ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: mer@bi
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2011


* * *

იცი,როცა ცას ვუყურებ
მგონია,რომ თვალებიდან სული მეპარება
და შენსკენ მოფრინავს...
მაშინაც არ მჯერა,რომ შენ აღარა ხარ,
როდესაც შენს სურათებს ვუყურებ
და თვალებიდან მონატრება მწვეთავს.
შენ თითქოს ახლოს ხარ,
თითქოს მეფერები
და თბილი ხელებით
ამ ცრემლებს მიწმენდ.
როცა შენს ოთახში შემოვდივარ,
სადაც ყველაფერი ისევ ისეა,როგორც შენ დატოვე
ვგრძნობ,რომ ჰაერიც კი უშენობით
ავადაა და მტვერს აცემინებს.
(რა ვქნა,ვერ ვუწამლეთ.)
ფანჯრებსაც კი წაართვა ზეცამ სილურჯე
და წვიმის დროსაც აღარ ტირიან...
მხოლოდ შენი საათი არ ჩერდება და
გამუდმებით იმეორებს
სად–ხარ...სად–ხარ...სად–ხარ
და ისრები ისევ იმ დროს უჩვენებენ.
როცა გარეთ წვიმს ერთი სული მაქვს ხოლმე
როდის გადაიღებს,რადგან
მგონია, იმ რომელიმე სარკეში დაგინახავ,
რომლებსაც ამინდი ტოვებს ხოლმე ქუჩებში.
იქნებ იქ აირეკლო ანგელოზად,
მაგრამ ვერ გპოულობ
და სწორედ მაშინ ვნატრობ ხოლმე
რომ შენსავით დრო ამოვისუნქო და
სიკვდილს ჩავბარდე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები