ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნატა
ჟანრი: პოეზია
8 ნოემბერი, 2008


მე & ...

იყო ან არც იყო, (თუმცა არა იყო რა, არ იყო!)

....


"ჩვენ" არ ვარსებობდით,
ვიყავი მე და იყავი შენ.
იყო წუთები... როცა
სევდიანი მუსიკის ფონზე,
ერთმანეთის კონტურებს ვხატავდით,
რომ დაგვენახა.
უკვე მერამდენედ დაწყვეტილ ნერვებზე,
ვაბიჯებდით ერთმანეთს,
რომ გვტკენოდა.
და მაინც,
ერთმანეთის სულის იდუმალების,
მოტკბო-მომწარო წვეთებს
ვაზავებდით ,
და ვქმნიდით ფერებს.
სხეულზე ვიშრობდით ვნებას,
და ვდუმდით.
არაფერისმთქმელი "ერთმანეთით"
ვიღლებოდით.
და მაინც ,
იყო სურვილები.
"ჩვენ" არ ვარსებობდით,
ვიყავი მე და იყავი შენ...
და დავრჩი  მე,
გაწყვეტილი ემოციის ძაფებით.







 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები