ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პეტრე
ჟანრი: პოეზია
9 ნოემბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

თრობა

თრობა


ზამთრის ქირაში გაზაფხულმა ყანა მოიხნა,
ღვარობის თვეში გამოისარკა,
გამომზიგულდა მზის ლილიფარი,
და იეთერა ქალის ეშხმა,
თავთა გარუზი როცა მოიხსნა.

საქოჩრიდან კოჭებამდე,
მზის ანათალის სხივმა გამხურა,
ნდომით პირწყალი მოვიდა!
მუხლები ოფლმა გაწურა!
ბორიოს ქარის ტეხურამ,
ყინვის სამსჭვალი მახურა!

მოუთხრობელი სურნელი ქალის,
ვგრძნობ რომ იმგვარი თრობით მაპკურებს,
ნაწნეხ ჭაჭიდან გამოჰქაჯული,
ლეშხი ცვარივით გულზე წკაპუნებს.

წყლულთ შემხვეველი მშველელი,
ღვინო, ღვინისა ყურძნის ნაწური,
ყელი ისე მთხოვს, ისე მანდომებს,
ბორა, ხავიწი და ყაიმაღი,
გუგუმი თუნგით წყალს რომ განდომებს!

ლიანქერივით ღვარადშვებული,
ღვინო, მტკვრის ტოტად გადმოშვებული,
სადაც ულევი ქვევრ-თასებია,
შიოს მარანი მიმისებია.

პერპერა ოქროს ფერივით ღვინო,
სუნთქვაშეკრულმა ჩარექით შევსვი,
და შეძახილი მერიქიფესი:
-ფრთხილად თავადო! თავდაჭერილი ღვინოა, გესმის?!
მართლა არ მესმის!

თრობის ძაფებით ღვინო მეძახვა,
მეც ღამის მეხრემ მისხამდე ვსდიე,
და შავრა ცხენით გაფრენილ ღვინოს,
მოხისფეხებით ვერ დავეწიე.

არ ვიცი რა ვთქვა, ჩვენ კაცთა მოდგმას,
ამის პასუხი რომ დაგვჭირდება,
მათრობელია უფრორე ღვინო,
თუ მამა ღმერთის ბოლო ქმნილება?!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები