ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ზაქაიძე
ჟანრი: პოეზია
8 ივლისი, 2013


  ჩამოტვირთვა

გარდაცვლილ მეუღლეს

დამრჩა ერთიბეწო ფიქრი სამახსოვროდ,
შიგნით მოგამწყვდიე ისე გამეტებით,
თითქოს გავუჩინე გულის სამარხს სორო
და იქ მობერებულ მუჭში დამეტევი.


აღარც განშორება...
აღარც შერიგება,
რაღაც ერთფეროვან წრეზე მატარებენ.
მივალ მივაშურებ სანამ შებინდდება,
თორემ ჩამოვრჩები ღამის მატარებელს.


ღამე უშენო და ღამე დრამატული,
სადღაც მიმალულად უცდის ტრაგედიებს,
შენზე მოგონება ჩემს გულს დავატოლე
ჰოდა თითო პულსშიც სულ შენ დაეტიე.


მყარად გამოედო ზეცას მღვრიე ხავსი,
შეკრეს მელოდია მეხის დაფდაფებმა,
მთელი პოეზია (რაღაც ღმერთის მსგავსი)
არის შენი სული და ვერ დამთავრდება.


თითქოს ემოცია დამყვა ნოემბრის თვის,
ვეჭვობ, თავად ღმერთი შენს თავს მომემდურა,
ჩემთვის შთაგონება, როგორც პოეტისთვის,
-ხარ და ცოცხლობ ჩემში ასე პოეტურად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები