ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უმა თურმანი
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2011


ცისფერი სათლები

ვნებით ვეზიდები ჭიდან ცისფერ სათლებს,
ცეცხლის ალები მაქვს თმებზე მოდებული.
ალბათ, მერამდენე შენი კოცნა მმართებს,
მაინც ბუტია ვარ ეგრეთწოდებული.

კადნიერებაა, გერქვას მხოლოდ ჩემი,
არა, არ გეგონოს, თითქოს გებუტები...
ჰოი, ისე მინდა, მერქვას შენზე შენი
ქალი, შველი, ბარტყი, შენ რომ გებუდები.

არა!!!  მაინც მინდა?  მარტო ჩემი იყავ!
მხოლოდ ჩემი თმების ელვა გათრთოლებდეს! 
მე თუ ერთადერთად, კარგო მიმაჩნიხარ,
შენც ხომ ჩემი ტანი უნდა გაჟრჟოლებდეს?

ნაწნავს ჩამოგიშვებ ამ ბროლის კოშკიდან,
ამოდი, ამხსენი ლალის ბორკილები!
თუ კლიტე დამადე, შენ თავად გამაღე,
ავიშვათ, ბოჰემის დავდგათ ქორწილები.

ვნებით ვეზიდები ჭიდან ცისფერ სათლებს,
სანთლად გეკიდები, შენი კოცნა მმართებს...
                                14.03.11





                                         







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები