ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ზაქაიძე
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2013


  ჩამოტვირთვა

გალაკტიონის უკანასკნელი წერილი

ამტვრევდა საღამო ფანჯრებს და იმედებს,
წარსულს და მომავალს რეკავდა საათი,
ხანდახან სიკვდილიც თავის თავს იმეტებს.
ისმოდა ფოთლების ჩუმი მასლაათი.

დუმილში დუმილზე მდუმარე პალატა,
წვიმების კლავიშზე უკრავდა ამინდი
ბალადას, რომელსაც გრძნობები მალავდა,
ეხურა გარემოს ღრუბლების ქლამინდი.

იწვოდა თამბაქოს ნისლებში პოეტი,
ისმოდა ზეციდან გლოვა და ნენია,
ჟამთასვლის ერთ წამში მოქცევის მომენტი:
უცქერდა სარკმლიდან სამყაროს გენია.

სამარტე ამინდი...
მზე ამოწვერილი,
ასანთის კოლოფზე ნარითმი ფერწერა,
სასთუმლის კუთხეში ნარჩენი წერილი,
ერგვარად ცოტა და ბევრი, რომ ეწერა.

ლანდივით გამკრთალი სხეულის ღაღადი,
ტბის გედის პირველი და ბოლო ვოკალი,
ანდერძი-
ერთადერთ წარწერით ქაღალდი:
‘’მე ვნახე სიკვდილი, რომელიც მოვკალი.’’

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები