„რამ“. მე ეს სახელი დაგარქვი შენ. ეს მაშინ მომიფრინდა აზრში, როცა მოკლე ბარათს გწერდი, მხარი რომ დამიზიანდა, გახსოვს? მეტი არ შემეძლო და მოკლედ მოგწერე: „რამ, მხარი მტეხს, მიშველე რამე." “რამ-რამე”. უცბად გამათბო ამ მიგნებამ. დავიწყე ძებნა. ბევრი არც დამჭირვებია. შენ იცი, მე როგორ მიყვარს ინდოეთი. შოთა რუსთაველსაც უყვარდა ინდოეთი. ჰოდა გავყევი შენს სახელს ვეფხისტყაოსანში. ის ხომ ჩემი, ნაღდი ქართული ბიბლიაა. რამაზ, ხატაეთის ხანი და მეფე, ინდოეთის დაჩოქების მსურველი. იმის დაჩოქების მსურველი რაც მე მიყვარს?! რატომ დაარქვა მას რუსთველმა ეს სახელი მაინც? იქნებ იმიტომ რომ, ინდოეთის დაპყრობა მხოლოდ ღმერთს შეეძლო? და რაკი უნდა წაეგო ომი ტარიელთან, ვერც ინდოეთს უნდა მიწვდომოდა - ამიტომ ერთი ბგერა დაუმატა და უბრალო კაცად აქცია? იქნებ იმიტომ რატომაც მე დაგარქვი „რამა“... რამა, - ინდური ღმერთკაცი და ღვთაება, უძველესი ინდური ეპოსის ,,რამაიანას” მთავარი გმირი, ქართულად - “სრულყოფილი ადამიანი”. გახსოვს ერთხელ გითხარი რომ შენ თავის + უფალი კაცი ხარ თქო. „ხო, სახელი დაარქვიო ჩემს ხასიათსო“, - მითხარი. ჰოდა გავეთამაშე შენს სახელს, რომელიც სინამდვილში მაბრუნებს. იმ სინამდვილეში, რომელიც არ მომწონს. მოვაშორე რუსთველის დამატებული ერთი ბგერა - შენს სახელს და თან გავაყოლე ყველა ცუდი, - რაც უკავშირდება მძიმე მოგონებას, და ... მტრობას ჩემს ინდოეთთან.... და დარჩა "რამა", - ,,სრულყოფილი ადამიანი”. ახლა ვიგრძენი, მონაზვნად აღკვეცილებს სახელს რატომაც უცვლიან. ძველი სახელიდან მხოლოდ პირველ ბგერას უტოვებენ, ანუ მთავარხაზი უცვლელია, ხოლო ყველა სხვა ყოფიერი წარირეცხება. ხრწნადი წარსული სცილდებათ ამით სულებს. ჰოდა ზუსტად შეგეფერება „რამ“. თან ინდოეთსაც დაგაახლოვე, ჩემს სანუკვარ სამყაროსთან ახლოს მოგიყვანე. ინდოეთის მტრიდან, მის ღმერთკაცად გაქციე. მომეწონა ჩემი ნაფიქრი. მაგრამ ხორციც ხომ უნდა შემესხა როგორმე... და იცი რა ვქენი? გავხსენი „სკაიპი“ და შენი პირობითი სახელის ნაცვლად მივაწერე „რამ“. გამეღიმა, ხორცშესხმული ფიქრიც მომეწონა. მე ხომ ადვილად შემიძლია მოვიგონო ახალი სიტყვები, ახალი სახელები. „რამ“ - შენი საუკეთესო ნაწილია, რომელიც არასოდეს გამიბრაზდება. ჩემს გარდა ყველასთვის იქნები „რამაზი,“ „ადმინი“ ან სხვა უამრავ-ნაირი „ნიკი“,… მაგრამ არავისთვის - „რამ“. შენ არასოდეს არავინ დაგიძახებს ასე ჩემს გარდა - აქ. ...მაგრამ ინდოელები შეტყუპებული ხელებით მოწიწებით დაიხრებიან და ხელით შეეხებიან შენი ფეხის თითებს. რამეთუ - „რამ“ მათი ღმერთია. ჩემიც! დღეს პირველად გამწვანდა „სკაიპში“ .... „რამ“. ჰოდა ძალიან გამეხარდა.… ახლო იყავი და თან როგორი?! – ულამაზესი ინდოელი ღმერთ-კაცი, კარგი ნაწილი შენი სულის, სრულყოფილი და ღირსეული. შენი ახალი სახელი - ჩემი სითბოთი გამთბარი... კარგა ხანს ენთო მწვანედ... რვაასამდე კონტაქტში - სადღაც წაუშლელად ჩაგრჩი... რაღაცაში ხომ უნდა გამოეხეთქა ყველაფერს?! ჰოდა ერთ მარცვლში გამოხეთქა. ნუ წამართმევ რა... ამ ერთ მარცვალს... რამ!..
