უზარმაზარი ლურჯი თვალებით და შავი თმით დაიბადა. პალატა ისეთი ცივი იყო (ან იქნებ არც... უბრალოდ დედისსითბონაკლულს სციოდა), გაბუსხული ტუჩები გაულურჯა, თვალები კი აუცრემლიანა. ფანჯრიდან მარტი ეჭყანებოდა სასაცილოდ და ენას უყოფდა მტირალს. გაბრაზდა, პაწუკა ხელებიც კი მომუჭა... ამ დღის შემდეგ სხვის დასანახად არ უტირია, სულ ეგონა, რომ ყველა მარტივით დასცინებდა... მერე იყო მიტოვება... სხვა დედა სხვა მამა (სწორედ მათ თანდათან ყველაზე ნაკლებად დაერქვათ “სხვა”) ჯუჯღუნა იყო მამის ნებიერა. გაჩხირკინებული, მზემოკიდებული, მუდმივად გადატყავებული ხელ-ფეხით... -ჭამე რამე, მოკვდები...- ეს სიტყვები ყველაზე ხშირად ესმოდა საყვარელი დედისგან, ქუჩის ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე რომ მისდევდა თეფშით ხელში – აააი, თვითმფრინავი მოფრინააავს, პირი გააღე, გადაყლაპეო. თმაზე პირველივე კულულის აღმოჩენისას შეიძულა სავარცხელი და იმ დღიდან, თმის ერთი დავარცხნა სამი ზღაპარი “ღირდა”. დედაც, თითქოს ზღაპრების საბადოდ ქცეულაო, ყოველდღე უვარცხნიდა თმას და უყვებოდა ზღაპრებს კომბლეებზე, წიქარებზე, ფიფქიებზე და მელიაზე, რომლის მოსაკლავად გამზადებული თოფიც (ნუ იტყვით და) მამას ჰქონია, თურმე, სხვენზე შენახული. სწორედ მაგ თოფის ჩამოსატანად ააგზავნა სხვენზე ხუთი წლისამ მეზობლის ბავშვი და კიბე ჩამოუგდო, მერე კი იმავე, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადასულ კიბეზე ჩამომჯდარი მშვიდად უყვებოდა საწყალ მსხვერპლს, თუ როგორ დაინახა გუშინ გრძელკუდა მელია, უცნაური ფრთებით რომ აფრინდა სხვენზე. სიმშვიდეს ინარჩუნებდა მაშინაც, როცა დედიკო და მეზობლები მოცვივდნენ პატარა ბიჭის ისტერიკულ ჩხავილზე... იგივე ბიჭი დღემდე მას აბრალებს, დიდი ყურები რომ აქვს (ყოველ გვერდით ჩავლაზე სწორედ მაგ ყურებს სწვდებოდა ხოლმე რატომღაც და მერე, ვითომც არაფერი, აგრძელებდა გზას). სულ ხეებზე დაძვრებოდა და გადატყავებული მუხლ-მკლავ-მაჯაც ამის ბრალი უნდა ყოფილიყო უთუოდ. მამამ ყველა ხეზე თოკის კიბე ჩამოუკიდა, ასე უფრო უსაფრთხოდ იქნებაო, მაგრამ სხვა გამოყენება მოუძებნა კიბეებს – ფეხებით ჩამოეკიდებოდა თავდაღმა და ქანაობდა თავბრუსხევამდე (თავბრუ კი არც არასდროს ეხვეოდა) ნათლიამ “მაუგლი” შეარქვა და მერე ყველამ აიტაცა ეგ მეტსახელი... სულ პატარამ გაიგო რა დაავადება იყო კიბო – მამიკო ხომ სწორედ ამ დაავადების გამო არ ლაპარაკობდა სხვებივით (სასუნთქი მილი ჰქონდა ამოჭრილი) და ექიმობაც ამიტომ გადაწყვიტა. მამა გახარებული იყო და ხელს აფარებდა, როცა პატარა ვიტვიტებზე, წიწილებზე, ბაყაყებზე, გველებზე, ბუზებზე, ჭიებზე გადიოდა პრაქტიკას. ჭრიდა და კერავდა საბრალოებს, თან “ზედმეტ ორგანოებს” აშორებდა (ზოგსაც პირიქით “ჩაამატებდა” რაღაცას). ერთხელ “სულ შემთხვევით” დააბიჯა პატარა ვიტვიტას და დედამ სწორედ მაშინ მოუსწრო, როცა მუცელში ძალითშებრუნებულ ნაწლავებს “ზედმეტს” აშორებდა. გული წაუვიდა ქალს. -ნუ გეშინია, დე... გული ტიოდა და კაქათ იქნება სუ მალე – დაამშვიდა დედიკო და “ექიმურად” დაუწყო მობრუნება. მამამ მაშინაც გადააფარა ხელი... ერთხელ სამსახურიდან დაბრუნებულ მამიკოს "ცხელი სადილი" დაახვედრა - მწვანილ-სარეველა დაკრიფა ბოსტანში, დაჭრა და რადგან დედიკომ ზეთი არ მისცა, უზეთოდ შეწვა (დაანახშირა) ტაფაზე, მერე მარილი მოაყარა ("ცოტა" ზედმეტი მოუვიდა)... მამას ნამცეცი არ დაუტოვებია ტაფაზე. სულ ცრემლებად სდიოდა თვალებიდან კბილებში ახრაჭუნებული მარილი, მაგრამ ნებიერას მომზადებულ "სადილზე" უარს როგორ იტყოდა? -შენ შემოგევლე, ჩემი ქალობა, ამაზე გემრიელი ჯერ არაფერი მიჭამია - ეუბნებოდა პატარას და ასე მგონია, არც იტყუებოდა (მთავარი ხომ საჭმლის გემო კი არა, სითბო და მზრუნველობა იყო "წამოსწრებულმა ქალიშვილმა" რომ გამოიჩინა მამიკოს მიმართ), ეგ კი არადა, ვგონებ, არც იმის ეშინოდა, ქებით წაქეზებული პატარა ხვალისთვის ბაყაყის წვნიანის მომზადებას რომ აპირებდა მამიკოსთვის. ასე გაგრძელდა ათ წლამდე... მერე ბავშვობა დამთავრდა – მამა გარდაიცვალა (ვერ მოუსწრო ექიმად მამას და... აღარ გახდა ექიმი).
თორმეტს წუთები დაჰკლებია. ავდგები ახლა, შეშას შევუკეთებ ბუხარს და გათბება ოთახი. მე აღარასდროს დავიბადები სიცივეში, აღარასდროს მომაკლდება დედის სითბო, აღარასდროს ვიტირებ სხვის დასანახად და... ფანჯრებს მიღმა მარტი ტირის. ამჯერად მე ვუყოფ ენას და ვაბრაზებ ჩხავანას... მე დავიბადე! მოგიწევთ ჩემი ატანა... გაძლებას გისურვებთ!
დაბადების დღეს გილოცავ, მე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
84. :) მსიამოვნებს თქვენი ნაბიჯები ჩემს ნაწერებში :) :) მსიამოვნებს თქვენი ნაბიჯები ჩემს ნაწერებში :)
83. საკუთარი : ) თავისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც აქ წამიკითხავს. :) საკუთარი : ) თავისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც აქ წამიკითხავს. :)
81. მამიკოს როლს დიდი სიამოვნებით შევასრულებდი ტელემინიატურაში "მოგიწევთ ჩემი ატანა" მამიკოს როლს დიდი სიამოვნებით შევასრულებდი ტელემინიატურაში "მოგიწევთ ჩემი ატანა"
80. მოგიწევთ ჩემი ატანა... გაძლებას გისურვებთ! სასიამოვნო და საინტერესო ასატანი ხარ, მე ასე ვფიქრობ :) ++ :-* მოგიწევთ ჩემი ატანა... გაძლებას გისურვებთ! სასიამოვნო და საინტერესო ასატანი ხარ, მე ასე ვფიქრობ :) ++ :-*
79. გმადლობთ :) მიხარია, დრო რომ არ გენანებათ ჩემი ნაწერების წასაკითხად :) გმადლობთ :) მიხარია, დრო რომ არ გენანებათ ჩემი ნაწერების წასაკითხად :)
78. , კარგი გარდა ბიოგრაფიული ნაწილისა, ფსიქოლოგიური ნაწარმოებია, , გილოცავ იმ დღეს, როცა დაიბადე! , კარგი გარდა ბიოგრაფიული ნაწილისა, ფსიქოლოგიური ნაწარმოებია, , გილოცავ იმ დღეს, როცა დაიბადე!
77. რა მერე? ვერ მიგიხვდით... რა მერე? ვერ მიგიხვდით...
76. მერე ?.... :) მერე ?.... :)
75. ძალიან კარგია, მომეწონა :) :x ძალიან კარგია, მომეწონა :) :x
74. გმადლობ, ნი... გმადლობ, ნი...
73. ვახ,რაც ვიგრძენი წაკითხვისას ამის გადმოსაცემად მხოლოდ სიტყვები კი არა,არც ასოები კმარა, არც ხელები და ფეხებიი... არც ბგერებია მგონი ასეთიი.....
არ ვიცი, არ ვიცი, არ ვიცი! უძლიერეისია! :-* წარმატებები შენ! :-* ვახ,რაც ვიგრძენი წაკითხვისას ამის გადმოსაცემად მხოლოდ სიტყვები კი არა,არც ასოები კმარა, არც ხელები და ფეხებიი... არც ბგერებია მგონი ასეთიი.....
არ ვიცი, არ ვიცი, არ ვიცი! უძლიერეისია! :-* წარმატებები შენ! :-*
72. უღრმესი მადლობა... უღრმესი მადლობა...
71. დამაგვიანდა, მაგრამ სჯობს გვიანო და გილოცავ :) კარგი გოგო :-* დამაგვიანდა, მაგრამ სჯობს გვიანო და გილოცავ :) კარგი გოგო :-*
70. მადლობა, შემოგევლე... მადლობა, შემოგევლე...
69. ყველაზე,ყველაზე,ყველაზეე უნიკალური მილოცვაა ლაან :** მომეწონაა ძაან :*** ყველაზე,ყველაზე,ყველაზეე უნიკალური მილოცვაა ლაან :** მომეწონაა ძაან :***
68. ჭა, არა, აღარ ვატარებ :) პირიქით, ახლა ცხოველთა დაცვის საზოგადოებაში მისაღებად ყველა პირობას ვაკმაყოფილებ :) მოლოცვისთვის უღრმესი მადლობა...
დე, თბილად გულში მიყვარხარ... ჭა, არა, აღარ ვატარებ :) პირიქით, ახლა ცხოველთა დაცვის საზოგადოებაში მისაღებად ყველა პირობას ვაკმაყოფილებ :) მოლოცვისთვის უღრმესი მადლობა...
დე, თბილად გულში მიყვარხარ...
67. დეეე, მეც გილოცან დაბადების დღეს !!!!!! არა, მე ეგ სტატუსი - "დე" _ ჩამომერთმევა, ვიცი. აუცილებლად უნდა მცოდნოდა შენი დაბადების დღე!!!! და სულაც არ მეცინება, რომ იცოდე. ისე, არ გაგიკვირდეს, ერთხელ, ჩემი საბას დაბადების დღეც დამავიწყდა. არა, ბილობილი არ მჭირდება, მაგრამ მაშინაც რაღაც უცნაური დღეები იყო. დე დეეე, მეც გილოცან დაბადების დღეს !!!!!! არა, მე ეგ სტატუსი - "დე" _ ჩამომერთმევა, ვიცი. აუცილებლად უნდა მცოდნოდა შენი დაბადების დღე!!!! და სულაც არ მეცინება, რომ იცოდე. ისე, არ გაგიკვირდეს, ერთხელ, ჩემი საბას დაბადების დღეც დამავიწყდა. არა, ბილობილი არ მჭირდება, მაგრამ მაშინაც რაღაც უცნაური დღეები იყო. დე
65. გენაცვალეეეეეეე...:-* :-* ზალიან მიყვარხააარ!!!!!
პატარა ვიტვიტებზე, წიწილებზე, ბაყაყებზე, გველებზე, ბუზებზე, ჭიებზე გადიოდა პრაქტიკას. ჭრიდა და კერავდა საბრალოებს, თან “ზედმეტ ორგანოებს” აშორებდა (ზოგსაც პირიქით “ჩაამატებდა” რაღაცას). იმედია ასეთ ექსპერიმენტებს აღარ ატარებ...:)))) გენაცვალეეეეეეე...:-* :-* ზალიან მიყვარხააარ!!!!!
პატარა ვიტვიტებზე, წიწილებზე, ბაყაყებზე, გველებზე, ბუზებზე, ჭიებზე გადიოდა პრაქტიკას. ჭრიდა და კერავდა საბრალოებს, თან “ზედმეტ ორგანოებს” აშორებდა (ზოგსაც პირიქით “ჩაამატებდა” რაღაცას). იმედია ასეთ ექსპერიმენტებს აღარ ატარებ...:))))
64. დაბადების დღესგილოცავ! მოგვიანებით, მაგრამ სიყვარულით...:-* ეხლა წავიკითხავ...:-* დაბადების დღესგილოცავ! მოგვიანებით, მაგრამ სიყვარულით...:-* ეხლა წავიკითხავ...:-*
63. ახლავე :) უკვე ვიცი, რაღაც კარგი დამხვდება :) ახლავე :) უკვე ვიცი, რაღაც კარგი დამხვდება :)
62. დღიურში შეიჭყიტინეეეეეეეეეეეეეეეე :) :) :) დღიურში შეიჭყიტინეეეეეეეეეეეეეეეე :) :) :)
61. გიგო, მიულოცე მეუღლეს ჩემგან! ბედნიერები იყავით მუდამ! კატიე, გმადლობ :) იმპრესიონისტი, რა კარგია ასეთი საზიზღარი მარტო მე რომ არ ვიყავი :) ყველას მადლობააააა! გიგო, მიულოცე მეუღლეს ჩემგან! ბედნიერები იყავით მუდამ! კატიე, გმადლობ :) იმპრესიონისტი, რა კარგია ასეთი საზიზღარი მარტო მე რომ არ ვიყავი :) ყველას მადლობააააა!
60. დაბადების დღეს გილოცავ, მე!
:) თურმე რაში ყოფილა საქმე... გამოვიყენებ შერჩეულ ციტატას ტექსტიდან და დავუმატებდი რომ, უახლოესი 100 წელი აგიტანენ როგორმე და მერე შენც შეიცვლები ცოტას, აბა რა იქნება :))) ისე... ჩემი და კი გამახსენე :) გაჩხირკინებული, მზემოკიდებული, მუდმივად გადატყავებული ხელ-ფეხით... გაიხარე... :) დაბადების დღეს გილოცავ, მე!
:) თურმე რაში ყოფილა საქმე... გამოვიყენებ შერჩეულ ციტატას ტექსტიდან და დავუმატებდი რომ, უახლოესი 100 წელი აგიტანენ როგორმე და მერე შენც შეიცვლები ცოტას, აბა რა იქნება :))) ისე... ჩემი და კი გამახსენე :) გაჩხირკინებული, მზემოკიდებული, მუდმივად გადატყავებული ხელ-ფეხით... გაიხარე... :)
59. ფანჯრებს მიღმა მარტი ტირის. ამჯერად მე ვუყოფ ენას და ვაბრაზებ ჩხავანას... მე დავიბადე! მოგიწევთ ჩემი ატანა... გაძლებას გისურვებთ!
:) :) :) :) კარგია, კარგო :) :) :) ფანჯრებს მიღმა მარტი ტირის. ამჯერად მე ვუყოფ ენას და ვაბრაზებ ჩხავანას... მე დავიბადე! მოგიწევთ ჩემი ატანა... გაძლებას გისურვებთ!
:) :) :) :) კარგია, კარგო :) :) :)
58. 4 მარტს ყველა გოგო დაიბადაააა?!!!!!!!!!!!!!! :D :D ჩემი მეუღლეც 4 მარტისაააა!!!!!!!!!!!!!!!! გილოცააააააააააააავ!!! იხარე და იდღეგრძელეეეე!!! უფლის წყალობა შენა!!! 4 მარტს ყველა გოგო დაიბადაააა?!!!!!!!!!!!!!! :D :D ჩემი მეუღლეც 4 მარტისაააა!!!!!!!!!!!!!!!! გილოცააააააააააააავ!!! იხარე და იდღეგრძელეეეე!!! უფლის წყალობა შენა!!!
56. მეეეეეეე გილოცააააააავ კიდეეევ და გისურვებ ________________________ ბევრ რამეს კარგთან ასოცირებუუულს :-* :-* მეეეეეეე გილოცააააააავ კიდეეევ და გისურვებ ________________________ ბევრ რამეს კარგთან ასოცირებუუულს :-* :-*
55. უღრმესი მადლობა! უღრმესი მადლობა!
54. გილოცავთ დაბადების დღეს! გაზაფხულივით საოცარი სითბო იფრქვევა თქვენი ნაწერებიდან! ++++++++5 :) გილოცავთ დაბადების დღეს! გაზაფხულივით საოცარი სითბო იფრქვევა თქვენი ნაწერებიდან! ++++++++5 :)
53. კიდევ ერთხელ მადლობა :) კიდევ ერთხელ მადლობა :)
52. კარგი გოგო ხარ, მომწონს შენი წერის სტილი ძალიან:):) კარგი გოგო ხარ, მომწონს შენი წერის სტილი ძალიან:):)
51. გმადლობ, მგზავრო :) გმადლობ, მგზავრო :)
50. რა კარგი ხარ! +10 რა კარგი ხარ! +10
49. გმადლობთ! გაფასებთ ძალიან! გმადლობთ! გაფასებთ ძალიან!
48. აქაც გილოცავ დაბადების დღეს! იმრავალჟამიერე! :) აქაც გილოცავ დაბადების დღეს! იმრავალჟამიერე! :)
47. უღრმესი მადლობა! უღრმესი მადლობა!
46. გაიხარეთ მრავალს დაესწარით : ) : )
+ + გაიხარეთ მრავალს დაესწარით : ) : )
+ +
45. საიტის ყველაზე თბილი ქალბატონი მწვია და გამახარააააააა! საიტის ყველაზე თბილი ქალბატონი მწვია და გამახარააააააა!
44. მადლობა ჩემს კვაზი უმახინჯესს და ++++უსასრულობა სიყვარული მას :) მადლობა ჩემს კვაზი უმახინჯესს და ++++უსასრულობა სიყვარული მას :)
43. საოცრად თბილი ნაწერია!... ისეთი დადებითი ემოცია მოაქვს!... :) :-* ჩემი მამა გამახსენდა :) როგორ გემოზე ჭამდა ხოლმე "ახალი რეცეპტით" მომზადებულ ჩემს კერძებს! :D:D:D და თან სულ სიამოვნებით კრუტუნებდა :D უფ, უფ! სულ შენი თითების გემო აქვსო!! :D და მე რა ბედნიერი ვიყავი?! :D:D:D
აქაც გილოცაააავ! კარგი ადამიანი ხარ!!! :-* მიყვარხარ :-* საოცრად თბილი ნაწერია!... ისეთი დადებითი ემოცია მოაქვს!... :) :-* ჩემი მამა გამახსენდა :) როგორ გემოზე ჭამდა ხოლმე "ახალი რეცეპტით" მომზადებულ ჩემს კერძებს! :D:D:D და თან სულ სიამოვნებით კრუტუნებდა :D უფ, უფ! სულ შენი თითების გემო აქვსო!! :D და მე რა ბედნიერი ვიყავი?! :D:D:D
აქაც გილოცაააავ! კარგი ადამიანი ხარ!!! :-* მიყვარხარ :-*
42. ნაყინის ხე სასთუმალთან ხარობს და ხელს გაიწვდის,მოიწოდებს ნაყნებს დედოფალი ასინეთა,ჩქარობს რომ "სრაზუ"ჭამოს კარამელის ნაყინი, 'სრაზუ"როგორც მძინარ თვალებს გაახელს, ტოტს ჰკიდია ნაყინ-შოკოლადებიც, ნაყინის ხეს გულის ნადებს გაუმხელს, სჭამს და უყვარს ურაკიც და "ადნებიც"
მოეწონა კვაზი უმახინჯესს+უსასრულობა და ჩავამატე ეს კუპლეტი საცხა;) ნაყინის ხე სასთუმალთან ხარობს და ხელს გაიწვდის,მოიწოდებს ნაყნებს დედოფალი ასინეთა,ჩქარობს რომ "სრაზუ"ჭამოს კარამელის ნაყინი, `სრაზუ"როგორც მძინარ თვალებს გაახელს, ტოტს ჰკიდია ნაყინ-შოკოლადებიც, ნაყინის ხეს გულის ნადებს გაუმხელს, სჭამს და უყვარს ურაკიც და "ადნებიც"
მოეწონა კვაზი უმახინჯესს+უსასრულობა და ჩავამატე ეს კუპლეტი საცხა;)
40. ++ მომწონს შენი შემოქმედება ++ მომწონს შენი შემოქმედება
39. დიახ, დიახ! მოგიწევთ :) დიახ, დიახ! მოგიწევთ :)
38. "მოგიწევთ ჩემი ატანა..." - :) +2 "მოგიწევთ ჩემი ატანა..." - :) +2
37. ჩეეემი თბილი ნიიიი! როგორ გამაზარე იცი? ძალიან, ძააალიან... ვგრძნობ შენს სითბოს და მახარებ... ახლა ცოტა გავაუმჯობესე წვნიანები :) სუულ, სუუულ ოდნავ :) ჩეეემი თბილი ნიიიი! როგორ გამაზარე იცი? ძალიან, ძააალიან... ვგრძნობ შენს სითბოს და მახარებ... ახლა ცოტა გავაუმჯობესე წვნიანები :) სუულ, სუუულ ოდნავ :)
36. შენ არ იცი... არ იცი შენ... მე რომ მიყვარხარ ცამდე და ამ ნაწერმა რომ გამათბო, ამატირა, გამაგიჟა... არ იცი, მაგრამ უნდა იგრძნო მგონია:) დაბადების დღეს გილოცავ, ლაან... და ისა, არაფერია შენში გასაძლები... მე აი, ასეთი მიყვარხარ სწორედ... მომიმზადე რაა მეც წვნიანი :) შენ არ იცი... არ იცი შენ... მე რომ მიყვარხარ ცამდე და ამ ნაწერმა რომ გამათბო, ამატირა, გამაგიჟა... არ იცი, მაგრამ უნდა იგრძნო მგონია:) დაბადების დღეს გილოცავ, ლაან... და ისა, არაფერია შენში გასაძლები... მე აი, ასეთი მიყვარხარ სწორედ... მომიმზადე რაა მეც წვნიანი :)
35. ჩეეემი მიხვედრილი ბიჭიიი... ახლა თუ დავთვერი, ენის მოკიდება მერე ნახე :)) ჩეეემი მიხვედრილი ბიჭიიი... ახლა თუ დავთვერი, ენის მოკიდება მერე ნახე :))
34. . მოდიწევს რაღა იყო? მოგიწევს! მე-კალ-მე. 2011
ისიყო რომ ჯერ მაინც ეხლა დაიბადე და ენას უკიდებ:D:D . მოდიწევს რაღა იყო? მოგიწევს! მე-კალ-მე. 2011
ისიყო რომ ჯერ მაინც ეხლა დაიბადე და ენას უკიდებ:D:D
33. გაგექცათ ახლა იუბილარი და მოგიბრუნდებათ ცოტა ხანში :) მანამდე ერთმანეთს მიულოცეთ ჩემი დაბადება :) გაგექცათ ახლა იუბილარი და მოგიბრუნდებათ ცოტა ხანში :) მანამდე ერთმანეთს მიულოცეთ ჩემი დაბადება :)
32. ყველას, ყველას მადლობააააააა! ყველას, ყველას მადლობააააააა!
31. მიდი ახლა, რაც არ მოგეწონა და-ს-წერე ეგეც, დაჩი :)
მიდი ახლა, რაც არ მოგეწონა და-ს-წერე ეგეც, დაჩი :)
30. ყველაზე ძვირფასი მილოცვა ძეგვის მონასტრიდან მივიღე ამ დილით და აქ უნდა დავწერო :)
შენს დაბადების დღეს ვუგალობ, წმინდაო ქალწულო, დღევანდელ დღემდე წმინდად და უბიწოდ მიღწეულო. უბიწოება სულის ვარდია სულიწმინდათა წყლითა მორწყული და უკვდავების ნაყოფით სხმული, სასუფეველთან წმინდად შერწყმული. შევევედრები დედა ღვთისმშობელს, შეეწიე მეთქი ჩემს ლანუჩიას, არ მოაშორო ის ზეცის ნათელს, რომ ეზიაროს ცის ეკლესიას. ამინ!
შენი სულის ძმა - ბერი პახუმი ყველაზე ძვირფასი მილოცვა ძეგვის მონასტრიდან მივიღე ამ დილით და აქ უნდა დავწერო :)
შენს დაბადების დღეს ვუგალობ, წმინდაო ქალწულო, დღევანდელ დღემდე წმინდად და უბიწოდ მიღწეულო. უბიწოება სულის ვარდია სულიწმინდათა წყლითა მორწყული და უკვდავების ნაყოფით სხმული, სასუფეველთან წმინდად შერწყმული. შევევედრები დედა ღვთისმშობელს, შეეწიე მეთქი ჩემს ლანუჩიას, არ მოაშორო ის ზეცის ნათელს, რომ ეზიაროს ცის ეკლესიას. ამინ!
შენი სულის ძმა - ბერი პახუმი
29. საჩუქრის დაწუნება არ შეიძლება - ეს ნაწერი კიდენა, შენ აჩუქე საკუთარ თავს :D
რა მომეწონა - იმას ვიტყვი : გულახდილი აღიარებები "სიჯუჯღუნესთან" დაკავშირებით :D საჩუქრის დაწუნება არ შეიძლება - ეს ნაწერი კიდენა, შენ აჩუქე საკუთარ თავს :D
რა მომეწონა - იმას ვიტყვი : გულახდილი აღიარებები "სიჯუჯღუნესთან" დაკავშირებით :D
28. თბილი და სევდიანი ნაწერია... ვუერთდები მოლოცვებს, გაიხარე!!! :)+++ თბილი და სევდიანი ნაწერია... ვუერთდები მოლოცვებს, გაიხარე!!! :)+++
27. გილოცავ და ყველა ოცნების ახდენას გისურვებ! :))) გილოცავ და ყველა ოცნების ახდენას გისურვებ! :)))
26. მოდიწევს რაღა იყო? :)) მოგიწევს! მოდიწევს რაღა იყო? :)) მოგიწევს!
25. მოდიწევს, დავით, მოგიწევს ;) მოდიწევს, დავით, მოგიწევს ;)
24. და შენ უკალმოდ დაიბადე, დათ? :)
დაჩი, გმადლოოობ! არ უნდა ჩამოთვალო რა მოგეწონა და რა - არა ? :) მე მომწონს რომ ჩამოწერ ხოლმე ;) და შენ უკალმოდ დაიბადე, დათ? :)
დაჩი, გმადლოოობ! არ უნდა ჩამოთვალო რა მოგეწონა და რა - არა ? :) მე მომწონს რომ ჩამოწერ ხოლმე ;)
23. ხო,სულ დამავიწყდა რომ ვერ გიტან და არ ვაპირებ შენს ატანას;):D:D:D:D ხო,სულ დამავიწყდა რომ ვერ გიტან და არ ვაპირებ შენს ატანას;):D:D:D:D
22. დაბაადების დღეს გილოცავთ ქალბატონო :):):) ჯიგარი ხართ, რომ დაიბადეთ :D დაბაადების დღეს გილოცავთ ქალბატონო :):):) ჯიგარი ხართ, რომ დაიბადეთ :D
21. გილოცავ! დაესწარი მრავალს:) მომეწონა შენი დაბადება,მარა რა მიკვირს იცი? კალმით ხელში როგორ დაიბდე თანაც მწერლად? :D:D:D +++++ გილოცავ! დაესწარი მრავალს:) მომეწონა შენი დაბადება,მარა რა მიკვირს იცი? კალმით ხელში როგორ დაიბდე თანაც მწერლად? :D:D:D +++++
20. სმიტ, კია მე-კალ-მე ჯუჯღუნა და საზიზღარი გოგო, მაგრამ სიტყვას ასრულებს ყოველთვის :)
ყველას, ყველას უუუღრმესი მადლობა!
თბილად და "გერმრიელად" მიყვარხართ! სმიტ, კია მე-კალ-მე ჯუჯღუნა და საზიზღარი გოგო, მაგრამ სიტყვას ასრულებს ყოველთვის :)
ყველას, ყველას უუუღრმესი მადლობა!
თბილად და "გერმრიელად" მიყვარხართ!
19. დაგლოცოს უფალმა! შესანიშნავად წერ. გაიხარე! +5 დაგლოცოს უფალმა! შესანიშნავად წერ. გაიხარე! +5
18. შე გადარეულო :D კარგი ვინმე დაბადებულხარ :-*
როცა გნახავ,მელურსმნის საპატიო წოდებით დაგაჯილდოვებ. შე გადარეულო :D კარგი ვინმე დაბადებულხარ :-*
როცა გნახავ,მელურსმნის საპატიო წოდებით დაგაჯილდოვებ.
17. გენაცვალეეეეეეეეე!რა ლამაზი რამეა!გილოცავ დაბადების დღეს, უუუდიდეს ბედნიერებას გისურვებ!:-* გენაცვალეეეეეეეეე!რა ლამაზი რამეა!გილოცავ დაბადების დღეს, უუუდიდეს ბედნიერებას გისურვებ!:-*
16. შენ გაიხარე,რა კარგად წერ! შენ გაიხარე,რა კარგად წერ!
15. შენ სულ ასე ასრულებ სიტყვაას? :)
ახლა და აქ მეორედ :) :-* შენ სულ ასე ასრულებ სიტყვაას? :)
ახლა და აქ მეორედ :) :-*
14. ასე გაგრძელდა ათ წლამდე... მერე ბავშვობა დამთავრდა – მამა გარდაიცვალა (ვერ მოუსწრო ექიმად მამას და... აღარ გახდა ექიმი).
:)
,,დაბადების დღეს გილოცავ, მე!" (ც) :):) ასე გაგრძელდა ათ წლამდე... მერე ბავშვობა დამთავრდა – მამა გარდაიცვალა (ვერ მოუსწრო ექიმად მამას და... აღარ გახდა ექიმი).
:)
,,დაბადების დღეს გილოცავ, მე!" (ც) :):)
13. ძალიან ნიჭიერი ხარ ჩემო მეკალმევ.
ძალიან ნიჭიერი ხარ ჩემო მეკალმევ.
12. გილოცავ, ლან :-* გილოცავ, ლან :-*
11. გაიზარდე დიდი გოგო, ნიჭიერო ბავშვო! 5 გაიზარდე დიდი გოგო, ნიჭიერო ბავშვო! 5
10. გენაცვალეეე :)))) გენაცვალეეე :))))
9. მეედ, მე უფრო, უუუფრო მიყვარხარ! ჩემი წიწილა :) მეედ, მე უფრო, უუუფრო მიყვარხარ! ჩემი წიწილა :)
8. გილოცააააააააავ! ყოველივე საუკეთესოს გისურვებ :-* ძალიან კარგი პიროვნება ხარ და მადლობა შენ დედიკოს ამისთვის,
მიყვარხარ :) ბედნიერი მინდა იყო... გილოცააააააააავ! ყოველივე საუკეთესოს გისურვებ :-* ძალიან კარგი პიროვნება ხარ და მადლობა შენ დედიკოს ამისთვის,
მიყვარხარ :) ბედნიერი მინდა იყო...
7. არ ვიტირებ, მარიკო :) ჩემი თბილი გოგოოოოო! ლაშა, უღრმესი მადლობა! არ ვიტირებ, მარიკო :) ჩემი თბილი გოგოოოოო! ლაშა, უღრმესი მადლობა!
6. აუ ლაააანნნნ რა ვთქვა არ ვიცი....... :(:(:( რაღაც სევდით სავსე ისტორიაა და თბილი...... გილოცავ გულით და სულით.... არასდროს იტირო........... :( აუ ლაააანნნნ რა ვთქვა არ ვიცი....... :(:(:( რაღაც სევდით სავსე ისტორიაა და თბილი...... გილოცავ გულით და სულით.... არასდროს იტირო........... :(
5. გილოცავ .,... ყველა სიკეთით და სიხარულით... ჩემო დაიკო :) გილოცავ .,... ყველა სიკეთით და სიხარულით... ჩემო დაიკო :)
4. გმადლობთ! აუუუ, რა კარგიააა! დავიბადეეეეეეეე! დავიბადეეეეეეეეე! გოგოაააააააა! გოგოოოოოოო! გმადლობთ! აუუუ, რა კარგიააა! დავიბადეეეეეეეე! დავიბადეეეეეეეეე! გოგოაააააააა! გოგოოოოოოო!
3. თმაზე პირველივე კულულის აღმოჩენისას შეიძულა სავარცხელი და იმ დღიდან, თმის ერთი დავარცხნა სამი ზღაპარი “ღირდა”. ...:) თმაზე პირველივე კულულის აღმოჩენისას შეიძულა სავარცხელი და იმ დღიდან, თმის ერთი დავარცხნა სამი ზღაპარი “ღირდა”. ...:)
2. მც გილოცავ შენ.. :D მც გილოცავ შენ.. :D
1. გენაცვალე მე შენ გულში და სულში, ძალიან მშვენიერი მიძღვნაა საკუთარი თავის მიმართ და ასევე მშვენიერი ნაწერია :-*
ვუერთები შენ თავს მეც მოლოცვაში და გილოცავ მთელი გულით კიდევ ერთხელ :-* გენაცვალე მე შენ გულში და სულში, ძალიან მშვენიერი მიძღვნაა საკუთარი თავის მიმართ და ასევე მშვენიერი ნაწერია :-*
ვუერთები შენ თავს მეც მოლოცვაში და გილოცავ მთელი გულით კიდევ ერთხელ :-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|