ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2011


”გაზაფხულის საღამოა მშვიდი”

ტოტზე
ჩამომსხდარი კვირტები
ჰგვანან
გულფრთხიალა ნარჩიტებს,
და მეც
სიმყუდროვით ვირთვები,
ასე
არაფერი მამშვიდებს.

წამით
მომაგონებს კვიპაროსს
ჩრდილი
ტანმაღალი თუთის ხის,
მთვარის
თოთო ღიმილს ვიპარავ
ორი
უდარდელი წუთისთვის.

ქარი
ხეივნებში ნავარდობს,
მწუხრი
ლურჯფურცლიან ლოცვანს შლის...
შენ კი
ამ მშვენიერ საღამოს
მიცვლი
ერთ პატარა კოცნაში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები