ეგვიპტის მეფეს ჰყავდა ასული, ერთადერთი და პირმშვენიერი. ასულს ნისიმა ერქვა და ყველას ხიბლავდა თავის სიმშვენიერით.
მეფემ ქალიშვილს თავზე დაადგა ნაჭედი ოქროს გვირგვინი თვისი, უთხრა: “მე როცა აღარ ვიქნები, ვინც შენ შეგირთავს, იქნება მისი.”
მორწმუნე ასულს სწამდა მცნებებით სულის სახსნელი გზების მიგნების, სამიდან ღამის ცხრა საათამდე უყვარდა კითხვა საღვთო წიგნების.
ერთხელ ატირდა: “ვიცი, მშობლები ყურს ჩემს სურვილებს არ ათხოვებენ, დე, აღესრულონ, ნებით უფლისა, სანამ მე ძალით გამათხოვებენ.”
და მართლაც ღმერთით, მშობლები ერთ დღეს მოულოდნელად გარდაეცვალა. ასულს მდიდრული ცხოვრება სურდა სალოსობაზე გადაეცვალა.
როცა დედ-მამა დაასაფლავა და არვინ დარჩა სულის ზიარად, ეკლესიაში წავიდა კრძალვით და საიდუმლოს იქ ეზიარა.
სახლში შესულმა სახარებაში ამოიკითხა უფლის სიტყვები: “გლახაკს თუ მისცემ, რაც გაგაჩნია, რაა საუნჯე - მერე მიხვდები.”
ნეტარმა გასცა მთელი სიმდიდრე, ათავისუფლა მონა-მხევლები, ფული, ქონება მათ დაურიგა და მიატოვა თავის მხლებლები.
შესამოსელი, მამის გვირგვინი დატოვა თითქოს ცოდვებთან ერთად და სახარებით ხელში უდაბნოს წავიდა, გული მიჰქონდა ღმერთთან.
დაკარგა სახის ნაზი სიტურფე, უდაბნოს მზეში რომ დადიოდა. ტანზე ემოსა ძველი ძონძები და ფეხებიდან სისხლი სდიოდა.
ორმოცი წელი ასეთ ყოფაში განვლო ცხოვრება თვითწარმავალი. წმინდანის ირგვლივ იკრიბებოდნენ მხეცნი, ფრინველნი, ქვეწარმავალნი.
ნისიმას პირით სახარებიდან ისმენდნენ სიტყვებს ტყის ბინადარნი, ალბათ ბუნება მათი იგებდა, მსგავსი სიტყვები რომ არსად არის.
ნეტარმა ერთხელ თავის თავს უთხრა: “მე ფინიკსა და ველურ წყალს ვიხმევ, შემწუხებელი არავინა მყავს, თავზე არავის სურვილებს ვიხვევ.
საცხონებელად ჩემი სულისა სჯობს, დამებანა ფეხი ვინმესთვის. მონასტრის დებთან ვიცხოვრებ ჩუმად, ძაგებას ჩემსას დავთმობ ქრისტესთვის.
ხორცს ვამარხულებ დაფარულში და ჩამთვლიან დები, როგორც მაძღარად. დაე, ვეგონო უქნარა ყველას, მოვიქცე მათთან როგორც მასხარა.”
ასეთ განზრახვით მივიდა იგი ერთი მონასტრის კართან ეული, დედაბერს, ვინაც მეკარე იყო, ქალი ეგონა ეშმაკეული.
დადუმებული თავის სენაკში დააბა რკინის სამმაგი ჯაჭვით. შეატყობინა მერე წინამძღვარს, მოსულიაო ვიღაცა ტანჯვით.
წინამძღვარმა თქვა: “ჩემი შეხედვით, შეხედულებას გიჟის არ ტოვებს.” ნებართვა მისცეს დაძინებისა და მონასტერში ქალი დატოვეს.
ნისიმა ყველას მსახური გახდა, მგზავრებს, მაშვრალებს კვებავდა პურით, როცა უგნურად მოიქცეოდა, სცემდნენ და ქალი ხარობდა გულით.
წყლით სავსე კოკით, მონასტრის გარეთ, მირბოდა როცა მწყურვალს ხედავდა. ეჯავრებოდათ მონასტრის მცხოვრებთ, გარეგანსავალ გზებს რომ ხვეტავდა.
ისე გასრულდა ორმოცი წელი, ტაბლასთან მიმჯდარს ვერვინ ნახავდა. ყველანი ზიზღით უყურებდნენ და მაინც არავის არა ძრახავდა.
*** ერთ დაყუდებულ ბერს ანგელოზმა უთხრა: “იწირავს ღმერთი შენს ლოცვას, მაგრამ ერთია ქალი სალოსი, ვისაც წუთითაც არა აქვს მოცლა.
თავზე ახურავს ძველი ძონძები, მისგან კურთხევა მიიღე წმინდა. ალექსანდრიის იმ მონასტერში წადი, წმინდანის ნახვა თუ გინდა.”
მონასტრის მკვიდრნი მოინახულა, მაგრამ მათ შორის არ იყო ქალი. გაკვირვებულმა წინამძღვარმა კი ბერს უთხრა “ერთი სნეულიც არის”.
ნისიმა მიხვდა, ნეტარი კაცი მისული იყო მის სანახავად, არ მიყვებოდა მათ, ვისაც იგი ეჯავრებოდათ დასანახავად.
და მაინც ძალით მიუყვანეს ბერს. რომ ნახა ძონძი თავზე ხვეული, დებს მიუბრუნდა ბერი სიტყვებით: “ხალხო, ეს არის უფლის რჩეული.”
მუხლზე დაეცა, კურთხევა თხოვა, ამის მნახველი ყველა განცვიფრდა. დებმა ტირილი დაიწყეს მწარე და წინამძღვარსაც ცრემლი დასცვივდა.
აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს, გაბრაზებით რომ ნარეცხს ასხამდნენ, რას იფიქრებდნენ, მათთვის საძულველს ახლა დიდებას რომ შეასხამდნენ.
ვერ აიტანა პატივისცემა და უდაბნოში ჩუმად წავიდა, ოთხასი ბერის წინამძღოლობით სიცოცხლის ბოლო წლებიც გავიდა.
სალოსზე წერის შეწყვეტა მიჭირს, თანაც ყურს ვუგდებ გადაღლილ ფურცლებს, ქრისტიანობის გმირ-ქალად ვრაცხავ წმინდა ნისიმას, “ქრისტესთვის სულელს”.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. სალოსზე წერის შეწყვეტა მიჭირს, თანაც ყურს ვუგდებ გადაღლილ ფურცლებს, ქრისტიანობის გმირ-ქალად ვრაცხავ წმინდა ნისიმას, “ქრისტესთვის სულელს”.
სალოსზე წერის შეწყვეტა მიჭირს, თანაც ყურს ვუგდებ გადაღლილ ფურცლებს, ქრისტიანობის გმირ-ქალად ვრაცხავ წმინდა ნისიმას, “ქრისტესთვის სულელს”.
26. რავიცი, რავიცი... რავიცი, რავიცი...
25. მაპატიე ავტორო გვიან შემოსვლისთვის, სულ მინდოდა, მაგრამ სადღაც მეკარგებოდი, ეხლა წავიკიტხავ, ეხლა და გამეპარა დრო, ვნანობ, რომ გვიან წაგიკიტხე, სიმშვიდე, სიყვარული დადებიტი ემოცია მომიტანა თქვენმა ნაწერებმა, მადლობა მაპატიე ავტორო გვიან შემოსვლისთვის, სულ მინდოდა, მაგრამ სადღაც მეკარგებოდი, ეხლა წავიკიტხავ, ეხლა და გამეპარა დრო, ვნანობ, რომ გვიან წაგიკიტხე, სიმშვიდე, სიყვარული დადებიტი ემოცია მომიტანა თქვენმა ნაწერებმა, მადლობა
24. ძალიან სუსტად წერთ მაკა,არ გეწყინოთ,პიროვნული არაა არაფრით,ლექსებს რითმები აქვს უსუსტესი... ძალიან სუსტად წერთ მაკა,არ გეწყინოთ,პიროვნული არაა არაფრით,ლექსებს რითმები აქვს უსუსტესი...
22. ძალიან კარგ საქმეს ჩასჭიდებიხარ, მაკა! წარმატებები! უფალი გფარავდეს! +5 ძალიან კარგ საქმეს ჩასჭიდებიხარ, მაკა! წარმატებები! უფალი გფარავდეს! +5
21. ძალიან მომწონს,შინაარსიც და ლექსი სრულიად,გაიხარე მაკა +5 ძალიან მომწონს,შინაარსიც და ლექსი სრულიად,გაიხარე მაკა +5
20. მომეწონა ძალიან...ყოჩაღ მაკა ამისთანა თემებს რომ ეხები...:-*
ისე გასრულდა ორმოცი წელი, ტაბლასთან მიმჯდარს ვერვინ ნახავდა. ყველანი ზიზღით უყურებდნენ და მაინც არავის არა ძრახავდა. და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სიმდაბლე უცხო ხილია ჩემთვის...:( და გული მეტკინა... მომეწონა ძალიან...ყოჩაღ მაკა ამისთანა თემებს რომ ეხები...:-*
ისე გასრულდა ორმოცი წელი, ტაბლასთან მიმჯდარს ვერვინ ნახავდა. ყველანი ზიზღით უყურებდნენ და მაინც არავის არა ძრახავდა. და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სიმდაბლე უცხო ხილია ჩემთვის...:( და გული მეტკინა...
19. აი ეს ძალიან კარგია მომეწონა;;) აი ეს ძალიან კარგია მომეწონა;;)
17. ამიტომ მიყვარხარ... ქრისტესმიერი სიყვარულით ხარ სავსე :) გენაცვალე, მაკო ამიტომ მიყვარხარ... ქრისტესმიერი სიყვარულით ხარ სავსე :) გენაცვალე, მაკო
16. +2 მომეწონა ძალიან......:) +2 მომეწონა ძალიან......:)
15. ვოტ ეტა ბალადა.
ვოტ ეტა ბალადა.
14. უღრმესი მადლობა, ჩემო ძვირფასებო :-* ყველანი ძალიან მიყვარხართ :) უღრმესი მადლობა, ჩემო ძვირფასებო :-* ყველანი ძალიან მიყვარხართ :)
13. რა სულის საალმასო ლექსები მოგაქვს ხოლმე! 555 რა სულის საალმასო ლექსები მოგაქვს ხოლმე! 555
12. ქე გამიშრა პირი ამის კითხვით :) მაგრამ არ ვანობ მომეწონა! :) ++++ ქე გამიშრა პირი ამის კითხვით :) მაგრამ არ ვანობ მომეწონა! :) ++++
11. ძალიან განვიცადე მართლა!!!
გაიხარე ამის დამწერო, ღმერთმა გაგაძლიეროს!
555555 ძალიან განვიცადე მართლა!!!
გაიხარე ამის დამწერო, ღმერთმა გაგაძლიეროს!
555555
10. დიდი ინტერესით ჩავიკითხე, კარგია +5 დიდი ინტერესით ჩავიკითხე, კარგია +5
7. როგორც ყოველთვის კარგ ლექსებს წერ წმინდათა ცხოვრებაზე...შეგეწიოს მათი მადლი.... როგორც ყოველთვის კარგ ლექსებს წერ წმინდათა ცხოვრებაზე...შეგეწიოს მათი მადლი....
6. მშვენიერია! მშვენიერია!
4. სალოსზე წერის შეწყვეტა მიჭირს, თანაც ყურს ვუგდებ გადაღლილ ფურცლებს,
რატო შეწყვიტე წერა? სალოსზე წერის შეწყვეტა მიჭირს, თანაც ყურს ვუგდებ გადაღლილ ფურცლებს,
რატო შეწყვიტე წერა?
3. გაიხარე! ჩემი ლამაზსულიანი დაიკო! +555 გაიხარე! ჩემი ლამაზსულიანი დაიკო! +555
2. :-* გაიხარეთ! :-* :-* გაიხარეთ! :-*
1. კარგი ხარ, მაკა, ნეტა პოეზიაში ვინ არის "ქრისტესთვის სულელი" და წმინდა ნისიმასავით ყველაზე გამორჩეული?
+5!!!
:) კარგი ხარ, მაკა, ნეტა პოეზიაში ვინ არის "ქრისტესთვის სულელი" და წმინდა ნისიმასავით ყველაზე გამორჩეული?
+5!!!
:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|