ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
18 ნოემბერი, 2010


ოჯახი

ოჯახი,რამხელა სიტყვაა,რა თბილი.
წევრები ოჯახის-სიცოცხლის მტრედები,
ვბერდებით და მერე სულაც არ განვიცდით,
მოვკვდებით მხოლოდ  და - არ გადავშენდებით.

სიცოცხლის საზომი არავინ არ იცის,
თუმც ვხვდებით  სითბოს და ანთია კერიაც,
არ ვიცით ვინ მოვა ჩვენს მერე ოჯახში
და ბედის ბორბალზე რა როგორ წერია.

ვბერდებით და მერე სულაც არ განვიცდით,
მოვკვდებით მხოლოდ  და - არ გადავშენდებით.
ოჯახი,რამხელა სიტყვაა,რა თბილი.
ოჯახის წევრები -სიცოცხლის მტრედები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები