ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუშისთვალება
ჟანრი: პოეზია
9 მარტი, 2011


გეგას

ტყვიისფერ თვალებს ეტყობოდათ დაღლა მწყვდიადის
და სულის ბილიკს ვარდის ეკლით ზეცა ეხურა,
ქაღალდის ნავით გეცურა მზემდე,იყო გვიანი
მარტოდ დარჩენილს სველი წვიმაც დიდხანს გერგუნა.

ალბათ შენამდე ნაბიჯები გარბოდნენ უკან...
ალბათ შიშისგან ბოლო ღუზაც ეგდო ფსკერამდის,
ცრემლის ტალღებში ნებივრობდა თოლია თეთრი
და წვიმის გუბეს უხდებოდა ზეცის ნაგლეჯი.

იცოდი მზეზე ქარიშხლები იკლავდნენ თავებს
და ცისარტყელა მოგიქსოვდა ცისფერ ხელთათმანს,
ტანჯულ დრამაში მე შემხვდა,როლი წითელი ფარდის
და შენს კარებთან ცრემლით გავავსებ ხორბლისფერ ლარნაკს..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები