ეს ამბავი მანანა კაკაჩიას მოთხრობამ გამახსენა და წარსული პირდაპირ გულზე მომახალა. პროფესიით არ ვარ მასწავლებელი, მაგრამ ერთი წელი კი მომიწია მუშაობა საშუალო სკოლაში. ოცი წლის ლამაზი გოგო არა სასკოლო ფორმაში - თავად მოგეხსენებათ რაცაა უფროსკლასელებისთვის.
მე არ მიპასუხია "იმ" ბიჭისთვის გრძნობებზე. ახლაც მახსოვს მისი დიდი მომწვანო თვალები და უხერხულად ალეწილი სახე, ვითომ რომ ვერ ვამჩნევდი და უთვალებოდ ვუღიმოდი. მაშინ მამაზე შავები მეცვა... მას შემდეგ 10 წელი გავიდა. სრულიად შემთხვევით შევხვდი ქუჩაში - ჩემს უბანში. ვიღაცამ სახელით დამიძახა და უხიაგად შემოვტრიალდი - როგორ გამიბედა მეთქი.
ჩემს წინ იდგა. მომწვანო თვალები ალერსიანად შემომცქეროდა. - იცით მასწავლებელო,-მითხრა,- მე აქვე ვცხოვრობ, თქვენთან ახლოს, აქ ვიყიდე ბინა. ცოლიც მოვიყვანე, თქვენი სეხნიაა, პროფესიაც თქვენი აქვს, აღნაგობითაც თქვენ გგავთ... ახლა გაზეთს გამოვცემ, წარმატებებიც მაქვს, საშუალოდ ვცხოვრობ, მაგრამ არ ვუჩივი... თქვენ ისევ შავები გაცვიათ როგორც მაშინ სკოლაში. ალბათ თქვენ... მაშინ იმიტომაც ... ახლა ვინ? ..."
მხოლოდ თვალებით გამეღიმა. იქნებ დადგა დრო სახელებით მივმართოთ ერთმანეთს თქო,- ვუთხარი. - და რატომ გაცვიათ ისევ შავები? - კითხვით აისხლიტა პასუხი. - ქმარი! - ვუპასუხე ერთი სიტყვით. სახე აეჭრა, თვალებზე ალმურმა გადაუარა, ზამბარასავით მოჭიმული ძარღვები მოეშვა, მომუშტული მარჯვენა გახსნა და უღონოდ დაუშვა დაბლა. - როდის? -მკაცრად იკითხა. - ექვსი თვეა. ზედა ტუჩი ჩაიკვნიტა. - მე სულ სამი თვეა რაც ცოლი მოვიყვანე - თქვა ჩუმად. - თურმე კიდევ შეიძლებოდა... თქვენ ხომ ჩემზე სულ ოთხი წლით... - ჩშშშ! ის ხომ ბავშობა იყო. ახლა კაცი ხარ... ნუ საყვედურობ ბედს. ოჯახს მიხედე, თავს მიხედე, შვილები გააჩინე, გაზარდე. არც კი მეგონა თუ აქამდე გეხსომებოდა. - ჩავიჩურჩულე. ახლაც არ მქონდა არაფრის თავი... - ახლა კაცი ვარ, ასეა, მაგრამ გული იმ ბავშვის მაქვს. მე სხვაში გეძებდით, რაღაცას თითქოსდა მივაგენი, უნდა შევჩერებულიყავი, აკი გულიც მეუბნებოდა...- სიტყვა გაეჩხირა, თვალების სისველემ მზე აირეკლა. უცბად შეტრიალდა და წავიდა. მეც მოვტრიალდი, ერთი წამით რაღაც გავიფიქრე, მაგრამ უცებ ავტობუსი გაჩერდა და ხალხის ჩოჩქოლში ძლივს ავაღწიე სალონში. იმ შეხვედრით კიდევ ერთი, ვინ იცის მერამდენე ეკალი მომიღერა ცხოვრებამ. ალბათ ისეთივე მწარე, რომლის ამოგლეჯასაც ის ცდილობდა. მას მერე შემთხვევითაც არსად შემხვედრია. არც თავად გამოჩენილა. არც მისი ამბავი გამიგია. არც მე მიკითხავს რამე მასზე, ალბათ კარგადაა. კარგად იქნება.
________________________________________________________________________________ © საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
44. დამაფიქრებელი ნათქვამია, თუმცა ეს პროზა ნაკლებადაა.
პროზის პარამეტრებს მხოლოდ 'ბედუინი' აკმაყოფილებს. 'ხელოსანი' - არ დამისრულებია.
დამაფიქრებელი ნათქვამია, თუმცა ეს პროზა ნაკლებადაა.
პროზის პარამეტრებს მხოლოდ `ბედუინი` აკმაყოფილებს. `ხელოსანი` - არ დამისრულებია.
43. კარგ ნაწარმოებს სიძველე "აღვინებს"., ანუ რაც ძველია მით კაი... კარგ ნაწარმოებს სიძველე "აღვინებს"., ანუ რაც ძველია მით კაი...
42. არ მოუწევს გაგრძელება აგლაია. მადლობა ხუთი წლის წინანდელი ნაწერი რომ წაიკითხე.
არ მოუწევს გაგრძელება აგლაია. მადლობა ხუთი წლის წინანდელი ნაწერი რომ წაიკითხე.
41. რა სასიამოვნო, თან სევდის მომგვრელი წასაკითხია. რომელიღაც ამბავს მახსენებს . მომწონს. მინდოდა კიდევ გაგრძელებულიყო, იქნებ გაგრძელებაც მოუწიოს, :) რა არ ხდება... რა სასიამოვნო, თან სევდის მომგვრელი წასაკითხია. რომელიღაც ამბავს მახსენებს . მომწონს. მინდოდა კიდევ გაგრძელებულიყო, იქნებ გაგრძელებაც მოუწიოს, :) რა არ ხდება...
39. თქვენი შემოქმედება ყოველთვის მივსებს იმ დანაკლისს რასაც მე აქ შემოსვლით ვეძებ...ვეძებ,ვეძებ და ისევ თქვენამდე მოვდივარ მერე... ასეა,როცა ღირებულია,საინტერესო და კარგი საკითხავია პროზა... <3 +5 თქვენი შემოქმედება ყოველთვის მივსებს იმ დანაკლისს რასაც მე აქ შემოსვლით ვეძებ...ვეძებ,ვეძებ და ისევ თქვენამდე მოვდივარ მერე... ასეა,როცა ღირებულია,საინტერესო და კარგი საკითხავია პროზა... <3 +5
38. ერთი ისტორია ბევრად ტრაგიკულად დამთავრდა: ქმარი სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაჭრეს და პარალიზებული აღმოჩდა, ყმაწვილი კი ავარიაში მოჰყვა მეგობრებთან ერთად – დაიღუპნენ... თვალები კი მწვანე ჰქოდა... თუმცა ქალსაც მწვანე თვალები აქვს... ერთი ისტორია ბევრად ტრაგიკულად დამთავრდა: ქმარი სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაჭრეს და პარალიზებული აღმოჩდა, ყმაწვილი კი ავარიაში მოჰყვა მეგობრებთან ერთად – დაიღუპნენ... თვალები კი მწვანე ჰქოდა... თუმცა ქალსაც მწვანე თვალები აქვს...
37. კარგია, მაგრამ არის რაღაც მოჭარბებული ელემენტები, რაც მეზედმეტა რაღაც :) კარგია, მაგრამ არის რაღაც მოჭარბებული ელემენტები, რაც მეზედმეტა რაღაც :)
36. ასეთი შესანიშნავი ისტორიები მაჯერებს ხოლმე, რომ სიყვარული მართლაც არსებობს! მტკივნეულია ძალიან და მაინც თბილი! წარმატებები <3++ ასეთი შესანიშნავი ისტორიები მაჯერებს ხოლმე, რომ სიყვარული მართლაც არსებობს! მტკივნეულია ძალიან და მაინც თბილი! წარმატებები <3++
35. Eემოციებით დაიწყო ჩემი დილა.... მიუხედავად იმისა, რომ მტკივნეულია, მაინც მიხარია, რომ ხდება ასეც... გრძნობები ბოლომდე არ ქრება... Eემოციებით დაიწყო ჩემი დილა.... მიუხედავად იმისა, რომ მტკივნეულია, მაინც მიხარია, რომ ხდება ასეც... გრძნობები ბოლომდე არ ქრება...
34. ვეთანხმებ პელიგრამს მეც იგივე გრძნობა დამეუფლა.... ძალიან სევდიანი ამბავია , სითბოც იგრძნობა მასში და სინაზეც თუმცა მაინც მტკივნეულია..! ძალიან მომეწონა!!!!!! ++ ვეთანხმებ პელიგრამს მეც იგივე გრძნობა დამეუფლა.... ძალიან სევდიანი ამბავია , სითბოც იგრძნობა მასში და სინაზეც თუმცა მაინც მტკივნეულია..! ძალიან მომეწონა!!!!!! ++
33. თვალში რაღაც ჩამივარდა, თქვენ სხვაგვარად ხომ არ იფიქრეთ?:))
შემენანა ასეთი მცირე ზომის ჩანახატისთვის ეს თემა... მართლა კარგი და გრძნობისმიერია, უბრალოდ მალე დამთავრდა და მეწყინა:(( თვალში რაღაც ჩამივარდა, თქვენ სხვაგვარად ხომ არ იფიქრეთ?:))
შემენანა ასეთი მცირე ზომის ჩანახატისთვის ეს თემა... მართლა კარგი და გრძნობისმიერია, უბრალოდ მალე დამთავრდა და მეწყინა:((
32. სევდიანი ამბავია.. ჭრილობები ყოველთვის გვიტოვებს ნაიარევს, სამწუხაროდ.. "გულზე მოხლილი წარსული" < სათაური უდაოდ კარგი მიგნებაა)** სევდიანი ამბავია.. ჭრილობები ყოველთვის გვიტოვებს ნაიარევს, სამწუხაროდ.. "გულზე მოხლილი წარსული" < სათაური უდაოდ კარგი მიგნებაა)**
31. თურმე ბენჯამენი ცოცხალი იყო მაშინ და ამას კითხულობდა, კომენტარიც დაუტოვებია თბილი როგორც იცოდა ჩემი პირველი, უცნობი, მეგობარი ურაკზე და ასევე პირველი ტკივილი... ნათელში იყოს შენი სული ბენ :( თურმე ბენჯამენი ცოცხალი იყო მაშინ და ამას კითხულობდა, კომენტარიც დაუტოვებია თბილი როგორც იცოდა ჩემი პირველი, უცნობი, მეგობარი ურაკზე და ასევე პირველი ტკივილი... ნათელში იყოს შენი სული ბენ :(
30. ძალიან მიყვარს ასეთი მგრძნობიარე ნაწერები.+++++ ძალიან მიყვარს ასეთი მგრძნობიარე ნაწერები.+++++
29. მიუხედავად იმისა რომ ახლოს ცხოვრობდით მაინც არასდროს შეგხვედრიათ მას მერე? - ცხოვრება ხშირად მწარეა ვიდრე ტკბილი. არ მინდა ჩემდა უნებურად რამე გაგახსენოთ ჩემი კომენტარით, ამიტომ ნაწერს შევეხები მხოლოდ. ვიტყვი რომ კარგია. ზოგიერთების თქმისა არ იყოს სად უნდა, სად არ უნდა - ერთი რამ ნათელია, თქვენს ნაწერებს მკითხველი ჰყავს, რომლებსაც მოსწონთ თქვენი ნაწერები, სწორედ ეს არის, და ეს უნდა იყოს მთვარი მწერლისთვის წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორი. ისე კი მას შემდეგ რამე უნდა შეცვლილიყო თქვენდა სასიკეთოდ მე ამას ვისურვებდი. მიუხედავად იმისა რომ ახლოს ცხოვრობდით მაინც არასდროს შეგხვედრიათ მას მერე? - ცხოვრება ხშირად მწარეა ვიდრე ტკბილი. არ მინდა ჩემდა უნებურად რამე გაგახსენოთ ჩემი კომენტარით, ამიტომ ნაწერს შევეხები მხოლოდ. ვიტყვი რომ კარგია. ზოგიერთების თქმისა არ იყოს სად უნდა, სად არ უნდა - ერთი რამ ნათელია, თქვენს ნაწერებს მკითხველი ჰყავს, რომლებსაც მოსწონთ თქვენი ნაწერები, სწორედ ეს არის, და ეს უნდა იყოს მთვარი მწერლისთვის წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორი. ისე კი მას შემდეგ რამე უნდა შეცვლილიყო თქვენდა სასიკეთოდ მე ამას ვისურვებდი.
28. დიდი მადლობა ღამის ასეთი დასაწყისის თვის.ეს სევდა გაივლის რათქმა უნდა.მხოლოდ ხანდახან ასეთ მომენთებში გეტკინებათ ხოლმე გული.და ღმერთმანუ ქნას არ გეტკინოთ და არ დაგასევდიანოთ.ეს სევდა ხომ იმ სითბოს ნაწილია რასაც თქვენ ადამიანების მიმართ განიცდით.
ძალიან მომეწონა.ბრავო. დიდი მადლობა ღამის ასეთი დასაწყისის თვის.ეს სევდა გაივლის რათქმა უნდა.მხოლოდ ხანდახან ასეთ მომენთებში გეტკინებათ ხოლმე გული.და ღმერთმანუ ქნას არ გეტკინოთ და არ დაგასევდიანოთ.ეს სევდა ხომ იმ სითბოს ნაწილია რასაც თქვენ ადამიანების მიმართ განიცდით.
ძალიან მომეწონა.ბრავო.
26. ყველა ქალის ცხოვრებაშია ეს მომენტი:)
ერთხელ ყველას ახსენდება ასეთი რაღაც...ერთხელ მაინც..უბრალოდ არ უნდა აყვე ამ დროს ემოციებს...კარგია ავტობუსი რომ გაჩერდა და ხალხის ჩოჩქოლმა აგიტანა სალონში:) ყველა ქალის ცხოვრებაშია ეს მომენტი:)
ერთხელ ყველას ახსენდება ასეთი რაღაც...ერთხელ მაინც..უბრალოდ არ უნდა აყვე ამ დროს ემოციებს...კარგია ავტობუსი რომ გაჩერდა და ხალხის ჩოჩქოლმა აგიტანა სალონში:)
25. ამ ნაწერის აქ მოტანის მიზეზი რა იყო? ან მიზანი? ან საერთოდაც რა უნდა ამას პროზაში? ამ ნაწერის აქ მოტანის მიზეზი რა იყო? ან მიზანი? ან საერთოდაც რა უნდა ამას პროზაში?
24. +5. მაგრად მეტკინა რაღაც. უკანასკნელ დროს ასე მტკივნეულად არაფერი განმიცდია. კარგად იქნება? ეჰ, რავიცი, რავიცი... +5. მაგრად მეტკინა რაღაც. უკანასკნელ დროს ასე მტკივნეულად არაფერი განმიცდია. კარგად იქნება? ეჰ, რავიცი, რავიცი...
23. მოპატიჟების ფორმამ მომხიბლა.:)გესტუმრეთ. ''ალბათ კარგადაა. კარგად იქნება. '' .ფინალი მომეწონა განსაკუტრებით. 5 ქულას ტუ მნიშვნელობა აქვს :) მოპატიჟების ფორმამ მომხიბლა.:)გესტუმრეთ. ``ალბათ კარგადაა. კარგად იქნება. `` .ფინალი მომეწონა განსაკუტრებით. 5 ქულას ტუ მნიშვნელობა აქვს :)
22. კარგად იქნება, ნეფერტარო, კარგად, მაგრამ, სენ? შენც კარგად ხარ?! :) 5 მოგონებებისათვის. :) კარგად იქნება, ნეფერტარო, კარგად, მაგრამ, სენ? შენც კარგად ხარ?! :) 5 მოგონებებისათვის. :)
21. მეც მოვტრიალდი, ერთი წამით რაღაც გავიფიქრე, მაგრამ უცებ ავტობუსი გაჩერდა და ხალხის ჩოჩქოლში ძლივს ავაღწიე სალონში. იმ შეხვედრით კიდევ ერთი, ვინ იცის მერამდენე ეკალი მომიღერა ცხოვრებამ. ალბათ ისეთივე მწარე, რომლის ამოგლეჯასაც ის ცდილობდა. ათი წელი თურმე როგორ ტკიოდა...
მოეწონა არტემიდას:):) მეც მოვტრიალდი, ერთი წამით რაღაც გავიფიქრე, მაგრამ უცებ ავტობუსი გაჩერდა და ხალხის ჩოჩქოლში ძლივს ავაღწიე სალონში. იმ შეხვედრით კიდევ ერთი, ვინ იცის მერამდენე ეკალი მომიღერა ცხოვრებამ. ალბათ ისეთივე მწარე, რომლის ამოგლეჯასაც ის ცდილობდა. ათი წელი თურმე როგორ ტკიოდა...
მოეწონა არტემიდას:):)
20. აქ ვიტყოდი, რომ როგორც ამბავი ძალიან სევდიანია.... ლიტერატურული ღირებულება კი ცოტათი მოიკოჭლებს!!! თუმც ეშველება, ნამდვილად!!! კარგი ჩემგან აქ!!! გაიხარე შენა!!! აქ ვიტყოდი, რომ როგორც ამბავი ძალიან სევდიანია.... ლიტერატურული ღირებულება კი ცოტათი მოიკოჭლებს!!! თუმც ეშველება, ნამდვილად!!! კარგი ჩემგან აქ!!! გაიხარე შენა!!!
19. დაბოლოება მშვენიერი, ვიტყოდი უზადოც. მაგრამ ტექსტზე ცოტას წავიმუშავებდი თქვენს ადგილას. დაბოლოება მშვენიერი, ვიტყოდი უზადოც. მაგრამ ტექსტზე ცოტას წავიმუშავებდი თქვენს ადგილას.
18. ჰარირამა, თქვენ მე მაბნევთ.... :) ჰარირამა, თქვენ მე მაბნევთ.... :)
17. 20 წლის გოგო, არასასკოლო ფორმაში , არამარტო უფროსკლასელებოსტვის მომეხესენება რაცაა , თანაც ლამაზი:) ვხუმრობ, იმედია "ნეუდაჩნა" არა:) რადგან მოთხრობა სევდიანია, და ეს სევდა რომ მორჩები კითხავს მერეც მიგყვება. მე Mსრალი კი არა "სველი" მომეჩვენა. კარგი რამ იყო:) 20 წლის გოგო, არასასკოლო ფორმაში , არამარტო უფროსკლასელებოსტვის მომეხესენება რაცაა , თანაც ლამაზი:) ვხუმრობ, იმედია "ნეუდაჩნა" არა:) რადგან მოთხრობა სევდიანია, და ეს სევდა რომ მორჩები კითხავს მერეც მიგყვება. მე Mსრალი კი არა "სველი" მომეჩვენა. კარგი რამ იყო:)
16. მშრალი მეჩვენება, მომიტევეთ :) მშრალი მეჩვენება, მომიტევეთ :)
15. სკოლის პერიოდი გამახსენა, კარგად წერ მაგრამ აკლია რაღაც სკოლის პერიოდი გამახსენა, კარგად წერ მაგრამ აკლია რაღაც
13. მარტინს ვეთანხმები, ნეფერტარ :) მარტინს ვეთანხმები, ნეფერტარ :)
12. ძალიან კარგად წერ! უფრო მეტი წერე და მეტი მოთხრობები დადე აქ! მე პირადად მოუთმენლად დავუცდი შენ ახალ ნაწარმოებებს! ძალიან კარგად წერ! უფრო მეტი წერე და მეტი მოთხრობები დადე აქ! მე პირადად მოუთმენლად დავუცდი შენ ახალ ნაწარმოებებს!
11. ეს მახსოვს ...წავიკითხე...კომენტარი დამვიწყებია...:-* გულისამაჩუყებელი სცენააა...:) ეს მახსოვს ...წავიკითხე...კომენტარი დამვიწყებია...:-* გულისამაჩუყებელი სცენააა...:)
10. მომეწონა, განსაკუთრებით ფინალი! მომეწონა, განსაკუთრებით ფინალი!
9. მეტკინა სადღაც..... 5. მეტკინა სადღაც..... 5.
8. მე კარგად მესმის ამ ავტორის, მისი ტკივილი ჩემთვის ძალიან ნაცნობია!
მე კარგად მესმის ამ ავტორის, მისი ტკივილი ჩემთვის ძალიან ნაცნობია!
7. ძალიან სევდიანი და ტკივილიანი ამბავია! ძალიან სევდიანი და ტკივილიანი ამბავია!
6. მადლობა ქალბატონო მანანა, მე უფრო ის მახსოვს მას რომ ტკიოდა გული ჩემს გამო, არაფრით არასოდეს არ მინდა ვიყო სხვისი ტკივილის მიზეზი, ეს ძალიან მძიმეა. მადლობა ქალბატონო მანანა, მე უფრო ის მახსოვს მას რომ ტკიოდა გული ჩემს გამო, არაფრით არასოდეს არ მინდა ვიყო სხვისი ტკივილის მიზეზი, ეს ძალიან მძიმეა.
5. ლამაზი მოთხრობაა. თუ ჩემმა ნაწერმა ჭრილობა განგიახლათ,მაპატიეთ... ლამაზი მოთხრობაა. თუ ჩემმა ნაწერმა ჭრილობა განგიახლათ,მაპატიეთ...
4. ზედა ტუჩი ჩაიკვნიტა, სისხლის წვეთმა გამოჟონა
ეს ადგილი ძალიან გაზვიადებულია...ჩემი აზრით... ზედა ტუჩი ჩაიკვნიტა, სისხლის წვეთმა გამოჟონა
ეს ადგილი ძალიან გაზვიადებულია...ჩემი აზრით...
3. +2
ვინ იცის მერამდენე ეკალი მომიღერა ცხოვრებამ .... +2
ვინ იცის მერამდენე ეკალი მომიღერა ცხოვრებამ ....
2. მაგრამ ერთი წელი კი მომიწია მუშაობამ საშუალო სკოლაში - მომიწია მუშაობა (ალბათ)
მომეწონა ნაწერი... +5 მაგრამ ერთი წელი კი მომიწია მუშაობამ საშუალო სკოლაში - მომიწია მუშაობა (ალბათ)
მომეწონა ნაწერი... +5
1. ალბათ კარგადაა. კარგად იქნება.
" ბავშვობაში მიღებული ჭრილობა ხორცდება,მაგრამ ნაჭრილობევი ჩვენთან ერთად იზრდება.." ალბათ კარგადაა. კარგად იქნება.
" ბავშვობაში მიღებული ჭრილობა ხორცდება,მაგრამ ნაჭრილობევი ჩვენთან ერთად იზრდება.."
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|