ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირი-ანი
ჟანრი: პოეზია
28 ივლისი, 2011


თაკოს...

სანამ ღამე გახდის კაბას გაზაფხულის დღეებს,
სანამ მთვარე ჩაიხუტებს გულში მდუღარ მზეს და
სანამ წუთებს გაამრავლებს წამთა რბოლა,
მინდა შენსკენ ვამცირებდე გზებს და
ოკეანეს იალქნიანი ნავით ვებრძვი,
ქარიც თითქოს შენს სიყვარულს მეცილება,
კაი რა? ვის არ წაუგია ერთი ბრძოლა,
შენ გგონია დამამარცხებს, გეცინება.
გაიცინე, ღიმილი ხომ გალამაზებს,
მე კი, უფრო, უფრო მეტად მიყვარდები,
და იცოდე ერთადერთო ლამაზმანო-
მხოლოდ შენთვის დაიბადნენ ყვავილებიც...
საღებავებს ვუზიარებ გულის ნადებს,
ვარსკვლავებიც აისისას მოილია,
კალმახივით ვებრძვი შენი გულის ბადეს,
უიმედოდ დავემსგავსე მოდილიანს.
გამიღიმე, არასოდეს არის გვიან,
მონატრებას-,
როგორც ტალღებს ჰორიზონტი, შორს მიყავხარ,
გესმის თაკო? ყური უგდე, გაიგონებ
ზღვიდან ჩურჩულს- მე მიყვრხარ...
                                  მე მიყვარხარ...


პ.ს.

(ჩემი მეგობრის გულწრფელი გრძნობა, გადმოცემული ლექსად)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები