ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: განძი აუწონელი
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2011


ბუნება მოქანდაკე

კლდე აჭარისა, თიხა ხანდაკის,
    ხელსაწყო ბევრი,
ყოველ ხელხებას ამ მოქანდაკის
    ჰქვია შედევრი.

ხედავ ორთეოსს, ნიმფას, დიონისს,
    ნიჭთა მლოცარი -
შორს რელიეფი კავკასიონის
    გ ა ს ა ო ც ა რ ი.

თითქო - სიმშვიდე ცისკრიან ტევრზე
    ბასრი და მჭევრი,
კრთის გრიგალიდან, ყოველ შედევრზე
    დიდი შედევრი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები