ავტორი: საბა აფხაზი ჟანრი: პოეზია 19 თებერვალი, 2013
თოვას ჩამოყოლილი ლექსი
თოვას ჩამოყოლილი ლექსი
გამტრედისფრებულს, როცა ნისლი დაუყვა დაბლობს, და გაუშალეს იალქნები ღრუბლებმა თოვას, ქარმა ჭენებით თოხარიკი უნაცვლა გალოპს, და ქარბორბალი კამეჩივით შეუდგა ძოვას!..
გაჩერებებზე ბეღურებად გადიქცა ხალხი, თავები ჩარგეს, ბუზღუნ-ბუზღუნ მოუნდნენ გლოვას... რა უცნაურად ქუჩის ბოლოს გამოჩნდა ბალღი, არც ციოდა და არც ებრძოდა ფანტელთა ხროვას.
თავზე წითელი თომა-ჯიღად ეხურა ქუდი, ჯიბეში ეწყო ხელჩაცმული ნაქსოვი წინდა, მიწოდეთ თუნდაც უნამუსო, ღიმილის ქურდი, მე სხვა ღიმილი არ მინახავს ასეთი წმინდა...
ლოყა –ფაკლული, ყინვისაგან ცრეცილი სახე, წამწამ-თოვლილი, დამორცხვებით თვალების ფშვნეტა, გეგონებოდათ: წაუსწრეს და პარვაზე ნახეს, დასჩემებოდა ბროწეულის ტუჩების კვნეტა...
როცა ღრუბლებმა გადააწნეს მათრახი ავდარს, და ჭილობივით გადაეწნათ შენობებს ნისლი, ბავშვი - მეგონა ქარს მოყოლილ ანგელოზს ჰგავდა, ფრთები, ზურგსუკან შეკეცილი შვენოდა ისლის.
...გაჩერებაზე მობუზული იდგა თაობა, გამოკეტილი სიცივისგან თვალის უბეში, კვლავ ქარბორბალი კამეჩივით ქალაქში ძოვდა, და ლამპიონი ანათებდა სევდას ღრუბელში...
ელმავალივით გუგუნებდა მქშინავი ქარი, ლუკმა-ლუკმებად თეთრი ფიფქი ცვიოდა ზეცას, ქუჩაში ბავშვი მოდიოდა – მშვიდი და წყნარი, ქუდი ეხურა, ხელთათმნებად წინდები ეცვა...
"თოხარიკი?" "გადიქცა?" "ბალღი?" მდაჰ... პოეზიაა ფოლკლორი თუ ქრესტომათია? ...და შაჰ-აბასმა წალეკა სამეფოი ქართლისაი.... ...დავარდა მიწასა ზედა და იხოკდა ღაწვებს (უსაქმური) შუშანიკი... სადღახ ცხრა ძმა ხერხეულიძის დიდებას ველოდი სტრიქონებში მეგონა მემალებოდა ცხრავე, მათ მაინც გადავირჩი, ანუ მთლად ცუდად არაა საქმე )))

დაუჩემებია ამ კაცს, არ ვარ პოეტიო. მე იშვიათად მინახავს ადამიანი, რომელიც ლექსების წერაზე ასე კარგად და ასეთი დიდი პასუხისმგებლობით მუშაობდეს. ქართული სიტყვების (ძველი, ახალი, დიალექტი) ასეთი დიდი სიტყვების მარაგი ჰქონდეს... მე როდესაც თანამედროვე ქართველ პოეტებს ვახსენებ, არასოდეს დამავიწყდება საბა აფხაზი. ხოლო შენ საბა, რადგან არ გინდა პოეტი გიწოდო, მაშინ გიწოდებ უბრალოდ ლექსების მწერალს, ან ლექსთამწერალს. :)

25. ახლა გავიგე. მე ასეც მომწონს, მაგამ "ალიური", "გალოპი" უფრო ბუნებრივად ჩაჯდება ალბათ, მაინც მგონია, რომ ცოტა გაუგებარს გახდის... ( ბევრმა არ იცის, არც ალიურის და არც გალოპის მნიშვნელობა) საბა აფხაზი. 2013-02-22 21:54:17
თოხარიკი - ცხენის მოხდენილი, გოგმანით სვლა... ალური - ცხენის სვლა, შედარებით სწრაფი სიარული... ჩორთი - ცხენის სწრაფი სვლა, სიარულის მსგავსად სირბილი... გალოპი - ცხენის ნავარდი, დაოთხილი სირბილი...
საბა აფხაზო, "ქარმა ჭენებით თოხარიკი უნაცვლა გალოპს, და ქარბორბალი კამეჩივით შეუდგა ძოვას!.." >>> ამის მიხედვით, ქარის სიმძლავრემ იკლო... :) და ლექსის მიხედვით, (მომეჩვენა?) - ქარმა იმძლავრა...
ამ ნაწილს ხომ ვერ დააზუსტებდი? ლექსი კი - მომეწონა.

ბენ-ჰური! აი ყოჩაღ, 100% იანი ხარ, ახლაღა შევამჩნიე არა და იმდენჯერ მაქვს გადაკითხული და ჩასწორებული სანამ გამოვაქვეყნებდი დ ამ,ერეც. ეგ ადგილი ალბათ ყოველთვის ისე მუსიკალურად წავიკითXე რითმაში რომ 1 ხელაც კი არ მომსვლია აზრად რაღაც ნი-ტოა თქო. მოვუხერხებ რამეს, ისე გამოდის თითქოს ბოლოში რაღაც მივაკელი და არ მიდნა მასე იყოს. გაიხარე შენ მეგობარო და მადლობა.

ლექსი მშვენიერია, რაღა თქმა უნდა, მაგრამ ქვემოთ ანალიზი და კრიტიკა ითხოვეთ და 1 შენიშვნა მხოლოდ. სულ ბოლო სტრიქონში ერთი მარცვალია ზედმეტი. ამ ლექსს ეგ ვერ წააქცევს ვერანაირად, მაგრამ "პადნოშკა" კი უდევს მაინც :)

,,მიწოდეთ თუნდაც უნამუსო, ღიმილის ქურდი, მე სხვა ღიმილი არ მინახავს ასეთი წმინდა..." ბევრი განცდა აქვს ავტორს ლექში და ალბათ, ეს მომწონს ყველაზე ძალიან +++++

თქვენი ლექსები წავიკითხე და მომეწონა ორივე. ვთვლი, რომ ყველა მონაცემი გაქვთ იმისთვის, რომ კარგად წერდეთ. ნიკი არ მეცნობა თქვენი, მაგრამ მინაწერი ,,ბლაგოევგრადი" თითქოს საიდანღაც მახსოვს და ვერ ვიხსენებ საიდან :) დონ კიხოტის შენიშვნას რაც შეეხება, ნაწილობრივ ვიზიარებ და გეტყვით რატომ: საქმე იმაშია, რომ ერთი და იგივე მეტყველების ნაწილების ერთმანეთთან გარითმვა ცოტა წამგებიანია ლექსისთვის, არა ერთი მკითხველი გამოჩნდება, მათი მისამართით სიტყვა ,,გაცვეთილს" რომ გამოიყენებს. ალბათ უკეთესი იქნებოდა, მათზე მეტი გემუშავათ. თუმცა ავტორი თქვენ ბრძანდებით და ეს მთლიანად თქვენი გადასაწყვეტია. ამ კონკრეტულ ლექსში ბოლო სტრიქონი განსაკუთრებით მოულოდნელი და ეფექტური იყო. პროზის წერა მიყვარსო,–ბრძანეთ და მე პირადად სიამოვნებით გავეცნობოდი თქვენ მოთხრობებსაც. წარმატებები!

ვიკა მჟავანაძე - მადლობა, მაგრამ მე არ ვარ პოეტი და არც მინდა ვიყო. პროზის წერა მიყვარს ძალიან და დავდებ ხოლმე... უბრალოდ ზოგჯერ არის მომენტი, როცა პროზის საწერად და საქიფრად არც დრო გაქვს და არც ენეგრგია და ლექსები გეწერინება...

ბატონო საბა, რასაც თქვენ დისონანს ეძახით, მაგას სარითმო წყვილის სისუტე ჰქვია :)
ურაკმა ასე შთამაგონა და აღმზარდა მე თავის დროზე, როცა ასეთივე სარითმო წყვილებს ვხმარობდი. თუ რამე შეიცვალა მას შემდეგ და ასეთი რითმები, სუსტ რითმებად აღარ მიიჩნევა, უკვე სხვა საქმეა:)
ეს ლექსი კი, გულწრფელად მომწონს! ასეთი სარითმო წყვილებითაც კი! :) წარმატებებს გისურვებთ სულით და გულით!

მომკალი და შენიშვნას მივიღებდი, არგუმენტები რომ სწორი იყოს. რა რითმებიც ჩამოთვალეთ, ყველგან მინიმუმ 2 მარცვალია, რაც შეეხება თანხმოვნებს - ან ერთნაირია ან ერთი ჯგუფის წევრები, მაგალითად სასისმიერი-სასისმიერითაა ჩანაცვლებული, ბაგისმიერი კი ბაგისმიერით, რომ დისონანსი არ ყოფილიყო. კი რა თქმა უნდა უკეთესი გარითმვა შესაძლებელია ( გემოვნების ამბავია) ორნდ მე არ მომწონს, როდესაც მთლიანად მეორდება სარითმი ნაწილი, რაღაცნაირად ერთფეროვანი გამოდის. ვევით კომენტარებს თუ ჩახედავთ სადაც სწორი შენიშვნა იყო იქ გავითვალისწინე და ჩავასწორე კიდეც. მადლობა მაინც.

რითმები აქვს ამ ლექსს სუსტი: დაბლობს – გალოპს; თოვას – ძოვას; ხალხი – ბალღი; ხროვას – გლოვას; ქუდი – ქურდი; წინდა – წმინდა; ფშვნეტა – კვნეტა; უბეში – ღრუბელში... ამის გამოსწორება კი, ლექსს რამდენად შეუნარჩუნებს მუხტს არ ვიცი... სხვა, ყველაფერი მომწონს და კარგია!

ნამდვილად მომეწონა ლექსიც, მხატვრული სახეებიც, მეტაფორებიც, ფაბულაც, პარადოქსიც... ერთადერთი ზოგან რითმები მესუსტა, სამაგიეროდ ზოგან პირიქით - მომეწონა. საერთო ჯამში 5!

ახლა გავიგე. მე ასეც მომწონს, მაგამ "ალიური", "გალოპი" უფრო ბუნებრივად ჩაჯდება ალბათ, მაინც მგონია, რომ ცოტა გაუგებარს გახდის... ( ბევრმა არ იცის, არც ალიურის და არც გალოპის მნიშვნელობა)

არაფერს საბა ბატონო.:) "შემოერტყა" ნამდვილად არ არის ურიგო, დარწმუნებული ვარ უკეთესი გამოვა. რაც შეეხება ჩემს მეორე შენიშვნას. ახლა რომ გადავხედე ვერ ავხსენი მარჯვედ.:) მე უბრალოდ ქართული " თოხარიკი" და უცხოური "გალოპის" ერთად ხსენება მომეჩვენა არაბუნებრივი. ანუ ვთქვათ:" ალიური" და" გალოპის" ერთად ხსენება ბუნებრივი მგონია, ასევე - თოხარიკი და ჩორთი. ამის თქმა მინდოდა.:) შეიძლება მხოლოდ მე მეჩვენება ასე და ვცდები.:)

მადლობა ჰა-რა-ლე, ცოტას კიდევ დავხვეწავ, მემგონი შეწმოერტყათ კარგად ჩაჯდება შენობების წინ. 2 შენიშვნა არ ვიცი, არ გამიხალტურებია და ეგრე რატომ გამოვიდა.

მხოლოდ - როცა ღრუბლებმა გადააწნეს მათრახი ავდარს, და ჭილობივით გადაეწნათ შენობებს ნისლი - აქ გადააწნეს, გადაეწნათ, არ მომეწონა. შეიძლება სინონიმი სჯობდეს.
და "გალოპიდან" "თოხარიკზე" გადასვლაც თითქოს არ მოუხდა. აშკარად ეტყობა, რითმისთვის რომ არის ხარკი გაღებული და ამ მართლაც და ლამაზ ლექსში, ოდნავ ხელოვნურობა შეიტანა.
ვულოცავ ავტორს წარმატებას!
ნამდვილად კარგი ლექსია.
მხოლოდ - როცა ღრუბლებმა გადააწნეს მათრახი ავდარს, და ჭილობივით გადაეწნათ შენობებს ნისლი - აქ გადააწნეს, გადაეწნათ, არ მომეწონა. შეიძლება სინონიმი სჯობდეს.
და "გალოპიდან" "თოხარიკზე" გადასვლაც თითქოს არ მოუხდა. აშკარად ეტყობა, რითმისთვის რომ არის ხარკი გაღებული და ამ მართლაც და ლამაზ ლექსში, ოდნავ ხელოვნურობა შეიტანა.
))) ნახევრად აფხაზი ვარ,აფხაზეთიდან(სოხუმიდან) და "ნიკი" რომ ვნახე, ვა,"ზემლიაკითქო" და მესიამიოვნა)) წარმატებულ დებიუტს გილოცავ) იმდენად კარგად წერ, ეს მხოლოდ დასაწყისია)
Всего тебе доброго и хорошего)
))) ნახევრად აფხაზი ვარ,აფხაზეთიდან(სოხუმიდან) და "ნიკი" რომ ვნახე, ვა,"ზემლიაკითქო" და მესიამიოვნა)) წარმატებულ დებიუტს გილოცავ) იმდენად კარგად წერ, ეს მხოლოდ დასაწყისია)
საოცარია,რომ არ ჩანდი აქამდე და... დიდხანს არ გასტანსს შენი ჩვეულებრივი წევრობა და მოვუწოდებდი ხალხს თუ სურთ კარგი ლექსის წაკითხვა,მოვიდნენ და წაიკითხონ:-)
წარმატებები და მოვალ ხოლმე ხშირად:-)
საოცარია,რომ არ ჩანდი აქამდე და... დიდხანს არ გასტანსს შენი ჩვეულებრივი წევრობა და მოვუწოდებდი ხალხს თუ სურთ კარგი ლექსის წაკითხვა,მოვიდნენ და წაიკითხონ:-)
მახარებს თქვენი დადებითი გამოხმაურება, თუ ბევრი მკითხველი და სამართლიანი ( მნიშვნელობა არა აქვს, მოეწონებათ თუ არა, კრიტიკა მიყვარს,მხოლოდ არგუმენტირებული) შეფასება და კომენტარები იქნება ხოლმე, კიდევ დავდებ ნაწერებს. გამიხარდება თუ კიდევ წაიკითხავთ.