ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: mer@bi
ჟანრი: პოეზია
14 აგვისტო, 2011


უბრალო გლეხი

მე ერთი უბრალო გლეხი ვარ,
სიღარიბით მქონდა
მოწამლული სისხლი და
წლების განმავლობაში
სევდის წვეთოვანი მედგა.
მერე მოვიდნენ და წამალი მომიტანეს,
დამაძინეს...
როცა ბროლად ქცეულმა თვალებმა
ისევ შეხედეს მზეს,
მარცხენა მხარეს სიმძიმე ვიგრძენი.
გული აღარ მქონდა.
ცივი რიყის ქვა აციებდა სხეულს.
ხელებიც აღარ მემორჩილებოდნენ.
მერე გამწერეს და მივხვდი,
რომ ულმობელ ადმიანად ვიქეცი...
ჩემი ხელებით გავჩეხე ისინი.(რასაც ჩემი წინაპრები
სათუთად უვლიდნენ).
გაზაფხულზე ჩავიდინე ეს
და ისინი
ტიროდნენ...ტიროდნენ...
უხმოდ და უსიტყვოდ.
ჩემს ბროლის თვალებში კი ათასფრად ტყდებოდა
სინდისი,რომ იქნებ სინანული ცრემლად გადაქცეულიყო.


მერე მათ ადგილას დავთესე ახალი ჯიშის
მზისფერი მარცვლები.
ახლა კი დიდ მოსავალს ველი
და მიხარია,რომ ამ მარცვლებს გადავცვლი
ხელის ჭუჭყზე
და აღარ ვიქნები სიღარიბით მოწამლული.

სინდისი კი შეშინებული ბავშვივით
ჩურჩულებს:
მოვა დრო,
როცა მას წააწყდებით
ეკლებს შორის ამოსული ვარდივით
და გაკვირვებისგან
ყველასთვის ნაცნობ სიტყვებს გაიმეორებთ:
\"აქ რამ მოგიყვანა შე,მადლიანო,შენა.\"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს