2 თბილია გამათბო
43. ++ მომეწონა, თბილია და სევდიანი :) ++ მომეწონა, თბილია და სევდიანი :)
42. რა კარგი ნაწერია....ყოჩაღ.....სიტყვები არ მყოფნის...... რა კარგი ნაწერია....ყოჩაღ.....სიტყვები არ მყოფნის......
41. ძალიან საინტერესო ნაწარმოებია. + 2
მედეამ ჩემი დედობილიაო. მიყვება ხოლმე, ძალიან კარგი პიროვნებააო. მადლობა ყველაფრისთვის. ღმერთმა სიკეთე და ბედნიერება ნუ მოგაკლოთ. მრავალ შობას. ძალიან საინტერესო ნაწარმოებია. + 2
მედეამ ჩემი დედობილიაო. მიყვება ხოლმე, ძალიან კარგი პიროვნებააო. მადლობა ყველაფრისთვის. ღმერთმა სიკეთე და ბედნიერება ნუ მოგაკლოთ. მრავალ შობას.
40. აქამდე უცნობო, და უკვე ნაცნობო მეგობარო, ჯინა... არაჩვეულებრივად წერ! ეს არ მქონდა წაკითხული... :-* 5 აქამდე უცნობო, და უკვე ნაცნობო მეგობარო, ჯინა... არაჩვეულებრივად წერ! ეს არ მქონდა წაკითხული... :-* 5
39. ეხლა წავიკითხე და ვისიამოვნე ნამდვილად... როგორ ფილმივით ჩაიარა მთელმა ცხოვრებამ?!... ერთმანეთს ენაცვლებოდნენ შავ-თეთრი და ფერადი კადრები... გურული კილოთი გალამაზებული, საოცრად სასიამოვნო თხრობა... სევდის, ტკივილის, სითბოს და სიყვარულის საოცარი ნაზავია... 55555! :-* ეხლა წავიკითხე და ვისიამოვნე ნამდვილად... როგორ ფილმივით ჩაიარა მთელმა ცხოვრებამ?!... ერთმანეთს ენაცვლებოდნენ შავ-თეთრი და ფერადი კადრები... გურული კილოთი გალამაზებული, საოცრად სასიამოვნო თხრობა... სევდის, ტკივილის, სითბოს და სიყვარულის საოცარი ნაზავია... 55555! :-*
38. მახსოვს აქ გავჩუმდი,ვერაფერი დავწერე.. ახლა კი მინდა მადლობა გითხრა ამ ცრემლებისთვის, ფეხდაფეხ მოგყვებოდი- ეკალდაყრილი. მახსოვს აქ გავჩუმდი,ვერაფერი დავწერე.. ახლა კი მინდა მადლობა გითხრა ამ ცრემლებისთვის, ფეხდაფეხ მოგყვებოდი- ეკალდაყრილი.
37. მემოწონა
+5 მემოწონა
+5
36. დრო ულმობელია: ეს ასოციაცია წამოვიდა, ვისიამოვნე. დრო ულმობელია: ეს ასოციაცია წამოვიდა, ვისიამოვნე.
34. ძალიან მომეწონა, შენთან ერთად მეც შემოვიარე გურია, ზომიერი ემოცია, იუმორ შეზავებული ლამაზი, ცოცხალი პროზა, მადლობა სიამოვნებისათვის ავტორო! +5 ძალიან მომეწონა, შენთან ერთად მეც შემოვიარე გურია, ზომიერი ემოცია, იუმორ შეზავებული ლამაზი, ცოცხალი პროზა, მადლობა სიამოვნებისათვის ავტორო! +5
33. ახლა ვერ მოვასწრებ წაკითხვას,სხვა დროს გესტუმრებით ახლა ვერ მოვასწრებ წაკითხვას,სხვა დროს გესტუმრებით
32. ძალიან თბილი :) ძალიან თბილი :)
31. ახლოს მოვიდა ჩემთან წარმატებები++++ ახლოს მოვიდა ჩემთან წარმატებები++++
30. კარგად წერთ წარმატებები უცნობ მეგობარს + + + კარგად წერთ წარმატებები უცნობ მეგობარს + + +
29. თქვენ გაიხარეთ, ძალიან თბილია და გულის სიღრმეში ჩააღწია... ასე სულმოუთქმელად დიდი ხანია აღარაფერი წამიკითხავს... ++ თქვენ გაიხარეთ, ძალიან თბილია და გულის სიღრმეში ჩააღწია... ასე სულმოუთქმელად დიდი ხანია აღარაფერი წამიკითხავს... ++
28. მოგიკითხავთ... :) ამ ბოლო დროს იშვიათად ვიცლი ლიტ. საიტებისთვის და თქვენი ნაწარმოებებიც ვეღარ წავიკითხე თავის დროზე... თბილი და ლამაზი სევდით ამავსო თქვენმა მოთხრობამ... წარსულის, სოფლად გატარებული ბავშვობის მონატრებას ხშირად ვგრძნობ მეც და ამიტომ ძალიან ახლობელია ჩემთვის თქვენგან გადმოცემული განცდები... უბრალოდ, თავისუფლად ხატავთ ახლობელ ადამიანებს, მოვლენებს და მშვენიერი ნაწარმოები გამოგდით... კვლავაც წარმატებებს გისურვებთ... :) მოგიკითხავთ... :) ამ ბოლო დროს იშვიათად ვიცლი ლიტ. საიტებისთვის და თქვენი ნაწარმოებებიც ვეღარ წავიკითხე თავის დროზე... თბილი და ლამაზი სევდით ამავსო თქვენმა მოთხრობამ... წარსულის, სოფლად გატარებული ბავშვობის მონატრებას ხშირად ვგრძნობ მეც და ამიტომ ძალიან ახლობელია ჩემთვის თქვენგან გადმოცემული განცდები... უბრალოდ, თავისუფლად ხატავთ ახლობელ ადამიანებს, მოვლენებს და მშვენიერი ნაწარმოები გამოგდით... კვლავაც წარმატებებს გისურვებთ... :)
27. მიყავარს მე ეს ავტორიიი
მიყავარს მე ეს ავტორიიი
26. ლამაზი,გულიანი ნაწერი+2 ლამაზი,გულიანი ნაწერი+2
25. ვიტირე.... ძალიან განვიცადე.... გულს ეტკინა რაღაც და დარჩა მშვენიერ განცდად... კარგად წერთ...ძალიან კარგად....:) ვიტირე.... ძალიან განვიცადე.... გულს ეტკინა რაღაც და დარჩა მშვენიერ განცდად... კარგად წერთ...ძალიან კარგად....:)
24. მოვიწონე ეს მოთხრობა!!! უდაოდ ძალიან კარგი ნაწერი!!! ჩემი მოწონება აქ!!! გაიხარე შენა!!! მოვიწონე ეს მოთხრობა!!! უდაოდ ძალიან კარგი ნაწერი!!! ჩემი მოწონება აქ!!! გაიხარე შენა!!!
23. ნამდვილად კარგად წერთ! როგორი, თბილი, ნაღვლიანი და რეალური ისტორიაა! და რა ოსტატურად მოთხრობილი! ეს აჭარიზმებიც დიალოგებში როგორ ზომიერად შემოგაქვს! მოკლედ: ჩემი დიდი მოწონება აქ! 55555 ნამდვილად კარგად წერთ! როგორი, თბილი, ნაღვლიანი და რეალური ისტორიაა! და რა ოსტატურად მოთხრობილი! ეს აჭარიზმებიც დიალოგებში როგორ ზომიერად შემოგაქვს! მოკლედ: ჩემი დიდი მოწონება აქ! 55555
22. აი კიდევ შემოვბრუნდი აქ :) ე.ი ... ძალიან მომეწონა აი კიდევ შემოვბრუნდი აქ :) ე.ი ... ძალიან მომეწონა
21. ნენეეეეევ აი რა დევნახე, ჯინავ საღოლ გითხარ, სად ხარ გოვ, რჩეულ ავტორებს მოგილოცავ სულისკვეებით, აქამდედა ყოფილიყო სამართლიანობა, ჰამან ყველაფერს ფარდა ეეხადა, ჯინავ ძლიერი ხარ ნენეეეეევ აი რა დევნახე, ჯინავ საღოლ გითხარ, სად ხარ გოვ, რჩეულ ავტორებს მოგილოცავ სულისკვეებით, აქამდედა ყოფილიყო სამართლიანობა, ჰამან ყველაფერს ფარდა ეეხადა, ჯინავ ძლიერი ხარ
20. ძალიან კარგია, გასაგები და ახლობელი +555 ძალიან კარგია, გასაგები და ახლობელი +555
19. ჯინა მიყვარს! ჯინა მიყვარს!
18. კარგად და მთლიანად მოგვიანებით წავიკითხავ :)
+5 და პასუხისმგებელი ვარ ქულაზე :) კარგად და მთლიანად მოგვიანებით წავიკითხავ :)
+5 და პასუხისმგებელი ვარ ქულაზე :)
17. ჯინა, ძვირფასო! გათავხედებული ცხოვრებისეული პრობლემების გადამკიდემ, როგორც იქნა მოვიცალე და გულისყურით წავიკითხე შენი ლამაზი ენით დაწერილი მშვენიერი მოთხრობა. ფასი და ღირებულება ამ მოთხრობისა, სწორედ იმ სისადავეში, უბრალოებაში და ჩვეულებრიობაშია, როგორც შენ მოგვაწოდე. ერთი შეხედვით აქ თითქოს არაფერია ახალი, მაგრამ ძველი ძველებშიც რომ ძველია და ახლებური გადმოცემით ახლებშიც რომ ახლის იერს ატარებს, ამიტომაა კარგი. ცხოვრება ცხოვრებაა, მსგავსებებითა და განსხვავებებით, დრო კი დროა, რომელიც არსად არ მიდის, დროს მხოლოდ ჩვენ მივყავართ ჩვენეული ცხოვრებით , სიხარულებითა და სევდით, მივყავართ რათა დღევანდელობა გუშინდლად აქციოს და მოგონებათა სკივრში მიუჩინოს სათანადო ადგილი. და ამ ტკბილ-მწარე მოგონებათა სკივრს, თითოეული ჩვენთაგანის გაქვავებული ისტორია ჰქვია, რომელსაც სიტყვა, მხოლოდ კაზმული სიტყვა ინახაცს, აცოცხლებს მას, რითაც ადამიანები ნაღველს ვიქარვებთ, ვიმსუბუქებთ სევდას და ვიურვებთ გულს. ამიტომაც აღმოხდა ალბათ ფრანსუა ვიიონს: ვერვინ წაუა პრინცო, გარდუვალს, ქრება ციმციმიც მარგალიტების და ვიმეორებთ სოფლის სამდურავს: სად არის თოვლი შარშანწინდელი? მადლობა შენ. გაიხარე. ჯინა, ძვირფასო! გათავხედებული ცხოვრებისეული პრობლემების გადამკიდემ, როგორც იქნა მოვიცალე და გულისყურით წავიკითხე შენი ლამაზი ენით დაწერილი მშვენიერი მოთხრობა. ფასი და ღირებულება ამ მოთხრობისა, სწორედ იმ სისადავეში, უბრალოებაში და ჩვეულებრიობაშია, როგორც შენ მოგვაწოდე. ერთი შეხედვით აქ თითქოს არაფერია ახალი, მაგრამ ძველი ძველებშიც რომ ძველია და ახლებური გადმოცემით ახლებშიც რომ ახლის იერს ატარებს, ამიტომაა კარგი. ცხოვრება ცხოვრებაა, მსგავსებებითა და განსხვავებებით, დრო კი დროა, რომელიც არსად არ მიდის, დროს მხოლოდ ჩვენ მივყავართ ჩვენეული ცხოვრებით , სიხარულებითა და სევდით, მივყავართ რათა დღევანდელობა გუშინდლად აქციოს და მოგონებათა სკივრში მიუჩინოს სათანადო ადგილი. და ამ ტკბილ-მწარე მოგონებათა სკივრს, თითოეული ჩვენთაგანის გაქვავებული ისტორია ჰქვია, რომელსაც სიტყვა, მხოლოდ კაზმული სიტყვა ინახაცს, აცოცხლებს მას, რითაც ადამიანები ნაღველს ვიქარვებთ, ვიმსუბუქებთ სევდას და ვიურვებთ გულს. ამიტომაც აღმოხდა ალბათ ფრანსუა ვიიონს: ვერვინ წაუა პრინცო, გარდუვალს, ქრება ციმციმიც მარგალიტების და ვიმეორებთ სოფლის სამდურავს: სად არის თოვლი შარშანწინდელი? მადლობა შენ. გაიხარე.
16. მომეწონა ძალიან.. +2 ჯინას :*
მომეწონა ძალიან.. +2 ჯინას :*
15. კარგია, ყოჩაღ ჯინა.+ კარგია, ყოჩაღ ჯინა.+
14. „კვლავ მივაბიჯებ სოფლის გზაზე მშობლიურ კუთხის, უნებურად დამიმჩატდა ფეხი, დამიმძიმდა გული.“ - ასე წერს ტაკუბოკუ, ოცდაშვიდი წლის იაპონელი პოეტი. მე ამდენი ვილაპარაკე... რამე ვთქვი უკეთესად?.. არა მგონია...
თქვი... მთავარი თქვი და ეტყობა ამიტომ ამტკივდა... რადა ყველაფერი: დედის სურათი, რომელსაც თვალს არიდებდი ბავშვობაში; მეზობლების მიერ მოწოდებული გაყოფილი ლუკმა, ცხელი საჭმელი თუ ცხელი ხაჭაპური, თბილისში გატანებული კოცნის მადლი და ძალა; ერთად დარჩეული თხილი... ჯინა, სულ მგონია, რომ ადამიანებმა არსად იციან ისეთი უშუალო, ისეთი თბილი და უბრალო დამოკიდებულება, როგორც სოფელში, მხოლოდ აქ სეუძლიათ ისე გააკეთონ სიკეთე, დაგტუქსონ კიდეც, აი, იმ შენი ფაცია ბებიასავით... თქვი, ის თქვი, რომ საკუთარი სახლი ის ადგილია, სადაც მუდამ გელოდებიან; რომ საკუთარ სოფელში უფრო მყარად დგახარ, საკუთარ მიწაზე, საკუთარი ადამიანების საფლავებზე უფრო მეტად იწურავ მდუღარე ცრემლს... მეტი რაღა უნდა გეთქვა, დალოცვილო... სიცოცხლე როგორდაც უნდა გაჭირდეს, ხომ გრძნობ, რომ ისე ჯიუტია, გრძელდება სულ, მარადიულად გრძელდება... გაიხარე შენ... ახლა გულაფართქალებული ავივლი ჩემი სოფლის აღმართს მეც:) „კვლავ მივაბიჯებ სოფლის გზაზე მშობლიურ კუთხის, უნებურად დამიმჩატდა ფეხი, დამიმძიმდა გული.“ - ასე წერს ტაკუბოკუ, ოცდაშვიდი წლის იაპონელი პოეტი. მე ამდენი ვილაპარაკე... რამე ვთქვი უკეთესად?.. არა მგონია...
თქვი... მთავარი თქვი და ეტყობა ამიტომ ამტკივდა... რადა ყველაფერი: დედის სურათი, რომელსაც თვალს არიდებდი ბავშვობაში; მეზობლების მიერ მოწოდებული გაყოფილი ლუკმა, ცხელი საჭმელი თუ ცხელი ხაჭაპური, თბილისში გატანებული კოცნის მადლი და ძალა; ერთად დარჩეული თხილი... ჯინა, სულ მგონია, რომ ადამიანებმა არსად იციან ისეთი უშუალო, ისეთი თბილი და უბრალო დამოკიდებულება, როგორც სოფელში, მხოლოდ აქ სეუძლიათ ისე გააკეთონ სიკეთე, დაგტუქსონ კიდეც, აი, იმ შენი ფაცია ბებიასავით... თქვი, ის თქვი, რომ საკუთარი სახლი ის ადგილია, სადაც მუდამ გელოდებიან; რომ საკუთარ სოფელში უფრო მყარად დგახარ, საკუთარ მიწაზე, საკუთარი ადამიანების საფლავებზე უფრო მეტად იწურავ მდუღარე ცრემლს... მეტი რაღა უნდა გეთქვა, დალოცვილო... სიცოცხლე როგორდაც უნდა გაჭირდეს, ხომ გრძნობ, რომ ისე ჯიუტია, გრძელდება სულ, მარადიულად გრძელდება... გაიხარე შენ... ახლა გულაფართქალებული ავივლი ჩემი სოფლის აღმართს მეც:)
13. საოცრად თბილი ნაწერია, უშუალო თხრობა... ძალიან მომწონს :) ბრავო! საოცრად თბილი ნაწერია, უშუალო თხრობა... ძალიან მომწონს :) ბრავო!
12. ძალიან მომეწონაა! :) ძალიან მომეწონაა! :)
11. ჯინა, ჯინა... ნეტავ მართლა ისეთი ხართ, როგორიც მე წარმოგიდგინეთ ამ საოცრად ალალ და თბილ მოთხრობაში? თუმცა ეს მოთხრობა კი არა, მთელი ცხოვრებაა... დიდი მადლობა! ჯინა, ჯინა... ნეტავ მართლა ისეთი ხართ, როგორიც მე წარმოგიდგინეთ ამ საოცრად ალალ და თბილ მოთხრობაში? თუმცა ეს მოთხრობა კი არა, მთელი ცხოვრებაა... დიდი მადლობა!
10. ძალიან თბილი და მშობლიური ნაწრია ... ფერების გარეშე...ნატურალური... ამიტომ უფრო მეტად მოდის გულთან...5 ძალიან თბილი და მშობლიური ნაწრია ... ფერების გარეშე...ნატურალური... ამიტომ უფრო მეტად მოდის გულთან...5
9. რავა ხვარბეტს მიამსგავსე ნენა , მაი სოფელი:) თუმცა, როგორც ყველა გურული სიბერეში, ისე ყველა სოფელი მოგონობებში ერთმანეტს ჰგავს:) რავა ხვარბეტს მიამსგავსე ნენა , მაი სოფელი:) თუმცა, როგორც ყველა გურული სიბერეში, ისე ყველა სოფელი მოგონობებში ერთმანეტს ჰგავს:)
8. აუღელვებლად ვერ წავიკითხე და ამ ნაწარმოების გმირთან ერთად გავიარე მთელი ის გზა....ბავშვობიდან გულჩვილობა შემომპარვია ნამეტანი... :) მახსოვს...თითქოს ახლა იყო, ერთ დღეს ძალიან, ძლიან მომინდა ბავშვობაში დაბრუნება და წავედი იმ ადგილებში, სადაც ბავშვობა გავატარე, ლამის ფეხშიშველმა, ყველა ქუჩა მოვიარე, ნაბიჯ ნაიჯ ცოცხლდებოდნენ მოგონებები, თითქოს იასამანის სუნიც კი ვიგრძენი, ერთმა უზომოდ შეყვარებულმა ბიჭმა რომ მაჩუქა და ყველა დღე მიგზავნიდა თაიგულებს, მე კი...ზედაც არ ვუყურებდი. ახლაც ისევ ბაშვობაში დამაბრუნე ჯინა...მადლობა ამისათვის. აუღელვებლად ვერ წავიკითხე და ამ ნაწარმოების გმირთან ერთად გავიარე მთელი ის გზა....ბავშვობიდან გულჩვილობა შემომპარვია ნამეტანი... :) მახსოვს...თითქოს ახლა იყო, ერთ დღეს ძალიან, ძლიან მომინდა ბავშვობაში დაბრუნება და წავედი იმ ადგილებში, სადაც ბავშვობა გავატარე, ლამის ფეხშიშველმა, ყველა ქუჩა მოვიარე, ნაბიჯ ნაიჯ ცოცხლდებოდნენ მოგონებები, თითქოს იასამანის სუნიც კი ვიგრძენი, ერთმა უზომოდ შეყვარებულმა ბიჭმა რომ მაჩუქა და ყველა დღე მიგზავნიდა თაიგულებს, მე კი...ზედაც არ ვუყურებდი. ახლაც ისევ ბაშვობაში დამაბრუნე ჯინა...მადლობა ამისათვის.
7. წავილითხე და ძალიან მომეწონა გურული სოფელი, ასე სევდიანად და ლამაზად აღწერილი...... წავილითხე და ძალიან მომეწონა გურული სოფელი, ასე სევდიანად და ლამაზად აღწერილი......
5. მუდამ მიყვარდა მატარებლით მგზავრობა, დღემდე რომანტიკულად მივიჩნევ - რაღაც აუხსნელსა და სასიამოვნოს ველოდები, მოუსვენრობა მიპყრობს ხოლმე... ანალოიგური გრძნობა! სასიამოვნოდ ჩავიკითხე...ლამაზი მოთხრობაა. :) 5 მუდამ მიყვარდა მატარებლით მგზავრობა, დღემდე რომანტიკულად მივიჩნევ - რაღაც აუხსნელსა და სასიამოვნოს ველოდები, მოუსვენრობა მიპყრობს ხოლმე... ანალოიგური გრძნობა! სასიამოვნოდ ჩავიკითხე...ლამაზი მოთხრობაა. :) 5
4. ხო, ახლა მივხვდი, ის ლექსი გურიაზე რატომ მოგეწონათ:))) ხო, ახლა მივხვდი, ის ლექსი გურიაზე რატომ მოგეწონათ:)))
3. მიუხედავად სევდისა , სითბო მოაქვს. მომეწონა მიუხედავად სევდისა , სითბო მოაქვს. მომეწონა
2. კარგია ჯინა. ჩემი აზრით( და ვიცი დამეთანხმები), ხელოვნების გალაქტიკაში, ყველა ვარსკვლავს თავისი ადგილი აქვს. ოღონდ ზოგი დიდია, ზოგი–პატარა. კარგია ჯინა. ჩემი აზრით( და ვიცი დამეთანხმები), ხელოვნების გალაქტიკაში, ყველა ვარსკვლავს თავისი ადგილი აქვს. ოღონდ ზოგი დიდია, ზოგი–პატარა.
1. სევდიანი, ლამაზი მოთხრობა, ზაფხულის ბალახის და ბავშვობის სუნით გაჟღენთილი... სევდიანი, ლამაზი მოთხრობა, ზაფხულის ბალახის და ბავშვობის სუნით გაჟღენთილი...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|