ჩემს ცოლსა ჰკითხეთ, რად ვუყვარვარ, მე ვერას გეტყვით… მონადირე ვარ, მეომარი, მწყემსი, მეგუთნე… მთელი ცხოვრება გამარჯვების ყიჟინას ვცემდი, ან ვებმებოდი დამარცხების უხმო ფერხულში.
ძველ ამბარშია ჩაწერილი ჩემი ამბავი, როგორ ვხნავდი და როგორ ვთესავდი. ის, ჩემი ცოლი, მოდიოდა. ჭრელი თავშალით მოჰქონდა ჩემთვის პური, ღვინო, აღზევანის მწიკვი მარილი… მერე მიწიდან ხელმეორედ იწვერებოდა ხორბლის თავთუხად, მწირი საგზლიდან დავარდნილი სიყვარულის ერთი მარცვალი.
თუ ვნადირობდი, ან საომრად თუ მივდიოდი, ის სახლში იჯდა. ჯალაბს უვლიდა და ფიქრობდა, რომ მე ვიყავი, ვინც ბრძოლაში გამარჯვებული მთვარედ ჰკიდებდა ცის ჭერხოზე მტრის მოჭრილ მტევანს. და მთელი ღამე, როცა ყველას მიაძინებდა, თავაუღებლად თითისტარზე ნისლებს მირთავდა. დილით კი გორგალს ლურჯ ბილიკზე ძაფად არღვევდა, რომ დაბრუნება შემძლებოდა თუნდაც ლეგენდად, თუნდაც სიმღერედ, თუნდაც მითებად.
თუ იალაღებს ვალაღებდი თეთრი ბატკნებით, ის, ჩემი ცოლი, თავის სხეულს სანთლად მინთებდა, მოლაღურივით მისტვენდა და კენჭებზე ხტოდა, რომ გავყოლოდი მის პატარა ნაფეხურებს, მივსულიყავი ვნებისაგან გამთბარ სახლში და მონატრებული, მივფერებოდი ქერისფერ თმებზე.
მე ვერას გეტყვით, ჩემს ცოლს ჰკითხეთ, ახლაც ვუყვარვარ. აგე, მთიები ჩემს ჯუბაზე ამოქარგულ ორნამენტებს ჰგავს – ჩითისკბილას, ნაჭრელს, ჯვრიანას… მე კი გზაში ვარ, ოღონდ ახლა – მიწიდან ცისკენ. სახეში მცემენ საზარელი, ცხადი სიზმრები: ცალად დამირჩა ჩემი ცოლი – ჩემი ირემი და ჯავრიანად, კი არ ბღავის ცრემლებშემხმარი, ჩემი საფლავის ლოდსა ლოკავს ქვამარილივით!
ჩემი ლამაზი, პატარა ქალი…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. ჩემი ლამაზი, პატარა ქალი…
:) უთბილესი ლექსია და ძალიან მომეწონა 5 ჩემი ლამაზი, პატარა ქალი…
:) უთბილესი ლექსია და ძალიან მომეწონა 5
26. კიდევ წავიკითხე და ...
ცალად დამირჩა ჩემი ცოლი – ჩემი ირემი და ჯავრიანად, კი არ ბღავის ცრემლებშემხმარი, ჩემი საფლავის ლოდსა ლოკავს ქვამარილივით!
ჩემი ლამაზი, პატარა ქალი…
ძალიან,,,ძალიან მიყვარხარ ავტორო ლელა...:-* კიდევ წავიკითხე და ...
ცალად დამირჩა ჩემი ცოლი – ჩემი ირემი და ჯავრიანად, კი არ ბღავის ცრემლებშემხმარი, ჩემი საფლავის ლოდსა ლოკავს ქვამარილივით!
ჩემი ლამაზი, პატარა ქალი…
ძალიან,,,ძალიან მიყვარხარ ავტორო ლელა...:-*
24. ძალიან მაგარია ესლექსი,ღრმა შინაარსით..+++++ ძალიან მაგარია ესლექსი,ღრმა შინაარსით..+++++
23. ლამაზია +2 :) ლამაზია +2 :)
22. ძველ ამბარშია ჩაწერილი ჩემი ამბავი, როგორ ვხნავდი და როგორ ვთესავდი.
: )))
+ + ძველ ამბარშია ჩაწერილი ჩემი ამბავი, როგორ ვხნავდი და როგორ ვთესავდი.
: )))
+ +
21. მადლობა:) მუხას: ამბარი _ იგივე ბეღელია, დიდი ტევადობის სათავსი ხორბლეულის, ან ფქვილის შესანახად:) მადლობა:) მუხას: ამბარი _ იგივე ბეღელია, დიდი ტევადობის სათავსი ხორბლეულის, ან ფქვილის შესანახად:)
20. "ბინდის ფერო... "
აქედან გამომყვა, როგორც ჩანს :)
"ბინდის ფერო... "
აქედან გამომყვა, როგორც ჩანს :)
19. მე ვერას გეტყვით, ჩემს ცოლს ჰკითხეთ, ახლაც ვუყვარვარ. აგე, მთიები ჩემს ჯუბაზე ამოქარგულ ორნამენტებს ჰგავს – ჩითისკბილას, ნაჭრელს, ჯვრიანას… მე კი გზაში ვარ, ოღონდ ახლა – მიწიდან ცისკენ. სახეში მცემენ საზარელი, ცხადი სიზმრები: ცალად დამირჩა ჩემი ცოლი – ჩემი ირემი და ჯავრიანად, კი არ ბღავის ცრემლებშემხმარი, ჩემი საფლავის ლოდსა ლოკავს ქვამარილივით!
ჩემი ლამაზი, პატარა ქალი… გავშეშდი მე ვერას გეტყვით, ჩემს ცოლს ჰკითხეთ, ახლაც ვუყვარვარ. აგე, მთიები ჩემს ჯუბაზე ამოქარგულ ორნამენტებს ჰგავს – ჩითისკბილას, ნაჭრელს, ჯვრიანას… მე კი გზაში ვარ, ოღონდ ახლა – მიწიდან ცისკენ. სახეში მცემენ საზარელი, ცხადი სიზმრები: ცალად დამირჩა ჩემი ცოლი – ჩემი ირემი და ჯავრიანად, კი არ ბღავის ცრემლებშემხმარი, ჩემი საფლავის ლოდსა ლოკავს ქვამარილივით!
ჩემი ლამაზი, პატარა ქალი… გავშეშდი
18. "ირემო მთასა მყვირალო, რამ ჩამოგაგდო ბარადა, მეუღლე ჩემი მომიკლეს, დავეხეტები ცალადა" ამ ლექსის პატარა, ლამაზი მოთხრობა მეგონა უცბად! ! " ... ძველ ამბარშია ჩაწერილი" ვერ გავიგე მომეწონა,რა თქმა უნდა
"ირემო მთასა მყვირალო, რამ ჩამოგაგდო ბარადა, მეუღლე ჩემი მომიკლეს, დავეხეტები ცალადა" ამ ლექსის პატარა, ლამაზი მოთხრობა მეგონა უცბად! ! " ... ძველ ამბარშია ჩაწერილი" ვერ გავიგე მომეწონა,რა თქმა უნდა
17. "სიმღერე" _ საგმირო საქმეების წყობილ სიტყვად ასხმულ ქმნილებას ჰქვია უკაცრავად მაშინ :)
მაგრამ რაც შეეხება იმას , რომ სადღაც წამიკითხავს, ამაში ლექსი ვიგულისხმე მთლიანად
სადმე თუ გაქვთ გამოქვეყნებული და როდის?
"სიმღერე" _ საგმირო საქმეების წყობილ სიტყვად ასხმულ ქმნილებას ჰქვია უკაცრავად მაშინ :)
მაგრამ რაც შეეხება იმას , რომ სადღაც წამიკითხავს, ამაში ლექსი ვიგულისხმე მთლიანად
სადმე თუ გაქვთ გამოქვეყნებული და როდის?
16. ძალიან ლამაზია...პატარა ქალივით...:–* ძალიან ლამაზია...პატარა ქალივით...:–*
15. მომეწონა, ცხადია! 555 მომეწონა, ცხადია! 555
14. ძალიან მაგარი ლექსია ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე. ძალიან მაგარი ლექსია ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე.
13. მადლობა:) ად- ნ-ი-კ-:) პირადი მადლობა და განმარტება: "სიმღერე" _ საგმირო საქმეების წყობილ სიტყვად ასხმულ ქმნილებას ჰქვია და მას თავისი მუსიკალური ჰანგი აქვს ფანდურზე, ამით განსხვავდება ის საგმირო ლექსისგან, ასე უწოდებდნენ ხევსურები. ამ ლექსში, პირდაპირ, მიკიბ–მოკიბვის გარეშე, დევს ქართული საგმირო, სამიჯნურო, პოეზიის "ნიმუშები". ძირითად მეტაფორებს და სიმბოლოებს ხშირ შემთხვევაში, შეგნებულად არ ვცვლი (სხვა გამოქვეყნებულ თუ გამოუქვეყნებელ ლექსებში), არც ამ ლექსში შემიცვლია. მაგ. ფინალი პირდაპირი რემინისცენციაა ძალიან ლამაზი, საოცრად სევდიანი ჰანგის მქონე ხალხური ლექსისა: ირემო, მთასა მყვირალო, რამ ჩამოგაგდო ბარადა, მეუღლე ჩემი მომიკლეს, დავეხეტები ცალადა'... ეს, მოკლედ:) პ.ს. პატივს ვცემ კორექტულად გამოთქმულ აზრს, კიდევ ერთხელ, მადლობა:) მადლობა:) ად- ნ-ი-კ-:) პირადი მადლობა და განმარტება: "სიმღერე" _ საგმირო საქმეების წყობილ სიტყვად ასხმულ ქმნილებას ჰქვია და მას თავისი მუსიკალური ჰანგი აქვს ფანდურზე, ამით განსხვავდება ის საგმირო ლექსისგან, ასე უწოდებდნენ ხევსურები. ამ ლექსში, პირდაპირ, მიკიბ–მოკიბვის გარეშე, დევს ქართული საგმირო, სამიჯნურო, პოეზიის "ნიმუშები". ძირითად მეტაფორებს და სიმბოლოებს ხშირ შემთხვევაში, შეგნებულად არ ვცვლი (სხვა გამოქვეყნებულ თუ გამოუქვეყნებელ ლექსებში), არც ამ ლექსში შემიცვლია. მაგ. ფინალი პირდაპირი რემინისცენციაა ძალიან ლამაზი, საოცრად სევდიანი ჰანგის მქონე ხალხური ლექსისა: ირემო, მთასა მყვირალო, რამ ჩამოგაგდო ბარადა, მეუღლე ჩემი მომიკლეს, დავეხეტები ცალადა`... ეს, მოკლედ:) პ.ს. პატივს ვცემ კორექტულად გამოთქმულ აზრს, კიდევ ერთხელ, მადლობა:)
12. სად შეიძლება მქონდეს წაკითხული ეს? ოღონდ ამ ბოლო დროს არა.
შესანიშნავია 5 უსიტყვოდ :)
"თუნდაც სიმღერედ" - კორექტურაა შეასწორეთ სად შეიძლება მქონდეს წაკითხული ეს? ოღონდ ამ ბოლო დროს არა.
შესანიშნავია 5 უსიტყვოდ :)
"თუნდაც სიმღერედ" - კორექტურაა შეასწორეთ
11. მშვენიერია-მეთქი, ლელა... :) 555555555 მშვენიერია-მეთქი, ლელა... :) 555555555
10. თუ იალაღებს ვალაღებდი თეთრი ბატკნებით, ის, ჩემი ცოლი, თავის სხეულს სანთლად მინთებდა, მოლაღურივით მისტვენდა და კენჭებზე ხტოდა, რომ გავყოლოდი მის პატარა ნაფეხურებს, მივსულიყავი ვნებისაგან გამთბარ სახლში და მონატრებული, მივფერებოდი ქერისფერ თმებზე.
ცალად დამირჩა ჩემი ცოლი – ჩემი ირემი და ჯავრიანად, კი არ ბღავის ცრემლებშემხმარი, ჩემი საფლავის ლოდსა ლოკავს ქვამარილივით!
ჩემი ლამაზი, პატარა ქალი… თუ იალაღებს ვალაღებდი თეთრი ბატკნებით, ის, ჩემი ცოლი, თავის სხეულს სანთლად მინთებდა, მოლაღურივით მისტვენდა და კენჭებზე ხტოდა, რომ გავყოლოდი მის პატარა ნაფეხურებს, მივსულიყავი ვნებისაგან გამთბარ სახლში და მონატრებული, მივფერებოდი ქერისფერ თმებზე.
ცალად დამირჩა ჩემი ცოლი – ჩემი ირემი და ჯავრიანად, კი არ ბღავის ცრემლებშემხმარი, ჩემი საფლავის ლოდსა ლოკავს ქვამარილივით!
ჩემი ლამაზი, პატარა ქალი…
9. ძალიან მიყვარს თქვენი ლექსები, თუმცა ამ შემთხვევაში ზედმეტად ნამუშევარი მგონია ეს... და ბევრი სხვა ბოლო დროს წაკითხული ნაწერების ასოციაცია გამოიწვია... ძალიან მიყვარს თქვენი ლექსები, თუმცა ამ შემთხვევაში ზედმეტად ნამუშევარი მგონია ეს... და ბევრი სხვა ბოლო დროს წაკითხული ნაწერების ასოციაცია გამოიწვია...
8. დიმიტრის დასტური.
დიმიტრის დასტური.
7. ეს ქალბატონი ერთ-ერთია იმ ავტორებს შორის, ვის ნაწერსაც ველი ხოლმე ინტერესით :)
თუ ვნადირობდი, ან საომრად თუ მივდიოდი, ის სახლში იჯდა. ჯალაბს უვლიდა და ფიქრობდა, რომ მე ვიყავი, ვინც ბრძოლაში გამარჯვებული მთვარედ ჰკიდებდა ცის ჭერხოზე მტრის მოჭრილ მტევანს. და მთელი ღამე, როცა ყველას მიაძინებდა, თავაუღებლად თითისტარზე ნისლებს მირთავდა. დილით კი გორგალს ლურჯ ბილიკზე ძაფად არღვევდა, რომ დაბრუნება შემძლებოდა თუნდაც ლეგენდად, თუნდაც სიმღერედ, თუნდაც მითებად. ეს ქალბატონი ერთ-ერთია იმ ავტორებს შორის, ვის ნაწერსაც ველი ხოლმე ინტერესით :)
თუ ვნადირობდი, ან საომრად თუ მივდიოდი, ის სახლში იჯდა. ჯალაბს უვლიდა და ფიქრობდა, რომ მე ვიყავი, ვინც ბრძოლაში გამარჯვებული მთვარედ ჰკიდებდა ცის ჭერხოზე მტრის მოჭრილ მტევანს. და მთელი ღამე, როცა ყველას მიაძინებდა, თავაუღებლად თითისტარზე ნისლებს მირთავდა. დილით კი გორგალს ლურჯ ბილიკზე ძაფად არღვევდა, რომ დაბრუნება შემძლებოდა თუნდაც ლეგენდად, თუნდაც სიმღერედ, თუნდაც მითებად.
6. ძალიან კარგია,ლელა!5 ძალიან კარგია,ლელა!5
5. ცალად დამირჩა ჩემი ცოლი – ჩემი ირემი და ჯავრიანად, კი არ ბღავის ცრემლებშემხმარი, ჩემი საფლავის ლოდსა ლოკავს ქვამარილივით!
ჩემი ლამაზი, პატარა ქალი…
ლელ,ამატირე...:( არაფრისმთქმელი 5 ცალად დამირჩა ჩემი ცოლი – ჩემი ირემი და ჯავრიანად, კი არ ბღავის ცრემლებშემხმარი, ჩემი საფლავის ლოდსა ლოკავს ქვამარილივით!
ჩემი ლამაზი, პატარა ქალი…
ლელ,ამატირე...:( არაფრისმთქმელი 5
4. იქით ვნახე ეს და გვერდი ავუარე. :)
კარგი ნაწერია, ოღონდ მე ვერ დავუმუღამე. იქით ვნახე ეს და გვერდი ავუარე. :)
კარგი ნაწერია, ოღონდ მე ვერ დავუმუღამე.
3. როცა ყველას მიაძინებდა, თავაუღებლად თითისტარზე ნისლებს მირთავდა. დილით კი გორგალს ლურჯ ბილიკზე ძაფად არღვევდა, რომ დაბრუნება შემძლებოდა თუნდაც ლეგენდად, თუნდაც სიმღერედ, თუნდაც მითებად. ძალიან,ძალიან;;) +2 მომეწონა როცა ყველას მიაძინებდა, თავაუღებლად თითისტარზე ნისლებს მირთავდა. დილით კი გორგალს ლურჯ ბილიკზე ძაფად არღვევდა, რომ დაბრუნება შემძლებოდა თუნდაც ლეგენდად, თუნდაც სიმღერედ, თუნდაც მითებად. ძალიან,ძალიან;;) +2 მომეწონა
2. "თუ იალაღებს ვალაღებდი თეთრი ბატკნებით, ის, ჩემი ცოლი, თავის სხეულს სანთლად მინთებდა, მოლაღურივით მისტვენდა და კენჭებზე ხტოდა, რომ გავყოლოდი მის პატარა ნაფეხურებს, მივსულიყავი ვნებისაგან გამთბარ სახლში და მონატრებული, მივფერებოდი ქერისფერ თმებზე"
იდილიური ლეგენდა სევდიანი ფინალით!... ძალიან კარგია! "თუ იალაღებს ვალაღებდი თეთრი ბატკნებით, ის, ჩემი ცოლი, თავის სხეულს სანთლად მინთებდა, მოლაღურივით მისტვენდა და კენჭებზე ხტოდა, რომ გავყოლოდი მის პატარა ნაფეხურებს, მივსულიყავი ვნებისაგან გამთბარ სახლში და მონატრებული, მივფერებოდი ქერისფერ თმებზე"
იდილიური ლეგენდა სევდიანი ფინალით!... ძალიან კარგია!
1. ულამაზესი სევდა-ლექსად ამოთქმული. +5 ულამაზესი სევდა-ლექსად ამოთქმული. +5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|