 | ავტორი: ტენდი ჟანრი: პროზა 20 ივნისი, 2013 |
ალბათ, ინტერნეტი გაგეთიშა. ახლაც მესმის შენი ხმა. ნუ ტირი, ჩემო სიყვარულო. მინდა ვნახო, როგორ იღიმები. მინდა ვიგრძნო შენს თმის სუნი. ალბათ ატმის. შენ ჩემთვის ისევ ის გოგო ხარ, ქარივით რომ დაქროდი თამაშისას და რომ ვერ გეწეოდი. ახლა დაგეწიე და აღარ გაგიშვებ. მუხლებგადატყავებულს ცრემლები ნიკაპამდე ჩამოგდიოდა უხმოდ. ახლა ვიცი, რაც გინდა გტკიოდეს, ხმამაღლა არ იტყვი. გაზონებში დაკრეფილ მრავალძარღვას ჭუჭყიან ფოთლებს გადებდი მუხლებზე და არ იტირომეთქი, გეუბნებოდი. ახლაც გეუბნები, „ნუ ტირი, ჩემო სიყვარულო“. თითებით თმიდან ყელამდე ყელიდან მხრებზე და ფეხის ფრჩხილებამდე დაგყვები, რომ გიგგრძნო. სიშიშვლის რომ გცხვენია, მინდა დავინახო, როგორ იფარებ ხელებს მკერდზე, როცა კაბის ღილებს გიხსნი, როგორ გითრთის მუხლები ჩემს მოლოდინში. ნუ ტირი, ჩემო სიყვარულო. ტუჩემით დაგითვლი ხერხემლის მალებს. მინდა დავინახო, ვნებით როგორ გეხუჭება თვალები ჩემი კოცნისას, ან ვნებადამცხრალი, როგორ იღიმები დაბნეულად. თითებიდან დავიწყებ შენს აღქმას კოცნით. ნუ ტირი, ჩემო სიყვარულო. სიცოცხლის დასაწყისში ხომ ერთად ვიყავით და ბოლოსაც ერად ვიქნებით. გამბედაობა რომ მქონოდა, მთელი ცხოვრების განმავლობაშიც მე ვიქნებოდი. მინდა, დილით გავიღვიძო და მოვუსმინო როგორ სუნთქავ, დავინახო, როგორ მიყურებ ნამძინარევი თვალებით. სიყვარულს ასაკი არა აქვს. ჩამოვალ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. ჯავშანიძე, გამაცინე ნამდვილად. :)))))) ჯავშანიძე, გამაცინე ნამდვილად. :))))))
21. ტენდი შენ კი ჩაქრი ამხელა ჯავშანიძე კაცს დამეწვა გული ... :s ტენდი შენ კი ჩაქრი ამხელა ჯავშანიძე კაცს დამეწვა გული ... :s
20. გმადლობ, ოთარ. :) გმადლობ, ოთარ. :)
19. ავტორს პატივს ვცემ, მაგრამ ისეთი სუსტი ტექსტია, მის ადგილზე, ამ წუთშივე წავშლიდი... :) მეგობრები დათვურ სამსახურს უწევენ ავტორს... :) ავტორს პატივს ვცემ, მაგრამ ისეთი სუსტი ტექსტია, მის ადგილზე, ამ წუთშივე წავშლიდი... :) მეგობრები დათვურ სამსახურს უწევენ ავტორს... :)
18. ნამდვილი სიყვარული ალბათ ასეთია:) ნამდვილი სიყვარული ალბათ ასეთია:)
17. რა გამეხარდა, რა გამეხარდა, ტენდი რომანს წერს !!! მინდა, მინდა მინდა.
საინტერესოა სიყვარული სიბერეში. :) მე მგონი ყველაზე მეტად დროის მაგ მონაკვეთში აქვს სიყვარულს ყველაზე დიდი დაფასება. რა გამეხარდა, რა გამეხარდა, ტენდი რომანს წერს !!! მინდა, მინდა მინდა.
საინტერესოა სიყვარული სიბერეში. :) მე მგონი ყველაზე მეტად დროის მაგ მონაკვეთში აქვს სიყვარულს ყველაზე დიდი დაფასება.
16. მეც მასე მგონია, მისის სმიტ, "ნაკლებად" და ამიტომ განვატთავსე. :))
ლაან, მადლობა. :) მეც მასე მგონია, მისის სმიტ, "ნაკლებად" და ამიტომ განვატთავსე. :))
ლაან, მადლობა. :)
15. დე... :*
მე ადამიანებში სიყვარულის უნარი მიყვარს... შენში განსაკკუთრებით, დე...
დე... :*
მე ადამიანებში სიყვარულის უნარი მიყვარს... შენში განსაკკუთრებით, დე...
14. ნაკლებად, ტენდი =) ნაკლებად, ტენდი =)
13. რა კარგია და რა ლამაზი,ძალიან მომეწონა.გაიხარეთ,სულ წარმატებებს გისურვებთ <3 რა კარგია და რა ლამაზი,ძალიან მომეწონა.გაიხარეთ,სულ წარმატებებს გისურვებთ <3
12. ჩემს ობიექტურ აზრს, რომანს რომ მოგვართმევთ, მაშინ მოგახსენებთ, ქალბატონო ტენდი:)
თუ მანამდე მთლად არ მომიღო ბოლო სუბიექტურობამ :) :* ჩემს ობიექტურ აზრს, რომანს რომ მოგვართმევთ, მაშინ მოგახსენებთ, ქალბატონო ტენდი:)
თუ მანამდე მთლად არ მომიღო ბოლო სუბიექტურობამ :) :*
11. ძალიან ლამაზი წერილია...ყოველი წინადადება აცოცხლებს ნაწერს და თვალწინ გარბიან თითქოს კადრები... საეღრთოდაც მომწონს ამ ავტორის პროზა...5
"სიცოცხლის დასაწყისში ხომ ერთად ვიყავით და ბოლოსაც ერად ვიქნებით." მხოლოდ ეს წინადადება მეზედმეტა, ან მაშინ განავრცე რას ნიშნავს, თორემ სიცოცხლის დასაწყისში ერთად ყოფნა რომ წარმოვიდგინე, მეგონა დედა წერდა შვილს...:) ძალიან ლამაზი წერილია...ყოველი წინადადება აცოცხლებს ნაწერს და თვალწინ გარბიან თითქოს კადრები... საეღრთოდაც მომწონს ამ ავტორის პროზა...5
"სიცოცხლის დასაწყისში ხომ ერთად ვიყავით და ბოლოსაც ერად ვიქნებით." მხოლოდ ეს წინადადება მეზედმეტა, ან მაშინ განავრცე რას ნიშნავს, თორემ სიცოცხლის დასაწყისში ერთად ყოფნა რომ წარმოვიდგინე, მეგონა დედა წერდა შვილს...:)
10. მადლობა დიდი. :) ყველას. იმ რომანში ძალიან მკაცრ რეალობის პარალელურად მასეთი სენტიმენტალური წერილებიც არის. და არ ვეთანხმები მ. ზაქაიძეს, თითქოს "სიყვარულს ასაკი არა აქვს" ბანალური იყოს. ბანალური არ არის, ჭეშმარიტებაა და მარკესი თითქმის მარტო მაგაზე წერდა, ანუ სიბერში სიყვარულზე.
პატივისცემით, ტენდი. მადლობა დიდი. :) ყველას. იმ რომანში ძალიან მკაცრ რეალობის პარალელურად მასეთი სენტიმენტალური წერილებიც არის. და არ ვეთანხმები მ. ზაქაიძეს, თითქოს "სიყვარულს ასაკი არა აქვს" ბანალური იყოს. ბანალური არ არის, ჭეშმარიტებაა და მარკესი თითქმის მარტო მაგაზე წერდა, ანუ სიბერში სიყვარულზე.
პატივისცემით, ტენდი.
9. კარგია, მომეწონა,
ნუ ტირი, ნუ ტირი, თუ ოდნავ გიყვარვარ!
კარგია, მომეწონა,
ნუ ტირი, ნუ ტირი, თუ ოდნავ გიყვარვარ!
8. შენი გულისთვის შემოვედი საიტზე ახლა. მიყვარხარ. მარტლა დანარჩენი პმ-ში
შენი გულისთვის შემოვედი საიტზე ახლა. მიყვარხარ. მარტლა დანარჩენი პმ-ში
7. თითებით თმიდან ყელამდე ყელიდან მხრებზე და ფეხის ფრჩხილებამდე დაგყვები, რომ გიგგრძნო. სიშიშვლის რომ გცხვენია, მინდა დავინახო, როგორ იფარებ ხელებს მკერდზე, როცა კაბის ღილებს გიხსნი, როგორ გითრთის მუხლები ჩემს მოლოდინში. ნუ ტირი, ჩემო სიყვარულო. ტუჩემით დაგითვლი ხერხემლის მალებს. მინდა დავინახო, ვნებით როგორ გეხუჭება თვალები ჩემი კოცნისას, ან ვნებადამცხრალი, როგორ იღიმები დაბნეულად. თითებიდან დავიწყებ შენს აღქმას კოცნით.
მოეწონა არტეს:)5+++ მოგიკითხეთ ქ-ნო ტენდი:) თითებით თმიდან ყელამდე ყელიდან მხრებზე და ფეხის ფრჩხილებამდე დაგყვები, რომ გიგგრძნო. სიშიშვლის რომ გცხვენია, მინდა დავინახო, როგორ იფარებ ხელებს მკერდზე, როცა კაბის ღილებს გიხსნი, როგორ გითრთის მუხლები ჩემს მოლოდინში. ნუ ტირი, ჩემო სიყვარულო. ტუჩემით დაგითვლი ხერხემლის მალებს. მინდა დავინახო, ვნებით როგორ გეხუჭება თვალები ჩემი კოცნისას, ან ვნებადამცხრალი, როგორ იღიმები დაბნეულად. თითებიდან დავიწყებ შენს აღქმას კოცნით.
მოეწონა არტეს:)5+++ მოგიკითხეთ ქ-ნო ტენდი:)
6. "და მერე ამას პიროვნების უფლებით ხსნიდა. თავს იმართლებდა, რომ სიყვარულს არ აქვს ასაკი," აი ახლაც ერთ ახალ ნაწარმოებს შევხედე და ეგრევე ეგ მომხვდა "სიყვარულს არ აქვს ასაკი" ძალიან ხშირად ხმარობენ ამას ვიძახდი... "და მერე ამას პიროვნების უფლებით ხსნიდა. თავს იმართლებდა, რომ სიყვარულს არ აქვს ასაკი," აი ახლაც ერთ ახალ ნაწარმოებს შევხედე და ეგრევე ეგ მომხვდა "სიყვარულს არ აქვს ასაკი" ძალიან ხშირად ხმარობენ ამას ვიძახდი...
5. "თითებით თმიდან ყელამდე ყელიდან მხრებზე და ფეხის ფრჩხილებამდე დაგყვები, რომ გიგგრძნო." აი მე მაგალითად აქ ასე ვიტყოდი "თითებით თმიდან ყელამდე ყელიდან მხრებზე და ასე დაგყვები, რომ გიგრძნო" მივხვდი როგორც გინდოდათ თქმა მაგრამ რაღაც არ მომეწონა ეს "ფეხის ფრჩხილები" უმაგისოდაც იგრძნობთ და თუ ასე გინდათ ამის ჩართვა იქ როგორც დავწერე მანდვე ესეც იგულისხმება ალბათ... "სიყვარულს ასაკი არა აქვს." ესეც მგონი ბანალურად ჟღეს ძალიან გაცვეთილია... რავიცი მე დიდი ვერაფერი პროზაში მაგრამ ჩემი აზრით ასეა.. წარმატებები და ველოდები შემდეგს "თითებით თმიდან ყელამდე ყელიდან მხრებზე და ფეხის ფრჩხილებამდე დაგყვები, რომ გიგგრძნო." აი მე მაგალითად აქ ასე ვიტყოდი "თითებით თმიდან ყელამდე ყელიდან მხრებზე და ასე დაგყვები, რომ გიგრძნო" მივხვდი როგორც გინდოდათ თქმა მაგრამ რაღაც არ მომეწონა ეს "ფეხის ფრჩხილები" უმაგისოდაც იგრძნობთ და თუ ასე გინდათ ამის ჩართვა იქ როგორც დავწერე მანდვე ესეც იგულისხმება ალბათ... "სიყვარულს ასაკი არა აქვს." ესეც მგონი ბანალურად ჟღეს ძალიან გაცვეთილია... რავიცი მე დიდი ვერაფერი პროზაში მაგრამ ჩემი აზრით ასეა.. წარმატებები და ველოდები შემდეგს
4. ახლა გასაგებია)** ახლა გასაგებია)**
3. უნდინა, დიდი მადლობა და ნამდვილად ნამძინარევი უნდა იყოს. თითქოს კი გადავხედე. :)))
""გამბედაობა რომ მქონოდა, მთელი ცხოვრების განმავლობაშიც მე ვიქნებოდი." " - აა! ეს ალბათ არ აღიქმა ამ მოკლე წერილში. რომანში ისეა, ერთად გაიზარდნენ და წლების მერე, სიცოცხლის ბოლოს იპოვეს ერთიმეორე. ამიტომ "გამოტოვებულია" ცხოვრების "შუა ნაწილი" :)))))0 უნდინა, დიდი მადლობა და ნამდვილად ნამძინარევი უნდა იყოს. თითქოს კი გადავხედე. :)))
""გამბედაობა რომ მქონოდა, მთელი ცხოვრების განმავლობაშიც მე ვიქნებოდი." " - აა! ეს ალბათ არ აღიქმა ამ მოკლე წერილში. რომანში ისეა, ერთად გაიზარდნენ და წლების მერე, სიცოცხლის ბოლოს იპოვეს ერთიმეორე. ამიტომ "გამოტოვებულია" ცხოვრების "შუა ნაწილი" :)))))0
2. გამაჟრჟოლა...
"გამბედაობა რომ მქონოდა, მთელი ცხოვრების განმავლობაშიც მე ვიქნებოდი." < ეს ვერ გავიგე და "ნამძინარები" - ნამძინარევი ხომ არ უნდა იყოს? ძალიან მომეწონა მე ეს სასიყვარულო წერილი, თბილია და "გულიანი". გამაჟრჟოლა...
"გამბედაობა რომ მქონოდა, მთელი ცხოვრების განმავლობაშიც მე ვიქნებოდი." < ეს ვერ გავიგე და "ნამძინარები" - ნამძინარევი ხომ არ უნდა იყოს? ძალიან მომეწონა მე ეს სასიყვარულო წერილი, თბილია და "გულიანი".
1. ეს "წერილი" წინა წერილთან (ასი სიტყვა) ერთად ნაწყვეტებია ჩემი რომანიდან, რომელსაც ვწერ. რასაკვირველია თქვენი ობიექტური აზრი მაინტერესებს. წინა წერილი (ასი სიტყვა) შემოკლებულია კონკურსისთვის, მეორე წერილი (ნუ ტირი...) დასახვეწია და გასაკეთებელი, ანუ სრულყოფილი არ არის. როცა რაიმეს ვანთავსებ საიტზე, მაშინ ვხვდები, რა არის შესასწორებელი. :) პატივისცემით, ტენდი ეს "წერილი" წინა წერილთან (ასი სიტყვა) ერთად ნაწყვეტებია ჩემი რომანიდან, რომელსაც ვწერ. რასაკვირველია თქვენი ობიექტური აზრი მაინტერესებს. წინა წერილი (ასი სიტყვა) შემოკლებულია კონკურსისთვის, მეორე წერილი (ნუ ტირი...) დასახვეწია და გასაკეთებელი, ანუ სრულყოფილი არ არის. როცა რაიმეს ვანთავსებ საიტზე, მაშინ ვხვდები, რა არის შესასწორებელი. :) პატივისცემით, ტენდი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|