ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
15 ოქტომბერი, 2011


ალანორები

ალანორები–აივანზე..წარმოიდგინე
რომ ხელისგულზე დაგეტია მთელი ქალაქი-
ფერად-ფერადი ფასადებით,ჭორით-ქილიკით…
მთელი ღირსებით,რეგალიით,დედის გინებით.
და შენ სახლამდე მიმავალი ძველი ბილიკიც...
წარმოიდგინე,მოუსმინე სულ განაბული-

ვინმე ინჟინერს,ვინმე მხატვარს ,ვინმე მეწაღეს.
გოგოს,რომელსაც უყვარხარ და მეტი არც გინდა.
ყველა ამბავი, მოტანილი...ქარ წაღებული
რა უმნიშვნელო მოგეჩვენოს,თანაც რარიგად.

წარმოიდგინე,რომ შენია ყველა შენობა
და შეგიძლია ყველა კარის შეღება ისე,
რომ არ იკითხო(უნებართვოდ), შინაურულად,
უხმოდ,უსიტყვოდ ,უმიმიკოდ,მშვიდად. სავსებით

საკმარისია დროც
,ადგილიც,გარემოებაც.
რომ ეზო-ეზო შეისწავლო,
რომ ქუჩა-ქუჩა
შენი ქალაქი.შენი ხალხი,
ერთად შეკრიბო,
ასვა,აჭამო
მოუარო და შექუჩო

ვიწრო ადგილას,მაგალითად სადმე სისხლძარღვთან.
თეთრი ხელებით
აუშენო კოშკები ცამდე.
მთელი თავისი რეგალიით,
ჭორით-ქილიკით
შენი ქალაქი "ერთი მუჭა",ისეთი ციდა,
რომ ხელისგულზე დაგეტია,რომ ამ ყველაფერს
ხელის მომუჭვით შეგიძლია მოუღო ბოლო
და შემდგომ დაწვე
წაიკითხო ვინმე ბიოლი.
ჩაი დალიო.მოუარო ყვავილს–ალისფერს.
მცირედ დაღლილმა თავი დადო ცისფერ ბალიშზე
და დატკბე მთელი ხელისგულის უსახურობით.

წარმოიდგინე,რომ სიზმრები აწყმო დროშია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები