ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტენდი
ჟანრი: იუმორისტული
1 იანვარი, 2012


საბას ამბები - პირველი საახალწლო ზეიმი სკოლაში

პირველკლასელ  საბას    პირველი საახალწლო ზეიმი ჰქონდა სკოლაში.
დედა და ბებია თითქმის მთელი თვე ასწავლიდნენ საახალწლო ლექსებს , სიმღერებს
მამა ცოლსაც ლანძღავდა და სიდედრსაც:
_თავი დაანებეთ ბავშვს, ნუ გამოათაყვანეთ. ასწავლეთ ორი ლექსი და რომელიც უნდა ის თქვას., რომელიც თვითონ მოსწონს.
როგორ გეკადრებათ !
ბიჭის სკოლა  გიმნაზირებული იყო    განსაკუთრებული სწავლების მეთოდით  მთელმა სკოლამ იცოდა,  საბა რომ სამი წლიდან კითხულობდა, რომ შვიდი წლისას პუშკინის ყველა ზღაპარი წაკითხული ჰქონდა, რომ „კარლსონი და ბიჭუნა“,  თითქმის ზეპირად იცოდა...
დედა და ბებია რის დედა და ბებია იქნებოდნენ, მათ ბიჭს ბოლომდე თავი რომ არ გამოეჩინა!
მოსკოვის ამ სკოლაში კარგი ტრადიცია ის ჰქონდათ  , რომ პირველკლასელების ზეიმს მშობლებიც ესწრებოდნენ და უფროსკლასელებიც.
დაიწყო ზეიმი.
გამოვიდნენ ბავშვები და კითხულობენ ლექსებს დედ მოროზზე, სნეგურაჩკაზე, არყის ტყეებზე თოვლში.
საბას ჯერიც დადგა.
ამაყად გადახედა დარბაზს, დედას, ბებიას და დაიწყო:

«Моя бабка молодая    (ჩემი ბებია ახლგაზრდაა )
Девяносто девять лет  ( ოთხმოცდა ცხრამეტი წლის)
Вышла замуж за шафёра  (ცოლად გაჰყვა მძღოლს)
Родила мотоциклеет» !  ( და დაბადა მოტოციკლეტი)

!!!
_ მოდი, ბებიკო, აქ ! _ სიმწრის ღიმილით გაუღიმა ბებიამ _ მამიკომ გირჩია, ხო, ეს ლექსი თქვიო?!
დარბაზი ხარხარებდა.


პ.ს. შეგიძლიათ საბა ნახოთ ილუსტრაციებში :) :) :) :)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები