ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ზაქაიძე
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2013


  ჩამოტვირთვა

ღამის ზღაპარი

მთვარე ჩამოივლის ღამის პოდიუმზე,
ნახევრად ჩამქრალი იწყებს ჩამოჯდომას,
სადაც მნათობები ზეცის ბორდიურებს
ჰგავს და უსმენს ღამეს, ისიც არ მუნჯდება.

უყვება ბალადებს ძილის წინ ზღაპრებად,
სანამ გათენდება დილა დაძინების,
(ხანაც გადახედავს თუ როგორ გაქრება
მნათობი, -ვერ უძლებს ფიქრთა დამძიმებას.)

ხატავს როგორია სხივებგადასხლული
მზე, როცა დაატარებს ღრუბლის სათვალეს,
მერე რომ გადახლეჩს, წვიმებად მოასხამს,
იდარებს და რეისს საღამოს ამთავრებს.

მთვარეს კაბადონზე ფიქრი დაებნა და
ვარსკვლავის ვარდნაზე ოცნებებს დანებდა,
ნატრობს ერთი სხივი მასაც დაებადა
გაბრწყინდებოდა... ამთავრებს ღამე და

როგორც მეეზოვე ფოთოლთა თავშეყრას,
ისე გადახვეტავს დილა ვარსკვლავებს და
თითქოს აპოსტატა განცდილი არშიყობს
ალიონი გამოწვდომილ მზის მკლავებთან.

მზემაც შემოაღო დილის აივანი,
სხივები მთის კალთებთან მოკეცავს მუხლებს,
გადაშლილია ცის-სარტყლის ბაიანი,
და ღამე ზღაპრის ბოლოს მთვარესღა უმხელს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები