ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ADOLF KOMUNIST
ჟანრი: იუმორისტული
18 იანვარი, 2011


ზაზა ფირცხალაიშვილს

ასაკი ნელ-ნელა ეფერდება,
თუმც მან დროს დაუგო კაკანათი,
ის მაინც უცოლოდ გვიბერდება,
ქალებს კი თავბრუს ხვევს ჭაღარათი.
მე ვურჩევ მიხედოს სანამ დროა
და სანამ უვარგა ¨აპარატი¨
სანამდის დაეწყო წნევები და
სახსრის ტკივილი და ფაღარათი,
ხოლო ჩვენ წეროებს შევუთანხმდეთ,
რომ გამოუგზავნონ ამანათი
და ზაზა გვენახოს ცოლთან ერთად,
მისფერი გურული ბაღანათი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები