ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კომედიანტკა
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2011


თვითმკვლელი ლექსი



უჩვეულოა ლექსს ვწერ, მაგრამ პოეტი არ ვარ,
ეს ღამე ისევ ქარის მხრებით დააქვთ მაქციებს.
ჩემი გონება აქლემივით მისდევს ქარავანს,
აზრების...და, მე სტრიქონებად ვეღარ ვაქციე.

რა უნდა ახსნა, როცა გრგძნობ, რომ სუნია შმორის.
დგახარ სართულზე ფანჯარასთან სადღაც მეექვსე-
სართულსა და გამოკიდულ აივნებს შორის,
რომ სვამ უბრალოდ მარტოობის მწარე ელექსირს

და ახლა გინდა პოეტივით მოიკლა თავი!
თან მაინც ფიქრობ რას იტყვიან სიკვდილის შემდეგ.
ალბათ ვიღაცა სულის კივილს დაარქმევს ხავილს…
მერე არ გყოფნის სიმაღლე და გსურს სკამზე შედგე

რომ ტანი ძლივსღა შეიკავო აგიცდეს ფეხიც.
მე ვეღარ ავხსნი ვეღარაფერს მე არ ვარ “მეფე”,
რა ფრთები?- თეთრი მკლავებია წყვდიადის მეხრე,
თქვენ გადაწყვიტეთ ვეცემი თუ უბრალოდ ვერ ვფრენ

იქნებ ბაცილა შეგეყაროთ თვითმკვლელი ლექსის.
მოკლედ ღამეა, კუდიანებს ჟინი ჭირთ მთვარის.
ახლა სართულზე ფანჯარასთან…სადღაც მეექვსე
ვდგავარ და მინდა, პოეტივით მოვიკლა თავი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები