ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ზაქაიძე
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2013


  ჩამოტვირთვა

ერთხელაც განმარტოვდები

ერთხელაც იგრძნობ:

სიცარიელეს სავსე ოთახში,
პირველად შიშებს, (როცა მარტო ხარ,)
ბუხარში დაწვავ (ნივთებს...) მოთავსდი
ჩარჩოში...
გარეთ აღარც გამოხვალ.

ერთხელ მიხვდები:

რომ გაქვს არაფრის მოლოდინი,
და სიბნელეში უხილავ ჩრჩილებს
შეხედავ...
მკვდარია მელოდია
და შენც რიგითივით დაიჩრდილე...

ერთხელაც ნახავ :

შენს ფიქრებს შენით დაავადებულს
და მტვერ დადებულ ოცნების ნაგლეჯს-
-დაყრილს, წიგნებად გადალაგებულს
ბუხრის ლოდინი, როგორ აგიჟებს.

ერთხელ მოუსმენ:

ცრურწმენებზე მდგარ ადამიანებს...
და ხედავ, როგორ გააშიშვლებენ
სულებს, რომლებსაც გადაუარეს,
ტალღებით...
-უსმენ რადიოს შიშინს.

ერთხელაც იფიქრებ:

დროა გახვიდე ბნელი კარიდან,
რაც კი გაწუხებს ვინმე სხვას მისცე.
ჩერდები... ფიქრებს გპარავს ქარი და
კარს იქით მდგარი - უაზრო სივრცე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები