ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანნა პაპოშვილი
ჟანრი: პოეზია
24 იანვარი, 2013


საბედისწერო ნოემბერი

არ იმსახურებ მოგიძღვნა ლექსი,
ბგერები შენზე ბევრად ძვირია.
დღეს შემოდგომის ბოლო თვეს ვებრძვი,
საბედისწერო ნოემბერია.
გზააბნეული ავდივარ ფეხით,
ნისლშერეული ცხოვრების ფიქრებს.
ხელის ცეცებით, ნაბიჯით ვყვები,
არ არსებული ოცნების კიბეს.
ვაგიჟებ? არა დღეს მე მაგიჟებს,
ეს შემოდგომის ჩუმი "ავდრება".
მე-ძალადაცლილს და ღონემიხდილს,
არ ძალმიძს გრძნობის, სულის ავსება.
ვერ ვხვდები აისს, მზის ნათელ ფერებს
და ვერც ვმშვიდდები დაისის ცქერით.
თუმც შემოდგომით ვეძებდი ლექსებს,
ახლა ვგრძნობ ვკარგავ თანდათან, ბგერით.
ფიქრი მიჩხრიკავს გონების სადგურს,
იცი, შენ ?! ჩემო ლექსო საწყალო,
ნუთუ დღეს ისევ ნოემბერია
საბედისწერო, ორგზის საბრალო.
რა ვქნა მივბაძო მე დიად ტატოს
და ბუნებაში გავბნიო ლექსი,
იქნებ მეც ვიგრძნო ნუგეში ტყისა
და უფრო მეტი ვეძიო ჩემში.
დღეს შემოდგომის ბოლო თვეს ვებრძვი,
ვფიქრობ ეს ლექსი შენზე ბევრია
თუმცა დეკემბრის იმედად ვრჩები,
საბედისწერო ნოემბერია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები