ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კვაზიმოდო
ჟანრი: იუმორისტული
19 თებერვალი, 2011


ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს რ ე ც ე პ ტ ი

მომზადების წესი
................................................

400გრამი გრძნობა+150გრამი ემოცია+ერთი ხელისგულისდადება სურნელი+1 სუფრის კოვზი სიყვარული და ღრმად ჩასუნთქვა გემოვნებით..

ეს ყველაფერი კარგად უნდა აურიო,უნდა შეურიო ცოტა ფიქრი და ბევრი გულისძგერა და გამოაცხო მაღალ ტემპერატურაზე...

მოხმარების წესი.
.............................
მოკბენჩა და ხარბად შეთქვლეფა არ შეიძლება.  ნაზად უნდა დააგემოვნო ტუჩის კუთხეზე,უნდა იგრძნო როგორ დნება ბაგეებზე,როგორ იხსნება ნერწყვში და ეს ჰაეროვნება ნაზად უნდა გადაყლაპო..

გვერდითი მოვლენები
....................................
1)იწვევს ტემპერატურის მატებას;
2)ტახიკარდიას,,რომელიც ხანდახან პაროქსიზმშიც შეიძლება გადავიდეს;
3)ხშირ ოფლიანობას;
4)სიწითლეს ყურ-სახის მიდამოებში;
5)უმიზეზო მღელვარებას და თრთოლას;
6)ეიფორიას;
7)ლექსებისა და ჩანახატების წერას;
8)ოცნების კოშკების აგებას...

უკუჩვენება
...................

1)შეიძლება  არაეფექტური აღმოჩნდეს,ანუ არ იმოქმედოს,ან მალე გავიდეს ორგანიზმიდან.

2)იცის ზედმეტად გამოშტერება,რასაც ობიექტი ვერ გრძნობს საერთოდ და ეს მხოლოდ სხვებისთვისაა შესამჩნევი.გაფრთხილების შემთხვევაში ავადმყოფს ადექვატური რეაქციები არ აქვს;

3)საშინელი ლექსებისა და ჩანახატების წერა;(გაფრთხილების შემთხვევაში ავადმყოფს ეწყება აგრესია)

4)ოცნების კოშკების ნგრევა..

5)პესიმიზმი და დეპრესია.(ავადმყოფი ყველას უმტკიცებს რომ სიყვარული არ არსებობს)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები