ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალიაჩი
ჟანრი: პოეზია
20 აპრილი, 2011


ახლა მივყვები ჭავჭავაძეს მარტო, ეული...

ახლა მივყვები ჭავჭავაძეს მარტო, ეული,
დამწვარი ფიქრით გულს მიმძიმებს ირგვლივ მიდამო,
ვხვდები რომ ჩემში აბობოქრდა რაღაც ველური,
დამცინავ ხმებით ვითომ მირჩევს: კვლავ არ ინანო...

ჩემში ტირიან და გოდებენ მგლოვიარენი,
და კვლავ მივყვები ჭავჭავაძის გამზირს ბედკრული,
ქუჩაში მხვდება ლამაზ წყვილთა კორიანტელი,
მათ მზერაში კი იკითხება გრძნობა მეფური.

ღმერთო, შემინდე რომ შემიპყრო ცოდვილთა შურმა,
მე ის ბიჭი ვარ კოცნაზე რომ უჩვენეს ზურგი,
ბედი სიცილით ჩემს ცხოვრებას მარწუხით გუდავს,
გზაზე მივდივარ, სული კივის ყვირილით მუნჯის.

მოვკვდი. ვიცი რომ, ციდვილთა გზა, არ არის ფართო,
მაგრამ ასეთი ვიწრო ჩემთვის რად შექმენ ღმერთო?!
ამდენი ტვირთის გზად ტარება რომ მიწევს მარტოს,
არ გეცოდები, რად მასინჯებ ამ ტანჯვის გემოს?!

მე ყველას სახე მივამგვანე იმ ერთადერთის,
ორი წუთის წინ ხელი რომ მკრა უფსკრულის პირას.
მაგრამ რა ვუყო, ჩემს ფიქრშიაც ვერ ვედავები,
რა ვქნა რომ მიყვარს, უანგაროდ ვარსკვლავი ციდან.

მაგრამ ვხვდები რომ მას ჩემს მიმართ არა აქვს გრძნობა,
მოხეტიალედ ასე იქცა მისი ერთგული,
ზეცაში ისმის ანგელოზთა უწყვეტი გლოვა,
და კვლავ მივყვები ჭავჭავაძეს მარტო, წყეული...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები