ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
16 ივლისი, 2011


დედის ამაგი

როცა წარმოვთქვამ ამ სიტყვას,
გული დამიწყებს ძგერას,
შენი თვალებით მე ვხედავ,
მთელი სამყაროს მზერას...

სიცოცხლის ნაზი არსება,
დედავ იწყება შენით,
შენი ამაგის სიწმინდეს,
ნეტავ ვინ იტყვის ენით?

მადლობა უფალს ამისთვის,
მადლი, რომ დამებედა,
უზადო ამაგისათვის,
ჩემო ძვირფასო დედა.

შენს გახუნებულ ჩიქილას
და შენ ჭაღარას დედი,
გულით ვატარებ თილისმად,
სიზმრებშიც ვეფერები.

მე ამას, შევთხოვ უფალს,
ვიკმარებ, მცირედს არ მინდა ბევრი,
მხოლოდ შენ მყავდე დედი,
უზომოდ ბედნიერი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები