ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბელა ეული
ჟანრი: პოეზია
21 აპრილი, 2011


.. და ეს ჩვენს გამო

გმინავს, მღელვარებს კაცობრიობა,
ჩვენ ვერ შევძელით ის რაც იობმა
ვეღარ დავმალეთ ღია ჭრილობა,
გახშირებულა დღეს გულგრილობა.
დგანდგარებს, ბორგავს სისხლი სდის მიწას.
მსოფლიო ტკივილს ვერ უძლებს, იძრა
შფოთია ყველგან, სიმშვიდე გაქრა,
უდებება და მწველ ხორცთა აღძვრა,
დავპატარავდით. თვალს ვერ ვუსწორებთ,
აწმყოს შიში გვკლავს, ხვალის უფრო-რე,
მივაფუჩეჩებთ ლოცვას და ტკივილს
გავურბით, ვჩქმალავთ ღრეჯით, ღიმილით
საუკუნეთა მიხედვით ვმსჯელობთ
''დღეს სხვა დროაო'' აღარ ვგულწრფელობთ
ტექნიკა თითქოს უფალს შეება
ასე გვირჩიეს დროის მკვლელებმა,
ჩვენც მორჩილება ამით ვაჩვენეთ,
ცოდნა და წიგნი სულ შევაჩვენეთ
ტკივილს ვიყუჩებთ სხვა და სხვა გზებით,
ხშირად დუმილით, ხორცთა აღგზნებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები