 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პროზა 5 მაისი, 2011 |
სად ვარ, ვაი დედა?! ჰაერი არ მყოფნის, ეს რა უკუნი სიბნელე, სივიწროვე და მიწის სუნია, სული მეხუთება, ვერ ვინძრევი! ღმერთო ჩემო, მგონი კუბოში ვწევარ! რა მოვკვდი და უკვე დამასაფლავეს?! კი, მაგრამ გუშინ არ იყო, რომ ვქეიფობდი და ვლაღობდი?! აქეთ-იქეთ ხელების ფათური დავიწყე, ეჭვები გამიმყარდა, ეს მართლცა კუბო იყო. ცუნამივით მოვარდნილი ადრენალინისგან ტანი მთლიანად ამიცახცახდა, ცივი ოფლი მასხამს, უნებლიედ შარვალში ვშარდავ, გული ლამისაა გასკდეს და შუაზე გადაიფხრიწოს. უცებ უკუნეთში, მკვეთრი სხივი იჭრება და გარდაცვლილი მამის ძლიერი ხელი, ჩემს საფლავიდან ამოთრევს ლამობს. წამებში, ფილტვებში უსუფთავესმა ჰაერმა დამიქროლა. შვებით ამოვისუნთქე და თვალები ვაჭყიტე. ჟანგბადის ნიღბით დამშვენებულს, თავზე სასწრაფოს ლამაზი და ოქროსფერფრთიანი ექთანი დამფარფატებდა; იგი ჩემსკენ გადმოიხარა და ჩამჩურჩულა: “მამამ შემოგითვალა, ამდენი აღარ დალიოსო” და გაქრა. ანგელოზია თუ “ბელაია” – გავიფიქრე შიშით, თუმცა რაც მთავარია, ცოცხალი ვიყავი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. “მამამ შემოგითვალა, ამდენი აღარ დალიოსო” და გაქრა. ანგელოზია თუ “ბელაია” – გავიფიქრე შიშით, თუმცა რაც მთავარია, ცოცხალი ვიყავი!
:) “მამამ შემოგითვალა, ამდენი აღარ დალიოსო” და გაქრა. ანგელოზია თუ “ბელაია” – გავიფიქრე შიშით, თუმცა რაც მთავარია, ცოცხალი ვიყავი!
:)
17. მე მომეწონა:) მე მომეწონა:)
16. რატომ უნდა იფიქრო ამის დაწერაზე? არც იუმორია.. არ ვიცი,რა არის! რატომ უნდა იფიქრო ამის დაწერაზე? არც იუმორია.. არ ვიცი,რა არის!
15. არ მომეწონა, ეს შეიძლება გაიფიქრო, მაგრამ არ უნდა დაწერო! არ მომეწონა, ეს შეიძლება გაიფიქრო, მაგრამ არ უნდა დაწერო!
14. :( არ მომეწონა :( არ მომეწონა
13. ხელოვნურია. ხელოვნურია.
12. ხო მთავარი ეგაა...:) ხო მთავარი ეგაა...:)
11. ჩემი აზრით,ამ ნაწერთან სიტყვა "კონკურსი"-ს ხსენებაც არ შეიძლება (: ჩემი აზრით,ამ ნაწერთან სიტყვა "კონკურსი"-ს ხსენებაც არ შეიძლება (:
10. მიტომაც არ გავაგზავნე და არცაა დამუშავებული, მგონი თავად ატყობთ! :) ისე, რაცხა კი გამოვიდოდა, მაგრამ ამ სიკვდილის თემამ ბოლოს ძალიან ვერ მომხიბლა! :) მიტომაც არ გავაგზავნე და არცაა დამუშავებული, მგონი თავად ატყობთ! :) ისე, რაცხა კი გამოვიდოდა, მაგრამ ამ სიკვდილის თემამ ბოლოს ძალიან ვერ მომხიბლა! :)
9. აქ 100 მეტია!!!! და არც საკონკურსოდ მომეწონა :) აქ 100 მეტია!!!! და არც საკონკურსოდ მომეწონა :)
8. საკონკურსო ნამდვილად არ იყო.
საკონკურსო ნამდვილად არ იყო.
7. ვაიმე მაგრად მეშინია მე ეგეთების. ვცახცახებ :( ვაიმე მაგრად მეშინია მე ეგეთების. ვცახცახებ :(
6. :D :D კარგია +2 :D :D კარგია +2
5. მიხარია, რომ გაგეღიმათ! :) :) :) მიხარია, რომ გაგეღიმათ! :) :) :)
4. :D:D:D ჯერ შემეშინდა, მერე ვიცინე გულიანად:D:D:D :D:D:D ჯერ შემეშინდა, მერე ვიცინე გულიანად:D:D:D
3. რა საყვარლადაა დაწერილი :) ფინალი მომეწონა :) რა საყვარლადაა დაწერილი :) ფინალი მომეწონა :)
2. კიდევ კარგი ეს არ გააგზავნე :D კიდევ კარგი ეს არ გააგზავნე :D
1. ვაი, იმედი მაქვს ავტორის ჩანაფიქრი ის არის , რომ ბოლოს მკითხველმა გაიცინოს, იმიტომ, რომ მე ჩავბჟირდისიიიიიიი! =))
ისე 100-იცაა აქ სიტყვა და გაცილებით მეტიც! ვაი, იმედი მაქვს ავტორის ჩანაფიქრი ის არის , რომ ბოლოს მკითხველმა გაიცინოს, იმიტომ, რომ მე ჩავბჟირდისიიიიიიი! =))
ისე 100-იცაა აქ სიტყვა და გაცილებით მეტიც!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|