ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბესცელერა
ჟანრი: პოეზია
24 აგვისტო, 2011


წვიმა

გარეთ ვიღაცა ვიღაცას კოცნის და
შეშლილი წვეთები ამ შეშლილ ამინდში მინებზე დარბიან...
ღრუბლებმა ბავშვივით ტირილი მორთეს და...
ცერებზე შემდგარი ბრბიო ზეცას მიმწვდარა, ესენი თავს ხრიან...

მე წვიმას ვქურდავ და... თავდახრილს ცრემლები თვალებზე მადგება...
ტუჩებთან ტუჩები - ო! ისე ახლოა.. და თითქოს ეს კოცნა ხელიდან გამექცა...

არადა ვხედავ, რომ იმ ბიჭმა იმ გოგოს რაღაცა აჩუქა,
არადა ვხედავ, რომ იმ გოგომ კოცნისას თვალები დახუჭა...

შევყურებ სარკმელს და... - უფალო გადიდებ - ეს სახე მეცნობა,
დახუჭულ თვალებს და ამ გიშრის წამწამებს - დაღლა რომ ეტყობათ,
  სახესთან შევიგრძნობ...

შევყურებ სარკმელს და... - დამცინი უფალო? - ის ბიჭი- შეხედე!
ის ბიჭი, იმ გოგოს წელზე, რომ ეხვევა, მე არ ვარ? -შეხედე!

ნუთუ ეს სარკმელი, სარკეა უბრალოდ - ორად რომ გამხლიჩა...
იქნებ მეც უბრალოდ ლანდი ვარ არსების - ლანდად რომ აღვიქვამ...

არ ვიცი ეს სარკის რომელი მხარეა... და ის კი ნაღდია :
გარეთ ვიღაცა ვიღაცას კოცნის და...
შეშლილი წვეთები ამ შეშლილ ამინდში - მინებზე დარბიან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები