ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალადინი
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2011


რა მოკლევადიანს...

ეძღვნება დათოს ხსოვნას

ოთახი, მაგიდა, სუფრა დალაქული,
სარკმელის ჩურჩული ფარდასთან.
კუთხეში დივანი, დროით გალახული
და მზერით სურათზე გადასვლა...
ბიჭი თმახუჭუჭა, მაღალი კისერით
და რაღაც სხვა ხიბლით,  შინაგან.
ოთახს ღამ-ღამობით დარდი აქვს, ისევ ის,
იხსენებს  გარდაცვლილ ბინადარს...
ოთახი, მაგიდა, ყვითელი რვეული,
უკვე გაცრეცილი ფურცლებით.
ფიქრი ფეხაკრეფით ხსოვნას კარს შეუღებს,
კედელზე ფოტო კი უცვლელი...
წლებია, რაც ასე, წარსულის წრიულზე
გზას მონატრებები გადიან.
მწუხრის წუხილამდე დრო ალბათ, მიუსწრებს
სიცოცხლეს, რა მოკლევადიანს...
            06.09.11

***
ფიქრის საჩეჩელზე დავწყვიტე ძაფებად
ყელში მობჯენილი გორგალი სათქმელის.
ვიღაც სამოსივით ჩემს თავსვე მახევდა,
არც ვთქვი და არც ვქენი...

სევდა მოახვედრეს მარგინალთ სიაში,
დარდი ხელს უშლისო დარს, საიმხვალიოს.
მე კი ყველაფერი დინებას მივუშვი
და ნების ვალი მაქვს...

ჩემი დრო სად ასცდა სხვების დროს, სასურველს,
ვარკვევ და პასუხი თითქმის არსაიდან.
მოთხოვნის ზონიდან გონება გასულა,
დაბრუნდეს, ვაი, და...

დროსაც კი მობეზრდა დაყოფა ხაზებად,
გზებად, საათებად  ქვიშის თუ მაჯისა.
რომ ახმობ სიმშვიდეს, ისეთ ჭკუაზე ვარ
და პიტნის ჩაის ვსვამ...

       


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები