 | ავტორი: ია-ია ჟანრი: პროზა 15 აპრილი, 2011 |
გაახალგაზრდავდა სიკვდილი. იმრავლეს ქაალაქში ახალგაზრდა ქვრივებმა. ნონა ორი წლის წინ დაქვრივდა. ჩვენმა საერთო მეგობარმა მაიამაც, მალევე, საშინელი დასკვნა მოისმინა ექიმისაგან: -სულ რამოდენიმე თვის სიცოცხლეღა დარჩენია თქვენს ქმარს!... გულდამძიმებული, ცდილობდა არ შეემჩნია დარდი და შეძლებისდაგვრად ხალისიანად უვლიდა მეუღლეს. მხიარული და ენაკვიმატი კაცი იყო პაატა. ავადმყოფობამ დააუძლურა, მაინც არ მოიშალა სტუმართმოყვარეობა და ყოველ საღამოს ხალხმრავლობა იყო მათ ოჯახში... სიცილს მიღმა განშორების მოლოდინის საშინელი დარდი იმალეობდა, მხიარულების ნიღაბამოფარებული... ერთ-ერთი წვეულებისას კარებზე ბრახუნით, ქშენით და ამბით "გაზის კაცი" მოადგათ. მიიპატიჟეს, ჭიქა მიაწოდეს, სასმელმა ენა აუხსნა ინკასატორს და გამოსარჩენის მოლოდინში მოჰყვა წუწუნს: თუ როგორ უჭირს ოჯახის გამოკვება, როგორ დადის ასე კარდაკარ, როგორ წელებზე ფეხს იდგამს 6 შვილის მამა! ხო და, ამ წელებზე ფეხის შედგმის რამოდენიმეჯერ გამეორების შემდეგ, პაატამ ვეღარ მოითმინა და : -შე კაი ადამიანო! ეხლა წელებზე ფეხის დადგმას და შვილების შიმშილობას, თავის დროზე ყ..-ზე დაგედაგა ფეხი, ეგებ სატირალიც ნაკლები გქონოდაო! დაიხოცა ხალხი სიცილით. ინკასატორი ჩუმად გაიპარა სუფრიდან. საღამოს, მარტო დარჩენილი, ხშირად ეკითხებოდა ცოლს: -ძაანაც თავს ნუ მოიკლავ, ნურც სასაფლაოზე სიარულით მოიღლები, მაგრამ ნონასავით ხომ არ გააშარჟებ შენს ქვრივობასო? (ნონა მუდმივად ხუმრობდა თავის მდგომარეობაზე... რა ვიცით ეს ქალებმა - ფარად ღიმილი?!... ) -არა, რას ამბობ, ყოველ აღდგომას, დილაუთენია რომ მოვალ შენს საფლავზე, საღამომდე ფეხს არ მოვიცვლიო! -პასუხობდა ცოლი... ხო და... შარშან პირველ აღდგომას შეხვდა მაია თანამეცხედრის გარეშე... ირიჟრაჟა თუ არა, გამოსდო ხელკავი ნონას და მიადგნენ ვაკის სასაფლაოს. თენგოს საფლავი იქვე, შესასვლელში იყო, ნონას ხევში მოუწია ჩასვლა. დილიდან უწყვეტ ნაკადად იწყო დენა ხალხმა. ზის მაია საფლავთან და აუარება ნაცნობ გამვლელ-გამოვლელს ხვდება, ხდება მიკითხვ-მოკითხვა, ჭირ-ვარამის გაზარება... 2 საათისათვის საშინლად ჩამოცხა, ხალხმაც იკლო. მალე ნონა დაადგა გატანჯული სახით, ქვევით აღარავინა, ცოტა არ იყოს შემეშინდა კიდეცო. მოუჯდა გვერდით, ჩაჩერებიან საფლავს. - მიჭირს...ძალიან მიჭირს უშენობა... _ პერიოდულად ჩუმად ისმის მაიას ბუტბუტი. - ხომ არ წავსულიყავით?- შეაპარა ნონამ- მგონი ჩვენს მეტი აღარც არავინაა... - რას ამბობ?! სიტყვა მივეცი, დილიდან გვიან საღამომდე საფლავს არ მოვცილდები თქო!... კიდევ ერთ საათი ითმინა ნონამ მდუმარედ. უცებ მაიას, საფლავის ერთ წერტილზე მიშტერებულ, მზერას გააყოლა თვალი... - ვაა! ეს ყვავილი მე არ დამირგია, ეტყობა თავისით ამოსულა... - რომელი ყვავილი? -ვერაფრით ვიხსენებ სახელს..."ყ"-ზე იწყება! -ყაყაჩო?- დაძაბა დაღლილი მზერ-გონება ნონამ. -არა, არა! ჰმ... ვერ ვიხსენებ... ცოტა ხნის მერე, ნონას მართლაც რომ გადაეწურა საფლავების 8 სათამდე მიტოვების იმედი და თან მეგობარსაც მარტო ვერ ტოვებდა, ბრაზმორეული ტონით შებედა: - შენ რასაც ელოდები და "ყ"-ზე იწყება, აქ თავისით არ ამოვა და თუ ქალი ხარ, წავიდეთ აწი სახლშიო! საფლავების მყუდროება მათმა მოგუდულმა სიცილმა გაარღვია... მზე ჩადიოდა... მოდიოდნენ თავდაღმართში ქვრივები... მოსდევდათ გაწელილი ჩრდილები, როგორც ქმრების გამოგზავნილი მფარველი ანგელოზები...
- ჰო, გამახსენდა! ზამბახი! ზამბახიიი!!! - მერედა სადაა მანდ "ყ"? -რა ვიცი აბაა... უკვე მხიარული კისკისი წასკდათ...
გამვლელი: - ქრისტე აღსდგა! ქვრივები: - ჭეშმარიტად!
რას ვიზამთ?! ცხოვრება გრძელდება...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
33. კი, კი ასეა ნაღდად, კარგი ხედვა გაქვს ქალური! კი, კი ასეა ნაღდად, კარგი ხედვა გაქვს ქალური!
32. იაკო, კარგია ძალიან დ "ყ"-ის ანკდოტიც საკაიფოდ გაქვს ჩასმული! :) :) იაკო, კარგია ძალიან დ "ყ"-ის ანკდოტიც საკაიფოდ გაქვს ჩასმული! :) :)
31. ქვრივი ისეთი სიტყვაა, რომ ლაზღანდარობა არ უხდება...
ქვრივი ისეთი სიტყვაა, რომ ლაზღანდარობა არ უხდება...
30. ვაიმეე :D რა გულიანად ვიცინე, ჯერ კოსტასთან, ახლა აქ, ე.ი დღეს უკვე კარგი ხასიათი გამყვება და მიხარია.
ძალაიან კარგად რომ იკითხება და თხრობის სიტილი რომ არაჩვეულებრივია, სწორად რომ გადმოცემს ემოციას, ამაზე მე რომ არაფერი ვთქვა, თავად ავტორმა უკეთ იცის.
+ 5
პ.ს. ჩემი მეგობრები, ,,ქვრივს,, მეძახიან..... მეც არ ვიცი რატომ. ქმარი არ მყავს გარდაცვლილი და არც ჩავებით დავიარები, მაგრამ მეუბნებიან რომ ,,ქვრივივით ხარ , ქვრივებს რომ ქცევები და მანერები აქვთ ისე იქცევი შენცო. ვერარით ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდნენ. ფაქტი კი ის არის რომ დღემდე ასე მომმართავენ. ,, ჩვენი ქვრივი,, შენი პროზიდან ის შთაბეჭდილება გამომყვა, რომ ქვრივები ერთდროულად არიან მწუხარენიც და ამავდროულად სადღაც ბედნიერები თავიანთი ,, ახალი თავისუფლებით,, მეტი იუმორის გრძნობით გამოირჩევიან. ალბათ ამიტომც მიწოდებენ ჩემი მეგობრები,, ქვრივს,, ჩემიძლია საკუთარ პრობლემებზე ვიცინო და ყალბად ვიწუწუნო :D ვაიმეე :D რა გულიანად ვიცინე, ჯერ კოსტასთან, ახლა აქ, ე.ი დღეს უკვე კარგი ხასიათი გამყვება და მიხარია.
ძალაიან კარგად რომ იკითხება და თხრობის სიტილი რომ არაჩვეულებრივია, სწორად რომ გადმოცემს ემოციას, ამაზე მე რომ არაფერი ვთქვა, თავად ავტორმა უკეთ იცის.
+ 5
პ.ს. ჩემი მეგობრები, ,,ქვრივს,, მეძახიან..... მეც არ ვიცი რატომ. ქმარი არ მყავს გარდაცვლილი და არც ჩავებით დავიარები, მაგრამ მეუბნებიან რომ ,,ქვრივივით ხარ , ქვრივებს რომ ქცევები და მანერები აქვთ ისე იქცევი შენცო. ვერარით ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდნენ. ფაქტი კი ის არის რომ დღემდე ასე მომმართავენ. ,, ჩვენი ქვრივი,, შენი პროზიდან ის შთაბეჭდილება გამომყვა, რომ ქვრივები ერთდროულად არიან მწუხარენიც და ამავდროულად სადღაც ბედნიერები თავიანთი ,, ახალი თავისუფლებით,, მეტი იუმორის გრძნობით გამოირჩევიან. ალბათ ამიტომც მიწოდებენ ჩემი მეგობრები,, ქვრივს,, ჩემიძლია საკუთარ პრობლემებზე ვიცინო და ყალბად ვიწუწუნო :D
29. :)მეც მომეწონა :)მეც მომეწონა
28. ცხოვრება ყველა თავისი ნიუანსით.... – "რას ვიზამთ?! ცხოვრება გრძელდება..." ცხოვრება ყველა თავისი ნიუანსით.... – "რას ვიზამთ?! ცხოვრება გრძელდება..."
26. მე კი მომეწონა მაგრამ აქცენტი რაზეა მაინც ვერ მივხვდი. :) მე კი მომეწონა მაგრამ აქცენტი რაზეა მაინც ვერ მივხვდი. :)
25. ძალიან მაგარია :) და რატომ აქვს ასეთი დაბალი რეიტინგი?
სულერთია, აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულს გილოცავ ია :) ძალიან კარგი იყო :) ))) ძალიან მაგარია :) და რატომ აქვს ასეთი დაბალი რეიტინგი?
სულერთია, აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულს გილოცავ ია :) ძალიან კარგი იყო :) )))
24. რას ვიზამთ?! ცხოვრება გრძელდება...
მართლაც...
+2 რას ვიზამთ?! ცხოვრება გრძელდება...
მართლაც...
+2
23. 8–> მომეწონა ძალიან ... 8–> მომეწონა ძალიან ...
21. ხო..... სევდას ვერ ვხედავ. მარტოხელა ქალბატონების შარჟს უფრო ვხედავ :))). მივესალმები ავტორის სითამამეს! +5 ხო..... სევდას ვერ ვხედავ. მარტოხელა ქალბატონების შარჟს უფრო ვხედავ :))). მივესალმები ავტორის სითამამეს! +5
20. ჰო, დამავიწყებია აქ შეფასების დასმა! 55555-ები, რა თქმა უნდა! და, ამავე დროს, ბზობის მოლოცვა!
სატირალ-საცინელი ნოველაა, ანუ თავად ცხოვრებაა ეს მინიატურული ნაწერი! ავტორი კი, ცოტათი ბევრისა და ლამაზად თქმის დიდოსტატი! ჰო, დამავიწყებია აქ შეფასების დასმა! 55555-ები, რა თქმა უნდა! და, ამავე დროს, ბზობის მოლოცვა!
სატირალ-საცინელი ნოველაა, ანუ თავად ცხოვრებაა ეს მინიატურული ნაწერი! ავტორი კი, ცოტათი ბევრისა და ლამაზად თქმის დიდოსტატი!
19. ვაიმეეე :D:D:D გუგუაა :D ნუ მაცინებ რაა :(
სრულიად ურაკპარაკს ვულოცავ ბზობაას!!! დღევანდელი დღის მადლი შეგეწიოთ!!! :-* ვაიმეეე :D:D:D გუგუაა :D ნუ მაცინებ რაა :(
სრულიად ურაკპარაკს ვულოცავ ბზობაას!!! დღევანდელი დღის მადლი შეგეწიოთ!!! :-*
18. ია, ძალიან დამაფიქრე, მაგრამ ნაღდი ხარ იცი? "ყვავილები ყველაფერს ფარავენ, შეყვარებულთა საფლავებსაც კი" ხომ გაგიგონია? და ერთი კიდევ: "ვინც მოკვდა, თავს მოუკვდა, თორემ ცოცხლად დარჩენილს ყოველთვის ეშველებაო"... ძნელია დანაკარგი, მაგრამ ალბათ ასე აჯობებს მაინც... დრო ყველაფრის მკურნალია... და სიცოცხლე გრძელდება ყოველთვის... რამდენიმე ხნის წინ კახეთში ერთმა ბიჭმა თავის 4 თვის ფეხმძიმე საცოლე რომ გაგუდა მანქანის საწმენდი ტილოთი, მერე ამ გოგონას დედა ჰყავდა სტუდიაში მგონი მაია ასათიანს და ის დეგენერატი ქალი გიპიურის კაბით მიეთრია სტუდიაში... არ ვიცი... არ ვიცი.... ია, ძალიან დამაფიქრე, მაგრამ ნაღდი ხარ იცი? "ყვავილები ყველაფერს ფარავენ, შეყვარებულთა საფლავებსაც კი" ხომ გაგიგონია? და ერთი კიდევ: "ვინც მოკვდა, თავს მოუკვდა, თორემ ცოცხლად დარჩენილს ყოველთვის ეშველებაო"... ძნელია დანაკარგი, მაგრამ ალბათ ასე აჯობებს მაინც... დრო ყველაფრის მკურნალია... და სიცოცხლე გრძელდება ყოველთვის... რამდენიმე ხნის წინ კახეთში ერთმა ბიჭმა თავის 4 თვის ფეხმძიმე საცოლე რომ გაგუდა მანქანის საწმენდი ტილოთი, მერე ამ გოგონას დედა ჰყავდა სტუდიაში მგონი მაია ასათიანს და ის დეგენერატი ქალი გიპიურის კაბით მიეთრია სტუდიაში... არ ვიცი... არ ვიცი....
17. საკმაოზე მეტად ტრაგიკულ-იუმორისტულია... ისე, მართლა საინტერესო დილემაა, რატომ ეცინებათ ქალებს ქმრები რომ უკვდებათ? დაისი. 2011-04-16 12:40:33
აბა თავად რომ მომკვდარიყო, როგორღა გაიცინებდა? :-? :)))) საკმაოზე მეტად ტრაგიკულ-იუმორისტულია... ისე, მართლა საინტერესო დილემაა, რატომ ეცინებათ ქალებს ქმრები რომ უკვდებათ? დაისი. 2011-04-16 12:40:33
აბა თავად რომ მომკვდარიყო, როგორღა გაიცინებდა? :-? :))))
16. გაიხარე იაკო. რაც მე ახლა ვიხალისე. . . ცოტა ხასიათზე მომიყვანე. :-* გაიხარე იაკო. რაც მე ახლა ვიხალისე. . . ცოტა ხასიათზე მომიყვანე. :-*
15. - ჰო, გამახსენდა! ზამბახი! ზამბახიიი!!! - მერედა სადაა მანდ "ყ"? -რა ვიცი აბაა...
გამვლელი: - ქრისტე აღსდგა! ქვრივები: - ჭეშმარიტად!
საკმაოზე მეტად ტრაგიკულ-იუმორისტულია... ისე, მართლა საინტერესო დილემაა, რატომ ეცინებათ ქალებს ქმრები რომ უკვდებათ? :) - ჰო, გამახსენდა! ზამბახი! ზამბახიიი!!! - მერედა სადაა მანდ "ყ"? -რა ვიცი აბაა...
გამვლელი: - ქრისტე აღსდგა! ქვრივები: - ჭეშმარიტად!
საკმაოზე მეტად ტრაგიკულ-იუმორისტულია... ისე, მართლა საინტერესო დილემაა, რატომ ეცინებათ ქალებს ქმრები რომ უკვდებათ? :)
13. საინტერესო ემოციების ცვლა... + + საინტერესო ემოციების ცვლა... + +
12.
რას ვიზამთ?! ცხოვრება გრძელდება...
ჰო... გრძელდება... ტკივილი კი არ ქრება...
რას ვიზამთ?! ცხოვრება გრძელდება...
ჰო... გრძელდება... ტკივილი კი არ ქრება...
11. - შენ რასაც ელოდები და "ყ"-ზე იწყება, აქ თავისით არ ამოვა და თუ ქალი ხარ, წავიდეთ აწი სახლშიო! საფლავების მყუდროება მათმა მოგუდულმა სიცილმა გაარღვია... :)) :))
- ჰო, გამახსენდა! ზამბახი! ზამბახიიი!!! - მერედა სადაა მანდ "ყ"? -რა ვიცი აბაა... უკვე მხიარული კისკისი წასკდათ... :))
უფ! კარგი იყო! დიდი სევდაც არის, მაგრამ მაინც კარგად ვიხალისე :)
+5 - შენ რასაც ელოდები და "ყ"-ზე იწყება, აქ თავისით არ ამოვა და თუ ქალი ხარ, წავიდეთ აწი სახლშიო! საფლავების მყუდროება მათმა მოგუდულმა სიცილმა გაარღვია... :)) :))
- ჰო, გამახსენდა! ზამბახი! ზამბახიიი!!! - მერედა სადაა მანდ "ყ"? -რა ვიცი აბაა... უკვე მხიარული კისკისი წასკდათ... :))
უფ! კარგი იყო! დიდი სევდაც არის, მაგრამ მაინც კარგად ვიხალისე :)
+5
10. კეთილი, კეთილი ღიმილი დავტოვე აქ... ჰო, იი, სიცოცხლე გრძელდება... "ყვავილები სასაფლაოზე - ეს არის სიცოცხლის სიჯიუტე"...
:-* კეთილი, კეთილი ღიმილი დავტოვე აქ... ჰო, იი, სიცოცხლე გრძელდება... "ყვავილები სასაფლაოზე - ეს არის სიცოცხლის სიჯიუტე"...
:-*
9. ''ყ''ზე ''ყლორტი'' გამახსენდა:)
ამ შენმა ნაწერმა ლადო ასათიანის სიტყვები გამახსენა ია-ია:
''ამისი ქმარი სარდაფში მოკვდა, ასე იტყვიან შენზე ქალები''.
;) ;) ;)
მოკლედ კარგია, მაგრამ ცოტა კორექტურაა გაპარული და თუ არ დაგეზარება, შეასწორე. ;) ``ყ``ზე ``ყლორტი`` გამახსენდა:)
ამ შენმა ნაწერმა ლადო ასათიანის სიტყვები გამახსენა ია-ია:
``ამისი ქმარი სარდაფში მოკვდა, ასე იტყვიან შენზე ქალები``.
;) ;) ;)
მოკლედ კარგია, მაგრამ ცოტა კორექტურაა გაპარული და თუ არ დაგეზარება, შეასწორე. ;)
8. მომეწონა... მომეწონა...
7. ხო, რა ვიცი...მეც ვერ გავიცინე...:-* დაფიქრებით კი დამაფიქრა...:-* ხო, რა ვიცი...მეც ვერ გავიცინე...:-* დაფიქრებით კი დამაფიქრა...:-*
6. ყველა ქალი ხომ აინც ქალია, მოფერება და ალერსი უნდა..
სევდასთან ლამაზად გაჯერებული იუმორი.
იანო! გეხერხება მკითხველი დაადარდიანო და შემდეგ გააღიმო.... მიყვარს ეს გვერდი.... ყველა ქალი ხომ აინც ქალია, მოფერება და ალერსი უნდა..
სევდასთან ლამაზად გაჯერებული იუმორი.
იანო! გეხერხება მკითხველი დაადარდიანო და შემდეგ გააღიმო.... მიყვარს ეს გვერდი....
5. უი, მართლაც რამხელა სევდაა აქ.
მაგრამ, ვერ დავმალავ და მაინც ვიცინეეეეეეეე :D უი, მართლაც რამხელა სევდაა აქ.
მაგრამ, ვერ დავმალავ და მაინც ვიცინეეეეეეეე :D
4. ცხადია, ია. ჩათვალე, რომ სუბიექტური ვარ:) ცხადია, ია. ჩათვალე, რომ სუბიექტური ვარ:)
3. ზუსტადაც ნამდვილი ამბავია :) და მართალია ძალიან სევდიანადაც მოყვა :( მაგრამ მერე ბევრი ვიცინეთ... :( ჰო...შეიძლება არ უნდა გაგვეცინა, მაგრამ... მართლაც საანეგდოტოა ... :-* ზუსტადაც ნამდვილი ამბავია :) და მართალია ძალიან სევდიანადაც მოყვა :( მაგრამ მერე ბევრი ვიცინეთ... :( ჰო...შეიძლება არ უნდა გაგვეცინა, მაგრამ... მართლაც საანეგდოტოა ... :-*
2. აპა... პა... პა.... არ გაეცინა რენუარს:( პირიქით. შეიძლება ნამდვილი აბმავია, მაგრამ ისეთი, მხოლოდ ანეგდოტათ რომ გამოდგება.
ვიცი, სწორად გამოგებ:) აპა... პა... პა.... არ გაეცინა რენუარს:( პირიქით. შეიძლება ნამდვილი აბმავია, მაგრამ ისეთი, მხოლოდ ანეგდოტათ რომ გამოდგება.
ვიცი, სწორად გამოგებ:)
1. ძალიან სადად და ბუნებრივ ფერებში მოთხრობილი დრამატული ცხოვრება. , მოკლედ და არადრამატულად. ძალიან სადად და ბუნებრივ ფერებში მოთხრობილი დრამატული ცხოვრება. , მოკლედ და არადრამატულად.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|