 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 6 სექტემბერი, 2011 |
სისულელეა, სიგიჟეა, ყინწვისის გზაზე, ექსკურსანტების ჯგუფში ერთ ქალს, რესპექტაბელურს, მაშინ, როდესაც ირგვლივ ყველა მხიარულია, სულ უმიზეზოდ უცებ ცრემლი მოერიოს და ავტობუსის ფანჯარაში დაჟინებით იცქირებოდეს.
ოღროჩოღროზე გაგვიჭირდა, ბერმა აღმართზე მიმავალმა გზა მიგვასწავლა, დამგზავრება კი იუარა. ბერი - ბერია!
პირ-სახეს წვერი უფარავდა, მაგრამ ხმა, ხმაში - ხრინწიანი, გულის კოვზის შემტოკებელი სითვინიერე, უფრო ნამდვილი, უფრო წრფელი, ვიდრე თვალთმაქცო, ვიდრე ფლიდო, აუტანელო, უგზო-უკვლოდ გადაკარგულო... მე კი ცოცხალიც არ მეგონე, მაგრამ ეგ ხელი სკვნილიანი?
სად - შენ, სად - ბერი!
იქნებ არაყი მომერია, მამაკაცებმა მანდილოსნებს სულ თითო ყლუპი გაციებისგან დასაცავად რომ გვიწილადეს?
თითები მუდამ ნერვიულად გითამაშებდა და მოწითალო ქარვის აცმა, მუდამ მაჯით რომ დაატარებდი, ჩემთვის უცნობის, ჩემამდელის ნაჩუქარი, მიჩვეულ ცერს რომ გიმშვიდებდა: ,,თორ-ჰეირ-ჰარამ, თორ-ჰეირ-ჰარამ!’’ ჰო, ასე იყო: ,,თორ-ჰეირ -ჰარამ!’’
შენი ამბავი არასოდეს გამომიკითხავს. შენი სახელიც - სამი მარცვალი, სავსე, თბილი, როგორც ქარვის მიყოლებული სამი მარცვალი, ხომ ადვილია წარმოსათქმელად, ასე ადვილი, მე კი არასდროს არავისთან წამომცდენია.
სიზმარი სხვაა, ხან მოკვდავს ნახავ, ხან მომაკვდავს, ხანაც - მკვდარია; ხან მოგდევს, ხანაც თავად მისდევ და სადაცაა, დაეწევი, გაგეღვიძება და ძილს ვეღარ შეიტრიალებ. იქ ჩაბრუნებას ვინ შეიძლებს, თვითონ სიზმარი უდროო დროს თუ არ დაბრუნდა. იცვლება ხედი, უცვლელია ძებნა -პოვნა, დაწევა და ვეღარდაწევა.
გზას მივუყვები უკაცრიელს და ყელზე მადგას, სასულეში მეჩხირება შენი სახელი, როგორც ქარვის სამი მარცვალი.
(ნეტავი, მართლა არ ვიცოდე, სად განისვენებ)
მამა, ძეო და სულიწმინდავ, შენ დამიფარე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. ნუ....... რაუნდათქვა
არვარგა ნუ....... რაუნდათქვა
არვარგა
21. აი კარგი ლექსი! ძალიან კარგია. აი კარგი ლექსი! ძალიან კარგია.
20. მიყვარს ასეთი ნაწერი, მიდიხარ კითხულობ, გსიამოვნებს და სადაცაა რომ უნდა მოგბეზრდეს და კიც მთავრდება. მაგარია, ჩამთრევია, წრმომიდგენია თქვენ რა პროზას წერდეთ იქნება. მიყვარს ასეთი ნაწერი, მიდიხარ კითხულობ, გსიამოვნებს და სადაცაა რომ უნდა მოგბეზრდეს და კიც მთავრდება. მაგარია, ჩამთრევია, წრმომიდგენია თქვენ რა პროზას წერდეთ იქნება.
19. ეს რა კარგი რამ წავიკითხე. ძალიან მომეწონა ეს რა კარგი რამ წავიკითხე. ძალიან მომეწონა
18. რა ძალიაააააააააააანნნნნნნნნნნ კარგიააააააააა რა:) 5555555 რა ძალიაააააააააააანნნნნნნნნნნ კარგიააააააააა რა:) 5555555
17. გზას მივუყვები უკაცრიელს და ყელზე მადგას, სასულეში მეჩხირება შენი სახელი, როგორც ქარვის სამი მარცვალი.
(ნეტავი, მართლა არ ვიცოდე, სად განისვენებ)
ძალიან მომეწონა, კარგია:) გზას მივუყვები უკაცრიელს და ყელზე მადგას, სასულეში მეჩხირება შენი სახელი, როგორც ქარვის სამი მარცვალი.
(ნეტავი, მართლა არ ვიცოდე, სად განისვენებ)
ძალიან მომეწონა, კარგია:)
16. იცვლება ხედი, უცვლელია ძებნა -პოვნა, დაწევა და ვეღარდაწევა. -რა კარგი ლექსია! იცვლება ხედი, უცვლელია ძებნა -პოვნა, დაწევა და ვეღარდაწევა. -რა კარგი ლექსია!
15. მოსაწონი ლექსია! მოქმედებს! მოსაწონი ლექსია! მოქმედებს!
14. ძვირფასებო, მადლობა გულითადი გამოხმაურებებისათვის! ძვირფასებო, მადლობა გულითადი გამოხმაურებებისათვის!
13. ვუერთდები საერთო აღფრთოვანებას, რადგან თავადაც აღფრთოვანებული დავრჩი ახლა ამ ლექსით! :) ვუერთდები საერთო აღფრთოვანებას, რადგან თავადაც აღფრთოვანებული დავრჩი ახლა ამ ლექსით! :)
12. გულწრფელად ნაღდად არ ვიცი რაა აქ კოდირებული.
მაგრამ მარტლა მომეწონა. გულწრფელად ნაღდად არ ვიცი რაა აქ კოდირებული.
მაგრამ მარტლა მომეწონა.
10. მსგავსი რაღაც ნაწერები არ დიდად არ მომწონს სუბიექტურად :) მსგავსი რაღაც ნაწერები არ დიდად არ მომწონს სუბიექტურად :)
9. ..
ჰო, ეს განსაკუთრებული რამეა, ძალიან მომეწონა. მხოლოდ, შუაში ორჯერ გამეორებული "სამი მარცვალი" ვერ მოიხდინა სმენამ, არ ვიცი, ბოლოსკენ კი, მოუხდა გამეორება, მაგრამ შუაში მიყოლებით - არა. სხვა ვერაფერი ვნახე ამ ლექსში დასაწუნებელი. ისე დაიწყო, სუფთად, ისეა დაწმენდილი, თითქოს ვეძებდი ნაკლს.
ძალიან კარგია, მეტიც.
ყველა სიკეთე. ..

ყველა სიკეთე.
8. ..
ჰო, ეს განსაკუტრებული რამეა, ძალიან მომეწონა. მხოლოდ, შუაში ორჯერ გამეორებული "სამი მარცვალი" ვერ მოიხდინა სმენამ, არ ვიცი, ბოლოსკენ კი, მოუხდა გამეორება, მაგრამ შუაში მიყოლებით - არა. სხვა ვერაფერი ვნახე ამ ლექსში დასაწუნებელი. ისე დაიწყო, სუფთად, ისეა დაწმენდილი, თითქოს ვეძებდი ნაკლს.

5. იცვლება ხედი, უცვლელია ძებნა -პოვნა დაწევა და ვეღარდაწევა.
მომეწონა ძალიან. ცოტა არაყსა და სიზმარს შუა მომეჩვენა გაწელილი,თუ დასალაგებელი...ან შეიძლება მართლა მომეჩვენა...
იცვლება ხედი, უცვლელია ძებნა -პოვნა დაწევა და ვეღარდაწევა.
მომეწონა ძალიან. ცოტა არაყსა და სიზმარს შუა მომეჩვენა გაწელილი,თუ დასალაგებელი...ან შეიძლება მართლა მომეჩვენა...
4. საინტერესოაა, იშვიათად სიუჟეტიანი ლექსი მომეწონოს. ინტრიგაში გვაგდებს ავტორი! საინტერესოაა, იშვიათად სიუჟეტიანი ლექსი მომეწონოს. ინტრიგაში გვაგდებს ავტორი!
3. პირ-სახეს წვერი უფარავდა, მაგრამ ხმა, ხმაში - ხრინწიანი, გულის კოვზის შემტოკებელი სითვინიერე, უფრო ნამდვილი, უფრო წრფელი, ვიდრე თვალთმაქცო, ვიდრე ფლიდო, აუტანელო, უგზო-უკვლოდ გადაკარგულო... მე კი ცოცხალიც არ მეგონე, მაგრამ ეგ ხელი სკვნილიანი?
სად -შენ, სად - ბერი!
თითები მუდამ ნერვიულად გითამაშებდა და მოწითალო ქარვის აცმა, მუდამ მაჯით რომ დაატარებდი, ჩემთვის უცნობის, ჩემამდელის ნაჩუქარი, მიჩვეულ ცერს რომ გიმშვიდებდა: ,,თორ-ჰეირ- ჰარამ, თორ-ჰეირ- ჰარამ!’’ ჰო, ასე იყო: ,,თორ -ჰეირ -ჰარამ!’’ ძAლიან მოეწონა არტემიდას ძალიან
პირ-სახეს წვერი უფარავდა, მაგრამ ხმა, ხმაში - ხრინწიანი, გულის კოვზის შემტოკებელი სითვინიერე, უფრო ნამდვილი, უფრო წრფელი, ვიდრე თვალთმაქცო, ვიდრე ფლიდო, აუტანელო, უგზო-უკვლოდ გადაკარგულო... მე კი ცოცხალიც არ მეგონე, მაგრამ ეგ ხელი სკვნილიანი?
სად -შენ, სად - ბერი!
თითები მუდამ ნერვიულად გითამაშებდა და მოწითალო ქარვის აცმა, მუდამ მაჯით რომ დაატარებდი, ჩემთვის უცნობის, ჩემამდელის ნაჩუქარი, მიჩვეულ ცერს რომ გიმშვიდებდა: ,,თორ-ჰეირ- ჰარამ, თორ-ჰეირ- ჰარამ!’’ ჰო, ასე იყო: ,,თორ -ჰეირ -ჰარამ!’’ ძAლიან მოეწონა არტემიდას ძალიან
2. იფ, რა კარგი იყო ... :)
"იცვლება ხედი, უცვლელია ძებნა -პოვნა დაწევა და ვეღარდაწევა."
იფ, რა კარგი იყო ... :)
"იცვლება ხედი, უცვლელია ძებნა -პოვნა დაწევა და ვეღარდაწევა."
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|