________________________________________________________________________________ © საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
70. ქურუმო, ეს ის უბედურებაა რომელიც 52-ე კომენტარში ბედნიერებადაა ქცეული, მაგრამ შენ შენ ბნელი მოსასხამით, კაპიშონით ვითარცა" ელ კუბრა ელ მისრია" და თანაც მეხდაცემული, ნამდვილად ვერ გაიგებ.
ქურუმი, ფარაონს ვერ გაუტოლდება. ამიტომ, მოუსვი ჩემი გვერდიდან ! =))
ქურუმო, ეს ის უბედურებაა რომელიც 52-ე კომენტარში ბედნიერებადაა ქცეული, მაგრამ შენ შენ ბნელი მოსასხამით, კაპიშონით ვითარცა" ელ კუბრა ელ მისრია" და თანაც მეხდაცემული, ნამდვილად ვერ გაიგებ.
ქურუმი, ფარაონს ვერ გაუტოლდება. ამიტომ, მოუსვი ჩემი გვერდიდან ! =))
69. რა არის ეს ნაფიკო რა უბედურებაა?! რა არის ეს ნაფიკო რა უბედურებაა?!
68. შემოვდგი ფეხი დაგეცათ მეხი! შემოვდგი ფეხი დაგეცათ მეხი!
67. რამეთუ-..რამ'' მშვნიერია . რამეთუ-..რამ`` მშვნიერია .
65. ნეფერტარ,სულ ახლახანს ვნახე თქვენი დატოვებული პასუხი... თქვენს შემოქმედებაში ყოველთვის ჩანს დიდი ინტელექტი,რაც
განსაკუთრებით მიზიდავს...
ნეფერტარ,სულ ახლახანს ვნახე თქვენი დატოვებული პასუხი... თქვენს შემოქმედებაში ყოველთვის ჩანს დიდი ინტელექტი,რაც
განსაკუთრებით მიზიდავს...
64.
კოზეტ, სუსტია ეს და ხანდაზმულობის ვადაც გაუვიდა. :)) უდავოდ არის აქ კარგი ფრაზები, ახალი სიტყვები, სახელები, მაგრამ... საბოლოო ჯამში ისეთი არ არის მე რომ შემიძლია და ვიცი. მადლობა შემოქროლებისთვის და იხილე 52-ე კომენტარი. ათასი საიდუმლო გვაქვს ქალებს, აბააა? :)
კოზეტ, სუსტია ეს და ხანდაზმულობის ვადაც გაუვიდა. :)) უდავოდ არის აქ კარგი ფრაზები, ახალი სიტყვები, სახელები, მაგრამ... საბოლოო ჯამში ისეთი არ არის მე რომ შემიძლია და ვიცი. მადლობა შემოქროლებისთვის და იხილე 52-ე კომენტარი. ათასი საიდუმლო გვაქვს ქალებს, აბააა? :)
63. თვით დიდ ალექსანდრე მაკედონელსაც კი უდიდესი წინააღმდეგობები შეხვდა ინდოეთში შესვლისას... "რატომ დაარქვა მას რუსთველმა ეს სახელი მაინც? იქნებ იმიტომ რომ, ინდოეთის დაპყრობა მხოლოდ ღმერთს შეეძლო? და რაკი უნდა წაეგო ომი ტარიელთან, ვერც ინდოეთს უნდა მიწვდომოდა - ამიტომ ერთი ბგერა დაუმატა და უბრალო კაცად აქცია? იქნებ იმიტომ რატომაც მე დაგარქვი „რამა“... რამა, - ინდური ღმერთკაცი და ღვთაება, უძველესი ინდური ეპოსის ,,რამაიანას” მთავარი გმირი, ქართულად - “სრულყოფილი ადამიანი”. გახსოვს ერთხელ გითხარი რომ შენ თავის + უფალი კაცი ხარ თქო. "
"რაღაცაში ხომ უნდა გამოეხეთქა ყველაფერს?! ჰოდა ერთ მარცვლში გამოხეთქა. ნუ წამართმევ რა... ამ ერთ მარცვალს... რამ!.. " უძვირფასესი ადამიანი ხართ... და ჩემში დიდ სიმპათიებს იწვევთ...
თვით დიდ ალექსანდრე მაკედონელსაც კი უდიდესი წინააღმდეგობები შეხვდა ინდოეთში შესვლისას... "რატომ დაარქვა მას რუსთველმა ეს სახელი მაინც? იქნებ იმიტომ რომ, ინდოეთის დაპყრობა მხოლოდ ღმერთს შეეძლო? და რაკი უნდა წაეგო ომი ტარიელთან, ვერც ინდოეთს უნდა მიწვდომოდა - ამიტომ ერთი ბგერა დაუმატა და უბრალო კაცად აქცია? იქნებ იმიტომ რატომაც მე დაგარქვი „რამა“... რამა, - ინდური ღმერთკაცი და ღვთაება, უძველესი ინდური ეპოსის ,,რამაიანას” მთავარი გმირი, ქართულად - “სრულყოფილი ადამიანი”. გახსოვს ერთხელ გითხარი რომ შენ თავის + უფალი კაცი ხარ თქო. "
"რაღაცაში ხომ უნდა გამოეხეთქა ყველაფერს?! ჰოდა ერთ მარცვლში გამოხეთქა. ნუ წამართმევ რა... ამ ერთ მარცვალს... რამ!.. " უძვირფასესი ადამიანი ხართ... და ჩემში დიდ სიმპათიებს იწვევთ...
62. ღმერთო, რა დიდებული ავტორი ხართ თქვენ ხომ არც იცით! <3 <3 <3 ღმერთო, რა დიდებული ავტორი ხართ თქვენ ხომ არც იცით! <3 <3 <3
61. რა კარგი იყო! რა კარგი იყო!
60. ვაიმეეე, მეც როგორ მიყვარს ინდოეთი :) ახლაც ურაკპარაკის გვერდის გვერდით ბლოგი მაქვს გახსნილი ,,ჩემი ინდოეთი" :))))) როგორ მიხარია ამ ბოლო დროს რო ვპოულობ ხალხს ვისაც ინდოეთი უყვარს :)) მანამ მარტო მტრულად განწყობილები მხვდებოდნენ :/ ნაწარნოებიც კარგი იყო თავისი მიგნებებით, ალბათ ტყუპები ხარ ზოდიაქოთი :) ვაიმეეე, მეც როგორ მიყვარს ინდოეთი :) ახლაც ურაკპარაკის გვერდის გვერდით ბლოგი მაქვს გახსნილი ,,ჩემი ინდოეთი" :))))) როგორ მიხარია ამ ბოლო დროს რო ვპოულობ ხალხს ვისაც ინდოეთი უყვარს :)) მანამ მარტო მტრულად განწყობილები მხვდებოდნენ :/ ნაწარნოებიც კარგი იყო თავისი მიგნებებით, ალბათ ტყუპები ხარ ზოდიაქოთი :)
59. . . . . და ისევ აღვფრთოვანდი და ავივსეე <3 <3 <3 . . . . და ისევ აღვფრთოვანდი და ავივსეე <3 <3 <3
58. წარმომიდგენია ადრესატის სახე ამ წერილის წაკითხვისას. ძალიან ლამაზი ნაწერია, მაგრამ მხოლოდ ღირსეულისთვის... მხოლოდ რჩეულისთვის. ალბათ, იმსახურებდა... წარმომიდგენია ადრესატის სახე ამ წერილის წაკითხვისას. ძალიან ლამაზი ნაწერია, მაგრამ მხოლოდ ღირსეულისთვის... მხოლოდ რჩეულისთვის. ალბათ, იმსახურებდა...
57. ხრწნადი წარსული სცილდებათ ამით სულებს...................საოცარ წინადადებებს წერ...................
მე ხომ ადვილად შემიძლია მოვიგონო ახალი სიტყვები, ახალი სახელები - ესეც სიმართლეა...................
ფრიადი 5 ხრწნადი წარსული სცილდებათ ამით სულებს...................საოცარ წინადადებებს წერ...................
მე ხომ ადვილად შემიძლია მოვიგონო ახალი სიტყვები, ახალი სახელები - ესეც სიმართლეა...................
ფრიადი 5
56. საინტერესო ავტორი ხართ. საინტერესო ავტორი ხართ.
55. საოცრებაა. . . იმდენი ემოცია გამოიწვია. . . ამავსო <3 <3 <3 საოცრებაა. . . იმდენი ემოცია გამოიწვია. . . ამავსო <3 <3 <3
54. მომწმონს! მომწონს! მომწონს! ++ მომწმონს! მომწონს! მომწონს! ++
53. ახლა უფრო მეტად მომეწონა.:) ახლა უფრო მეტად მომეწონა.:)
52. ოჰ, ტენდი, ახლა კი შეიძლება ამ ნაწერზე სიმართლის თქმა. ჩემი მეგობრის ქალიშვილის თხოვნით დავწერე ეს სასიყვარულო ბარათი, და იცით რა მოხდა? დღეს ცოლქმარი არიან და მშვენიერი პატარა ბიჭუნა ჰყავთ, სახელად ავთანდილი. დღესაც არ იცის რამაზმა რომ ეს წერილი მის ცოლს არ დაუწერია. :) ოჰ, ტენდი, ახლა კი შეიძლება ამ ნაწერზე სიმართლის თქმა. ჩემი მეგობრის ქალიშვილის თხოვნით დავწერე ეს სასიყვარულო ბარათი, და იცით რა მოხდა? დღეს ცოლქმარი არიან და მშვენიერი პატარა ბიჭუნა ჰყავთ, სახელად ავთანდილი. დღესაც არ იცის რამაზმა რომ ეს წერილი მის ცოლს არ დაუწერია. :)
51. არც ეს მქონდა წაკითხული :)
კარგია. ეგ ნიშნავს, როცა ადამიანს ჰქმნი შენთვის :) არც ეს მქონდა წაკითხული :)
კარგია. ეგ ნიშნავს, როცა ადამიანს ჰქმნი შენთვის :)
50. არც ისე, ნათამაშევია. სხვა ნახეთ, მაგალითად პაგანინის ვიოლინო. ის ჯობია. არც ისე, ნათამაშევია. სხვა ნახეთ, მაგალითად პაგანინის ვიოლინო. ის ჯობია.
49. საინტერესოა .:) საინტერესოა .:)
48. ეეე, კარგი რამ გაგახსენა ეგ ურჩხული :)) ეეე, კარგი რამ გაგახსენა ეგ ურჩხული :))
47. დილა მშვიდობისა ჰეგემონო. მეც ვიცნობდი ერთ ჰეგემონს, პილატე პონტოელს. :) დილა მშვიდობისა ჰეგემონო. მეც ვიცნობდი ერთ ჰეგემონს, პილატე პონტოელს. :)
46. მერე რა რო სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ, სამაგიეროდ მე გუშინ აღმოვაჩინე მესამე სიტყვა რომელიც ეგვიპტესთან გვაკავშირებს ქართველებს ეს არის ნეფე :) სიტყვა ნეფერტარის, ნეფერტიტის გავშიფრვა კი ასე მოვახდინე ნეფე-დედოფალი, ვოხუნჯობ ეხლა მე თქვენო ბრწყინვალებავ. დილა მშვიდობისა! :))) მერე რა რო სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ, სამაგიეროდ მე გუშინ აღმოვაჩინე მესამე სიტყვა რომელიც ეგვიპტესთან გვაკავშირებს ქართველებს ეს არის ნეფე :) სიტყვა ნეფერტარის, ნეფერტიტის გავშიფრვა კი ასე მოვახდინე ნეფე-დედოფალი, ვოხუნჯობ ეხლა მე თქვენო ბრწყინვალებავ. დილა მშვიდობისა! :)))
45. ჰეგემონო, რაღა ეს ამოარჩიე... და თანაც სად ნეფერტარი და სად ნეფერტიტი... :)))))))) ჰეგემონო, რაღა ეს ამოარჩიე... და თანაც სად ნეფერტარი და სად ნეფერტიტი... :))))))))
44. ნეფერტარი ძალიან ლამაზად წერს მაგრამ ეხლა დავინტრიგდი და დამაინტერესა ნეტავი ნეფერტიტი როგორ წერს, არადა ვიცი იმას ინკრუსტრირებული თვალები აქვს :)) ნეფერტარი ძალიან ლამაზად წერს მაგრამ ეხლა დავინტრიგდი და დამაინტერესა ნეტავი ნეფერტიტი როგორ წერს, არადა ვიცი იმას ინკრუსტრირებული თვალები აქვს :))
43. გული დამწყდა რაღაცნაირად :) გული დამწყდა რაღაცნაირად :)
40. „რამ“ - შენი საუკეთესო ნაწილია, რომელიც არასოდეს გამიბრაზდება. ჩემს გარდა ყველასთვის იქნები „რამაზი,“ „ადმინი“ ან სხვა უამრავ-ნაირი „ნიკი“,… მაგრამ არავისთვის - „რამ“. შენ არასოდეს არავინ დაგიძახებს ასე ჩემს გარდა - აქ. ...მაგრამ ინდოელები შეტყუპებული ხელებით მოწიწებით დაიხრებიან და ხელით შეეხებიან შენი ფეხის თითებს. რამეთუ - „რამ“ მათი ღმერთია. ჩემიც! დღეს პირველად გამწვანდა „სკაიპში“ .... „რამ“. ჰოდა ძალიან გამეხარდა.… ახლო იყავი და თან როგორი?! – ულამაზესი ინდოელი ღმერთ-კაცი, კარგი ნაწილი შენი სულის, სრულყოფილი და ღირსეული. შენი ახალი სახელი - ჩემი სითბოთი გამთბარი... კარგა ხანს ენთო მწვანედ... რვაასამდე კონტაქტში - სადღაც წაუშლელად ჩაგრჩი... რაღაცაში ხომ უნდა გამოეხეთქა ყველაფერს?! ჰოდა ერთ მარცვლში გამოხეთქა. ნუ წამართმევ რა... ამ ერთ მარცვალს... რამ!.. „რამ“ - შენი საუკეთესო ნაწილია, რომელიც არასოდეს გამიბრაზდება. ჩემს გარდა ყველასთვის იქნები „რამაზი,“ „ადმინი“ ან სხვა უამრავ-ნაირი „ნიკი“,… მაგრამ არავისთვის - „რამ“. შენ არასოდეს არავინ დაგიძახებს ასე ჩემს გარდა - აქ. ...მაგრამ ინდოელები შეტყუპებული ხელებით მოწიწებით დაიხრებიან და ხელით შეეხებიან შენი ფეხის თითებს. რამეთუ - „რამ“ მათი ღმერთია. ჩემიც! დღეს პირველად გამწვანდა „სკაიპში“ .... „რამ“. ჰოდა ძალიან გამეხარდა.… ახლო იყავი და თან როგორი?! – ულამაზესი ინდოელი ღმერთ-კაცი, კარგი ნაწილი შენი სულის, სრულყოფილი და ღირსეული. შენი ახალი სახელი - ჩემი სითბოთი გამთბარი... კარგა ხანს ენთო მწვანედ... რვაასამდე კონტაქტში - სადღაც წაუშლელად ჩაგრჩი... რაღაცაში ხომ უნდა გამოეხეთქა ყველაფერს?! ჰოდა ერთ მარცვლში გამოხეთქა. ნუ წამართმევ რა... ამ ერთ მარცვალს... რამ!..
39. ჰოდა, ძალიანაც კარგი!:) ჰოდა, ძალიანაც კარგი!:)
38. სოლე, ძალიან, ძალიან მალე დავდებ, შემოჩენილი მყავს ეგ ბედუინი, სანამ ფურცელზე არ გადმოვიტან, მანამდე არ დამანებებს თავს. სოლე, ძალიან, ძალიან მალე დავდებ, შემოჩენილი მყავს ეგ ბედუინი, სანამ ფურცელზე არ გადმოვიტან, მანამდე არ დამანებებს თავს.
37. მართლა რა ლამაზად წერ,თანაც ორიგინალური აზროვნება გაქვს.ნიკიც ძალიან ლამაზი:) როდის დადებ ბედუინის გაგრძელებას? მართლა რა ლამაზად წერ,თანაც ორიგინალური აზროვნება გაქვს.ნიკიც ძალიან ლამაზი:) როდის დადებ ბედუინის გაგრძელებას?
36. ვერმიცანა, ახლა "ბედუინის" წაკითხვაზე, იმედია იმას არ დამაბრალებ არაბულ ცხენზე ხარ შეყვარებული და იმას მიხედეო... =) ვერმიცანა, ახლა "ბედუინის" წაკითხვაზე, იმედია იმას არ დამაბრალებ არაბულ ცხენზე ხარ შეყვარებული და იმას მიხედეო... =)
35. ისე და არა მხოლოდ შენთვის :) ყველამხრივ კარგი! ისე და არა მხოლოდ შენთვის :) ყველამხრივ კარგი!
33. ლამაზად წერ, კარგია! ლამაზად წერ, კარგია!
32. საინტერესო :) საინტერესო :)
31. ინდოეთი მშვენიერია თავის ტაძრის საკულტო მოცეკვავე ქალებითურთ:)კონკრეტულ ნაწერზე ვერაფერს ვიტყვი ალბათ უფრო პირადულია და არ შევეხები ისე ჩემთვის პროზაში "სკაიპი" და მსგავსი "რამ"-ეები აბანალურევს ნაწერს თუმცა ცუდი არაა ვერ ვიტყვი მაგას ინდოეთი მშვენიერია თავის ტაძრის საკულტო მოცეკვავე ქალებითურთ:)კონკრეტულ ნაწერზე ვერაფერს ვიტყვი ალბათ უფრო პირადულია და არ შევეხები ისე ჩემთვის პროზაში "სკაიპი" და მსგავსი "რამ"-ეები აბანალურევს ნაწერს თუმცა ცუდი არაა ვერ ვიტყვი მაგას
30. მომეწონა. წარმატებები ავტორს5555 მომეწონა. წარმატებები ავტორს5555
29. ისე გულზე ხელის დადებით რომ ვთქვა ამდენი დადებით შეფასებას არ ველოდი, სხვა ნაწარმოებები მეგონა უკეთესი მქონდა... ნეფერტარი. 2011-06-29 13:08:48
გეთანხმებით :):) (ჰოდა,,ერთლარიანი" გაცილებით კარგი ნაწერია,თუმცა ,,ისე ჩემთვის"-თვის არაფერი უჭირს). ისე გულზე ხელის დადებით რომ ვთქვა ამდენი დადებით შეფასებას არ ველოდი, სხვა ნაწარმოებები მეგონა უკეთესი მქონდა... ნეფერტარი. 2011-06-29 13:08:48
გეთანხმებით :):) (ჰოდა,,ერთლარიანი" გაცილებით კარგი ნაწერია,თუმცა ,,ისე ჩემთვის"-თვის არაფერი უჭირს).
28. ძალიან კარგია,ემოცია მოაქვს+++++ ძალიან კარგია,ემოცია მოაქვს+++++
27. ახლო იყავი და თან როგორი?! –ულამაზესი ინდოელი ღმერთ-კაცი, კარგი ნაწილი შენი სულის, სრულყოფილი და ღირსეული. შენი ახალი სახელი ჩემი სითბოთია გამთბარი.… რაღაცაში ხომ უნდა გამოეხეთქა ყველაფერს?! ჰოდა ერთ მარცვლში გამოხეთქა. მარტო აქ იმხელა ემოცია დევს, ყველაფრად კმარა... ახლო იყავი და თან როგორი?! –ულამაზესი ინდოელი ღმერთ-კაცი, კარგი ნაწილი შენი სულის, სრულყოფილი და ღირსეული. შენი ახალი სახელი ჩემი სითბოთია გამთბარი.… რაღაცაში ხომ უნდა გამოეხეთქა ყველაფერს?! ჰოდა ერთ მარცვლში გამოხეთქა. მარტო აქ იმხელა ემოცია დევს, ყველაფრად კმარა...
26. ჰარირამა, იურისტ, ცისკიდურელო, მარტინ,
"რამა" დარჩა ღრმა წარსულში. ის არასდროს ყოფილა, არ არის და არც არასდროს იქნება ამ საიტის წევრი, არც გარედან მკითხველი. აქაური ამბები - არ არის მისი ინტერესების სფეროში საერთოდ. საბოლოო ჯამში ამიტომაც არ გაგვიმართლა არცერთს. :) ალბათ.
ეს ჩანახატი ძველია, უბრალოდ ელექტრონული არქივის დალაგების დროს ვიპოვე და რატომღაც მომეწონა. ნუ გამაკრავთ ამისათვის "სიყვარულის ჯვარზე." :)
ლეონარდ სავიჩევიჩ... :) სათაური ხომ წაიკითხე?!
ნახე ხო რაც ქვია - "ისე, ჩემთვის"... აი ჩემთვის კი შემიძლია სიბრძნეც ვიფიქრო და სისულელეც. თუ ამაზე მეტი სისულელე არ წაგიკითხავთ ამ საიტზე - მოსალოცი ყოფილხარ. :) მადლობა დრო რომ დაკარგე. როგორმე მეც დავკარგავ შენთვის დროს და გაგიქვითავ. :)
ბევრჯერ ჩამოსულო, დაწერეთ რა შრენიკზე, დაველოდები. თქვენ ჩემი რჩეული ლიტერატორი ხართ. და მერე ისეთებს დავწერ ინდოეთზე....
ისე გულზე ხელის დადებით რომ ვთქვა ამდენი დადებით შეფასებას არ ველოდი, სხვა ნაწარმოებები მეგონა უკეთესი მქონდა... :) ჰარირამა, იურისტ, ცისკიდურელო, მარტინ,
"რამა" დარჩა ღრმა წარსულში. ის არასდროს ყოფილა, არ არის და არც არასდროს იქნება ამ საიტის წევრი, არც გარედან მკითხველი. აქაური ამბები - არ არის მისი ინტერესების სფეროში საერთოდ. საბოლოო ჯამში ამიტომაც არ გაგვიმართლა არცერთს. :) ალბათ.
ეს ჩანახატი ძველია, უბრალოდ ელექტრონული არქივის დალაგების დროს ვიპოვე და რატომღაც მომეწონა. ნუ გამაკრავთ ამისათვის "სიყვარულის ჯვარზე." :)
ლეონარდ სავიჩევიჩ... :) სათაური ხომ წაიკითხე?!
ნახე ხო რაც ქვია - "ისე, ჩემთვის"... აი ჩემთვის კი შემიძლია სიბრძნეც ვიფიქრო და სისულელეც. თუ ამაზე მეტი სისულელე არ წაგიკითხავთ ამ საიტზე - მოსალოცი ყოფილხარ. :) მადლობა დრო რომ დაკარგე. როგორმე მეც დავკარგავ შენთვის დროს და გაგიქვითავ. :)
ბევრჯერ ჩამოსულო, დაწერეთ რა შრენიკზე, დაველოდები. თქვენ ჩემი რჩეული ლიტერატორი ხართ. და მერე ისეთებს დავწერ ინდოეთზე....
ისე გულზე ხელის დადებით რომ ვთქვა ამდენი დადებით შეფასებას არ ველოდი, სხვა ნაწარმოებები მეგონა უკეთესი მქონდა... :)
25. ნეფერტარ, ნეფერტარ.. გამათბო ამ ჩანაწერმა.. მიყვაააარს ინდოეთი.. შენ გაიხარეეე!!!! ალბათ როგორ გაახარებდი რამს, როცა ამას წაიკითხავდა.. მოკლედ ბევრი + შენ ჩემგან!!!!! :) :) :) ნეფერტარ, ნეფერტარ.. გამათბო ამ ჩანაწერმა.. მიყვაააარს ინდოეთი.. შენ გაიხარეეე!!!! ალბათ როგორ გაახარებდი რამს, როცა ამას წაიკითხავდა.. მოკლედ ბევრი + შენ ჩემგან!!!!! :) :) :)
24. მომეწონა. თქვენი ქართული მომწონს. გამახსენა ინდოეთი და ჩემი საიდუმლოებით მოცული მუმბაელი გიდი - შრენიკი. ერთხელ ალბათ მასზეც დავწერ რამ-ეს... 5-იანი. მომეწონა. თქვენი ქართული მომწონს. გამახსენა ინდოეთი და ჩემი საიდუმლოებით მოცული მუმბაელი გიდი - შრენიკი. ერთხელ ალბათ მასზეც დავწერ რამ-ეს... 5-იანი.
23. ეს არის მაპატიეთ და ჩემთვის სისულელე : )
პროზა ხო როგორ არა ეს არის მაპატიეთ და ჩემთვის სისულელე : )
პროზა ხო როგორ არა
22. პირადი ამბების არცთუ პირადული გადმოცემა... კარგია, ჩემი ერთი ნაწერი მომაგონა... პირადი ამბების არცთუ პირადული გადმოცემა... კარგია, ჩემი ერთი ნაწერი მომაგონა...
21. რამ დაგაწერინა ეს კარგი ჩანახატი? წარმატებები პირადულ ამბებშიიი....:) რამ დაგაწერინა ეს კარგი ჩანახატი? წარმატებები პირადულ ამბებშიიი....:)
20. იმიტომ , რომ ეტყობა , მაგრა არ გამიმართლა:) ან პირიქით:) რადგა "არ"-ის მაგივრად "რა"-ს ჩაწერას აპირებდით და შეგეშალათ აქ არის რამა:) იმიტომ , რომ ეტყობა , მაგრა არ გამიმართლა:) ან პირიქით:) რადგა "არ"-ის მაგივრად "რა"-ს ჩაწერას აპირებდით და შეგეშალათ აქ არის რამა:)
19. ოჰ, რატომღაც ორჯერ დაიპოსტა... :) ოჰ, რატომღაც ორჯერ დაიპოსტა... :)
18. ჰო მართლა, ჰარირამა, რამს არ გაუმართლა. :) ჰო მართლა, ჰარირამა, რამს არ გაუმართლა. :)
17. ჰარირამა, რამს არ გაუმართლა. :) ჰარირამა, რამს არ გაუმართლა. :)
16. კატიე, სად დამეკარგე დაია? :) მაინც და მაინც რამე უნდა დავწერო რომ გამოჩნდე? :*:* კატიე, სად დამეკარგე დაია? :) მაინც და მაინც რამე უნდა დავწერო რომ გამოჩნდე? :*:*
15. აჰ, მარტინ, ისე შენ რომ სიყვარული შეგიძლია, ისეთი მე არც მსმენია, ჩემს გარშემო რა თქმა უნდა....
წინა ნაწერზე (თარგმანი) ასე რომ არ გაგეკრიტიკებინე /სრულიად სამართლიანად/, ახლა არ დაგიჯერებდი ნამდვილად. :)
აჰ, მარტინ, ისე შენ რომ სიყვარული შეგიძლია, ისეთი მე არც მსმენია, ჩემს გარშემო რა თქმა უნდა....
წინა ნაწერზე (თარგმანი) ასე რომ არ გაგეკრიტიკებინე /სრულიად სამართლიანად/, ახლა არ დაგიჯერებდი ნამდვილად. :)
14. მეც მიყვარს ინდოეთი, დაუსწრებლად მაგრამ მაინც და მესიამოვნა ახლა ეს... კარგი ნაწერია. გილოცავთ! მეც მიყვარს ინდოეთი, დაუსწრებლად მაგრამ მაინც და მესიამოვნა ახლა ეს... კარგი ნაწერია. გილოცავთ!
13. http://www.daikide.ge
აქ შედი და გადაგივლის...
არა, - სინამდვილეში მომეწონა. იმიტომ რომ განსხვავებული სტილია, არავის იმეორებ... ჯერ ეს ვნახე, ამის მერე სხვა ნაწერებიც ვნახე შენი, ისინიც კარგებია, მშვენივრები ასე ვთქვათ. აკადემიურად წერთ, გამართულად, აშკარად კარგი განათლება გაქვთ, გადმოცემის სიმარტივეში ჩანს ეს. არ ველოდი ასეთ სტილს. http://www.daikide.ge
აქ შედი და გადაგივლის...
არა, - სინამდვილეში მომეწონა. იმიტომ რომ განსხვავებული სტილია, არავის იმეორებ... ჯერ ეს ვნახე, ამის მერე სხვა ნაწერებიც ვნახე შენი, ისინიც კარგებია, მშვენივრები ასე ვთქვათ. აკადემიურად წერთ, გამართულად, აშკარად კარგი განათლება გაქვთ, გადმოცემის სიმარტივეში ჩანს ეს. არ ველოდი ასეთ სტილს.
12. მომეწონა...აშკარად საინტერესოა :) მომეწონა...აშკარად საინტერესოა :)
11. საინტერესო და კარგი რამაა...:) ++ საინტერესო და კარგი რამაა...:) ++
10. საინტერესოა ინდურ სამყაროსთან პარალელები! 5 საინტერესოა ინდურ სამყაროსთან პარალელები! 5
9. რამ... ძვირფასი რამ
ჩვენს გულში ხარ ნეფერტარ :) რამ... ძვირფასი რამ
ჩვენს გულში ხარ ნეფერტარ :)
8. მომეწონა...5 მომეწონა...5
7. ნუ წამართმევ რა... ...ამ ერთ მარცვალს... რამ!..
ავტორის სახე დავინახე ახლა თითქოს:) კარგად წერთ:) ნუ წამართმევ რა... ...ამ ერთ მარცვალს... რამ!..
ავტორის სახე დავინახე ახლა თითქოს:) კარგად წერთ:)
6. ასეთი სიყვარული მხოლოდ ნეფერტარს შეუძლია!!!
ძალიან ლამაზი ჩანახატია, გილოცავ! ასეთი სიყვარული მხოლოდ ნეფერტარს შეუძლია!!!
ძალიან ლამაზი ჩანახატია, გილოცავ!
5. ჰო თქვენს სახელში ურევია "რამა" ... ის ვერ წაიკითხავს.. :), მაგრამ თქვენ წაიკითხეთ მე ამის მომხრე უფრო ვარ. ჰო თქვენს სახელში ურევია "რამა" ... ის ვერ წაიკითხავს.. :), მაგრამ თქვენ წაიკითხეთ მე ამის მომხრე უფრო ვარ.
4. ყველა ჟანრში, ერტნაირად კარგად წერთ ეპისტოლეებიც საუცხოოდ:) მე სახელში რამ მირევია და არ ვიცი ობიექტური მსაჯული ვიქნები თუ არა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა რომ მომეწონა ეს წერილი ფრიად და ფრიად:) გაუმართლა რამ-ს , იმედია წაიკითხავს:) ისე მე მიყვარს ინდოეთი და არც ზ იქნებოდა გადასგდები:) ვხუმრობ:) ყველა ჟანრში, ერტნაირად კარგად წერთ ეპისტოლეებიც საუცხოოდ:) მე სახელში რამ მირევია და არ ვიცი ობიექტური მსაჯული ვიქნები თუ არა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა რომ მომეწონა ეს წერილი ფრიად და ფრიად:) გაუმართლა რამ-ს , იმედია წაიკითხავს:) ისე მე მიყვარს ინდოეთი და არც ზ იქნებოდა გადასგდები:) ვხუმრობ:)
3. გმადლობ ძამულია? :) გმადლობ ძამულია? :)
2. ხოდა ესე ჩემო ძამულიეებო ხოდა ესე ჩემო ძამულიეებო
1. ბევრ ვერლიბრს სჯობია ეს...მომეწონა სასიამოვნოდ...
მაგარი ჩანახატია... ბევრ ვერლიბრს სჯობია ეს...მომეწონა სასიამოვნოდ...
მაგარი ჩანახატია...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|