ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანდრია თორელი
ჟანრი: პოეზია
17 თებერვალი, 2011


წუხელის შენს მზითევს ითვლიდნენ შენები

წუხელის შენს მზითევს ითვლიდნენ შენები...
სიცოცხლეს მითვლიდა სიკვდილი წამებად,
ფიქრები შავბნელი მოქროდნენ ჭენებით,
ჟამად ყოფნა, ქცეული ვაებად, წამებად...

თავზე შარავანდად გედგა ცის ნათება,
თითქოს ბრწყინვალება გასესხეს ხატებმა...
სიზმრადღა ვახერხებ მე შენთან საუბარს...
მოერღვა სათავე დარდების საგუბარს.

დასრულდა თვეები, თითქოს არც ყოფილან,
რა მცირე წყალობა ღმერთმა მამყოფინა...
ნუთუ ამისათვის გადავრჩი გრიგალებს,
რომ შენ დამეკარგე, - ეხლა სხვა გიგალობს,

სხვას ჰყავხარ, სხვის კერას ნაპერწკლად ევლები..
სხვის სუნთქვას ითბუნებ გაყინულ ხელებით.
ტკივილი... ჩემს ყოფას სხვა რაღა დავარქვა.
ჯოჯოხეთს მაწია მე შენმა დაკარგვამ.

ტკივილებს მარტოღა შემოვრჩი ეულად
ვაებამ ძვირფასო მე დამასნეულა.
არარა ყოფილა ამქვეყნად მარადი,
თუკი ასე იყო, სულს რაღად მპარავდი?

ცხოვრება გზასავალს მიმრუდებს ხელახლა,
გონებას სიგიჟე წამლავს და აურევს...
...ითვლიდნენ შენს მზითევს, და ერთი გამორჩათ,
სიცოცხლე, რომელიც ტვირთადღა მარგუნე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები